jimmypageსაერთოდ ძნელია ფოტოდან საუბარი

თანაც ეგ პოზირებს,სროლას ხომ არ აპირებს.
socomკი,ასევე მოძრავ სამიზნეზე სროლისას წინსწრებისთვის,ანუ რამდენიმე დანაყოფით წინ რომ დაუხვედრო სამიზნე..
* * *
შუადღე იყო წყაროსთან რომ შეჩერდა,პეშვით იპკურა ცივი წყალი და მერეღა მოიხსნა კარვით დამძიმებული ზურგჩანთა. იქვე ჩამოჯდა ადგილის სილამაზით მოხიბლული. ათასნაირი ფრინველის ხმა ციურ გალობასავით ისმოდა ტყის სიღრმიდან. ახალგაზრდობა გაახსენდა, ტაძრის კედელზე მიყუდებულს ბევრჯერ უპოვია სულის სიმშვიდე,ახლაც რაღაც იმდაგვარი გრძნობა დაუფლებოდა,თვალები დახუჭა და ბალახზე მიწვა.. შემცბარს გამოეღვიძა, ინსტიქტურად მიიხედ-მოიხედა და მწარედ ჩაეცინა. ბუნების სილამაზით მოჯადოებულს დაუცველად ჩაეძინა, არადა კარგად იცოდა მასავით მარტოხელა მტრის სნაიპერები მსხვერპლის მოლოდინში ხშირად ასეთ ადგილებთან აწყობდნენ პოზიციებს , საათობით სწავლობენ ტერიტორიას და იმ ადგილებს ირჩევენ სამიზნედ , სადაც პარტიზანი აუცილებლად აკითხავს შესასვენებლად, თუ წყლის მარაგის შესავსებად. პირჯვარი გადაიწერა ,ბარგი აიკიდა და ფრთხილად განაგრძო გზა. ორიოდ საათი იარა აღმართებით დატვირთულ ბილიკზე და გორაკის თავზე ჩამოჯდა. ბინოკლი ამოიღო და ტერიტორიის დაზვერვას შეუდგა. გაახსენდა უბის წიგნაკში ჩანიშნული იგივე მდებარეობა,სწორედ აქ შეხვდა მტრის კოლეგას, მზეზე აბრჭყვიალებულმა სამიზნის ლინზამ ნაადრევად გაყიდა მისი პოზიცია და დაღუპა კიდეც. კარგად ახსოვდა მისი სახეც, ტკივილი აღბეჭდოდა მოკლულს. ვაზნების მარაგი და საკვები აართვა სხვა არაფერზე დაუდია ხელი,მიცვალებულის გაძარცვა უხამს საქმედ მიაჩნდა, თუმცა ზოგისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო... ცუდი შეგრძნება დაუფლებოდა, თუმცა ძველ მოგონებებს დააბრალა,ბინოკლი შეინახა და ის-ის იყო დაღმართზე ჩარბენას აპირებდა ,რომ მოპირდაპირე მხარეს რაღაც მოძრაობა შენიშნა მახვილმა თვალმა. გაშეშდა ,ფრთხილად დაწვა და უკან ბუჩქებისაკენ გახოხდა. Bინოკლი ამოიღო და დააკვირდა: მანძილი დაახლოებით 300 მეტრი იქნებოდა, მთის ფერდზე დიდი სიფრთხილით გადაადგილდებოდა ნიღბიანთა ათეული,უფრო ზუსტად კი 12 კაცი. ბალახებითა და ძონძებით შენიღბულებს ფორმა არც კი ეტყობოდათ. უნდა დაეზუსტებინა ,ხომ შეიძლებოდა ქართველები ყოფილიყვნენ? ათეული დინჯად მიიწევდა წინ ,ფერდობს სიგრძეზე მიუყვებოდნენ ,როგორც ჩანდა ქედის იქით აპირებდნენ გადასვლას. რუკას დახედა, ქედის ძირში ქართული სოფელი იყო, უფრო სწორად ნასოფლარი, მტერს ერთიანად დაენგრია ოფლით ნაშენი სახლები ,გადაეწვა და გაეჩანაგებინა ვაზი და ხეხილი,თუმცა მაინც ცხოვრობდა რამოდენიმე ოჯახი, მცირე მოსავალი მოყავდათ და ჯიუტად განაგრძობდნენ წინაპართა ნასახლარზე ცხოვრებას. წამსვე ისაზრა, ეს დანაყოფი ან ქართული იყო და სოფლისაკენ მარაგის შესავსებად მიდიოდნენ,ან მტრები იგივე განზრახვით, მხოლოდ იარაღის მუქარით, ძარცვით და რბევით. მასხალათი მოიცვა შაშხანას მაყუჩი მოარგო და ძუნძულით გაუყვა უცნობთა კვალს. ქედს რომ მიაღწია ათეული უკვე სოფელში შესულიყო და სახლებს ჩხრეკდა. შაშხანა მოირგო და რაღაცის მოლოდინში გაირინდა. მალევე მიაგნეს იქაურებს, სახლიდან გამოიყვანეს და ეზოში დააყენეს. ყველაფერი ნათელი იყო:
-მზვერავები, კბილებში გამოსცრა. სიტუაცია მეტად რთული ჩანდა, ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა გოგონა მტრის გარემოცვაში იყვნენ და გაუთვალისწინებელ მოქმედებას მათი დაღუპვა შეეძლო.
