სამწუხაროდ ნომერი წინასწარ მზადდება, თუმცა მომავალ ნომრებში აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა თხოვნას
ამჯერად გვინდა გაცნობოთ რომ 28 მარტიდან გამოვა ~არსენალის~ აპრილის ნომერი
რომელშიც იხილავთ:
ექსკლუზიურ ფოტოებს დადიანების ~ოქროს ალბომიდან~ რომლებიც პირველად ქვეყნდება
მასალას ბტრ-80 -ზე, A3 ფორმატის პოსტერით;
ავიაციის ყოფილი სარდლის სტატიას საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვის პრობლემატიკასა და პერსპექტივებზე
პუბლიკაციას _ ყველაზე საიდუმლო ქვედანაყოფების შესახებ (III ნაწილი)
მასალას მსოფლიოს უდიდესი არმიების შესახებ
სტატიას ჯავშანჟილეტების დადებით და უარყოფით მხარეებზე
ვრცელ მასალას საქართველოს რესპუბლიკისდროინდელი არმიის მდგომარეობის შესახებ
სტატიას წყალქვეშა დივერსანტებზე
CZ52-ს გამოცდის შედეგებსა და პოსტერს
მასალას სპეცოპერაციის შესახებ რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს
ახალ რუბრიკას: კინოლაფსუსი
ეს არის არასრული სია იმ სტატიებისა და მასალებისა, რომელთა ხილვაც თქვენ შეგეძლებათ
~არსენალის~ აპრილის ნომერში.
მოხარულები ვიქნებით თუ კვლავაც აქტიურად გამოგვეხმაურებით
This post has been edited by arsenal on 25 Mar 2006, 22:24
მიმაგრებული სურათი