საკვები მალევე გამოუტანეს,მაგრამ ამდენ კაცს აბა რას ეყოფოდა... სამიზნეში უყურებდა როგორ სცემდა რუსი ქართველს საკუთარ მიწაზე, არ ესმოდა ,მაგრამ გრძნობდა როგორ შეურაწყოფდა უშვერი სიტყვებით მის ოჯახს, ისტორიას, წინაპრებს... სიმწრის ოფლი ასხამდა, მაგრამ არაფერი შეეძლო ჯერ... კარგად შეათვალიერა უდარდელად მყოფი მტერი, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები, მაყუჩიანი ავტომატები და შაშხანები. დრო აღარ ითმენდა, სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. მანძილი სულ 200 მეტრს შეადგენდა ,აქედან ცეცხლის გახსნა მაყუჩითაც კი პოზიციის გაყიდვას უდრიდა. ჩანთა მხარზე მოიგდო და თითქმის სირბილით აიარა აღმართი. გორაკის თავზე მაღალ ბალახში წამოწვა და მანძილი ხელახლა გაზომა, 350 მეტრი გამოვიდა,უმალვე შეასწორა სამიზნე. ახლა მხოლოდ საჭირო დროს ელოდებოდა. მტერი სულ უფრო უხეშად იქცეოდა, აშკარა იყო ოჯახისთვის განაჩენი ქონდათ გამოტანილი. გარეთ სამი მებრძოლი დარჩა, დანარჩენები სახლში შევიდნენ, ალბათ გასაჩხრეკად. გარეთ მყოფებმა ყველა მიწაზე დააწვინეს. ერთი ოჯახს ადგა თავზე, დანარჩენები ოცი მეტრის მოშორებით ღობესთან მდგარ პატარა სკამზე ჩამოსხდნენ ზურგით და სიგარეტი გააბოლეს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, დანარჩენების გამოსვლა და ოჯახის ამოწყვეტა ერთი იქნებოდა. ბევრი აღარც უფიქრია, განწირულებზე თავს წამომდგარ ჯარისკაცს შუბლში გაუტარა ტყვია და მისი სხეული ჯერ დაცემულიც არ იყო სკამზე მსხდომებიდან მარჯვენას ზურგში რომ მოხვდა ჯავშანგამტანი ტყვია, მესამემ დაყვირებაც ვერ მოიფიქრა, დაბნეული წამოხტა სკამიდან და იქვე ჩაკეცა მესამე გასროლამ. თითქოს ელოდნენო ერთიანად, უხმოდ აიშალა პატარა ოჯახი და ასიოდე მეტრით დაშორებული ტყის ზოლისაკენ გაიქცნენ. გული გამალებით უცემდა. ტყეში შესულები რომ დაინახა მაშინღა დამშვიდდა. ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული სახლიდან რომ ორი ჯარისკაცი გამოვარდა და მოკლულებისკენ გაიქცა. მაშინვე ხელების ქნევა ატეხეს და კისრისტეხით გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს, ერთი ღობესთან მდგარ კაკლის ხეს ამოეფარა, მეორე კი სახლის კარებთან მდგარ თივით დატვირთულ ურემს. ნათელი იყო ვერ მიხვდნენ ვინ და საიდან ისროდა, რადგან დაბნეულად იყურებოდნენ ყველა მხარეს. მეორე სართულის ფანჯარაში მეტყვიამფრქვევე გამოჩნდა, რომელიც საეჭვოდ იყურებოდა მსროლელის მხარეს. მერე რაციაზე რაღაც გადასცა და ყველამ ერთბაშად მისკენ დაიწყო ყურება. საცეცხლე წერტილი ადვილი ამოსაკითხი აღმოჩნდა. ფრთხილად გაცოცდა უკან,მაგრამ ბალახი მაინც ირხეოდა, ის-ის იყო უსაფრთხო ადგილამდე მიაღწია რომ ტყვიამფრქვევის ჯერი გაისმა და სროლის ადგილს ორი ყუმბარა მოხვდა. აფეთქებამ წამით დააყრუა, ყურები უწუოდა, ჰაერში აყრილი მიწა კი თავზე ეყრებოდა. ტყვიამფრქვევის მორიგმა ჯერმა დაუბრუნა სმენა, პატარ-პატარა აფეთქებებიც ისმოდა, ეტყობა ლულისქვეშა მუშაობდა. ღოგორც იქნა გააღწია სამშვიდობოს, შეეძლო უკანმოუხედავად წასულიყო, მაგრამ გული უკან ექაჩებოდა, ტყეში გახიზნულების პოვნა და ჯავრის მათზე ყრა დიდი პრობლემა არ იყო. დაღმართი ჩაირბინა და ქედის პირზე მისულმა ხოხვით განაგრძო გზა, დარჩენილებს როგორც ჩანს ეგონათ რომ მსროლელი მოსპეს, რადგან უშიშრად დააბიჯებდნენ სახლის ეზოში. ძოგი მკვდრებთან ჩაცუცქულიყო, ზოგიც მთას გაჰყურებდა, გაქცეულებს ეძებდნენ. უმალვე ამოირჩია მეტყვიამფრქვევე, მანძილი 250 მეტრი გამოდგა,შესწორება საჭიროც კი არ იყო, ნაზად მოზიდა სასხლეტი, მოგუდულად გაიჩხაკუნა შაშხანამ და მსხვერპლი შუბლგახვრეტილი დაეცა. ისევ აირივნენ , ყუმბარმტყორცნები აღარ ქონდათ, დაცლილები ეყარა სამი ცალი. უაზრო ცეცხლი გახსნეს სავარაუდო მიმართულებით,უკან-უკან გარბოდნენ, შემდეგი უკვე მაყუჩიანი შაშხანით აღჭურვილი მებრძოლი დაეცა, ზურგში მოხვდა ტყვია,ეტყობოდა დაჭრილი იყო, ჯერ კიდევ ფართხალებდა. დანარჩენებმა ფიცრის ღობის იქით გაასწრეს და უკანა მხარეს ჩასაფრდნენ. გადათვალა, 7-ნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ გაქცევით 5 გაიქცა. სახლი შეათვალიერა , უკანა მხარეს ჩრდილში შენიღბულიყო სნაიპერი, ცოტაც და ალბათ იპოვიდა კიდეც. უცბადვე ჩააკლა. მეორე, ეტყობა სნაიპერის დამხმარე უცბად ვერც კი შენიშნა, მოკლულის უკან ბუჩქებში შენიღბულიყო. გვერდზე მყოფის მოკვლით დაბნეული მკვეთრი მოძრაობით ცდილობდა უკან დახევას ტყვია რომ დაეწია...
ყოველი შემთხვევისთვის მჭიდი გამოცვალა და ღობის თვალიერებას შეუდგა, ერთგან ღრიჭოში მოძრაობა შენიშნა, უკან აშკარად მტერი იყო. ტყვიამ ორად გატეხა ძველი ფიცარი და კიდევ ერთი მებრძოლის სიცოცხლე გაიყოლა. დანარჩენები ღობიდან გამოვარდნენ და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ კისრისტეხვით. ერთ-ერთი გაქცეული გზადაგზა პატარ-პატარა ჯერებს ისროდა მსროლელის მხარეს:
- ორი დანაყოფი წინსწრება, ჩაიჩურჩულა და სასხლეტი მოზიდა, ტყვიამ მკერდში გაუარა გაქცეულს. დარჩენილი სამი ჯარისკაცი ტყეში შეხიზნულებისგან უსაფრთხო მიმართულებით გარბოდა, ხეების სიმრავლეში ალაგ-ალაგ თუ გამოჩნდებოდნენ ,გამართლებაზე თუღა ისროდა. გადაიფიქრა... ბინოკლი მოიმარჯვა და ოჯახის ძებნა დაიწყო ტყეში,ადვილად იპოვა ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა და შემდეგ მასთან მყოფებიც, მოზრდილი ქვის უკან ჩაწოლილიყვნენ,სახლიდან ალბათ 300 მეტრში. კიდევ ერთხელ გახედა გადარჩენილებს, რომლებიც შეუსვენებლად, ზიგ-ზაგებზე გარბოდნენ, ცოტაც და თვალს მიეფარნენ. სწრაფად ჩაირბინა დაღმართი, ოჯახი უნდა გაეფთხილებინდა, რომ იქაურობას მოშორებოდნენ, კარგად იცოდა გაქცეულები შურის საძიებლად ახალ ძალებს მოიყვანდნენ, ან იქნებ არტილერიაც კი გამოეძახებინათ. სახლის ეზოდან დაუქნია ხელი და თავისთან მოიხმო,გულდაჯერებულად წამოვიდნენ გადამრჩენელისკენ.
ზურგში ტყვია-ნაკრავ მებრძოლთან ჩაიცუცქა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა დიდი ხანი არ დარჩენოდა. ჯავშანჟილეტი გაეხვრიტა ტყვიას და მუცლის ღრუში შესულიყო უკნიდან.
-აქ რას აკეთებთ? რუსულად კითხა,
-წადი შენი! ძლივს ამოიხრიალა მომაკვდავმა,
-ღორი ხარ და ღორულად მოკვდები შენი დედაც! წამოდგა და კეფაში დაახალა ტყვია. სისხლში მოეთხვარა მთელი სახე და ტკივილისგან დამანჭულს უფრო საზარელი იერი მიეცა. პისტოლეტი კაბურაში დააბრუნა და ოჯახისკენ გაემართა...