წავიკითხე, გავეცანი. შეიძლება ითქვას "much better". აშკარა ლიაპები და შეცდომები აღარაა, როგორც ეს ადრე მუდამ ხდებოდა.
გაუგებრობა გამოიწვია გაურკვეველმა სურათმა სადაც ქალბატონს ღია ზატვორიანი ჩეზე უჭირავს. ამ სურათის (აშკარად კომიკურის) აზრობრივი დატვირთვა ჩემთვის გაუგებარი დარჩა.
მოკლედ ბევრი ლაყბობა არ მინდა ასე, რომ მოკლედ:
1. ჩზ-83 და 82-ის წარმოება "გაერთიანდა" არა ხარჯების შესამცირებლათ. უბრალოდ წმიდა კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ერთი და იგივე იარაღს მიანიჭეს იგივე ინდექსი
2. ვერავინ ვერ იტყვის რომ ჩეზე "შიგნიდან" მარალი ხარისხხისაა. პირიქით მაგაზე წერენ ხოლმე (качество обработки деталей н грани дозволенного)
ამას დაადსტურებს ნებმიერი ჩეზეს პისტოლეტის პატრონი და მათშორის მეც.
3. ტარი უფრომსხვილიაო მაგრამ მიუხედავათ ამისა მაკაროვზე უფრო კომპფორტულიაო. ხო და სწორედ იმიტომაა ჩეზე კომფორტული და მაკაროვი არა.
4. გაურკვეველია რას ნიშნავს ფართო სასხლეტი. თუ იგულისხმება მისი ფიზიკური ზომები მაშინ არ ვიცი რამ გაანცვიფრა ასე.
5. დამტყმელ სასხლეტი მექანიოზმის აღწერაშ აშკარა უზუსტობაა. აღწერილია თითქოს ე.წ. სინგ ექშნ მაშინ, როდესაც ჩზ-83 ორმაგი მოქმედებისაა.
6. სტატია სრულდება გაურკვევლად. ჯერ იზახის მაკაროვი ჯობია იმიტომ რომ უფრო კომპაქტურია, მერე წერს რომ ჩზ-83 უფრო უკეთეს შრაბეჭდილებს ტოვებს (მაგრამ არ წერია რატომ)
ეხლა ჩემი აზრი ამ ჩემ ერთ ერთ ყველაზე საყვარელ იარაღზე
ანუ რატომ ჯობია ის მაკაროვს
1. პოლიგონალური ლულა. ანუ ადვილი მომსახურეობა, გაზრდილი საწყისი სიჩქარე, მარალი რესურსი და სუზუსტე
2. სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობები ისევე როგორც მის უფროს ძმაზე ჩზ-75-ზე.
3. გაზრდილი მჭიდის ტევადობა
4. მჭიდის "ექსტრაქციის" საშუალება ღილაკით
5. გაცილებით უფრო რბილი და მოკლე სასხლეტი
6. დამცველი განლაგებული M1911-ის სტილში (ანუ იქ სადაც უნდა იყოს) რომელიც შეყენებულ ჩახმახს კეტავს და არ გაქტიურდება დაწეულ ჩახმახზე
7. ძალიან კომფორტული ტარი და სრულყოფილი ერგონომიკა
ასევე უნდა აღენიშნა რომ ჩზ-83 საოცრად რთული იარაღია და საოცრად ბევრი დეტალი აქვს მაგრამ მიუხედავათ ამისა ძალზედ საიმედოა
სტატიას აკლდა პრაქტიკული სემადგენელი ნაწილი. ანუ ტესტირება სროლით.
ჩემი 25 მეტრზე ნასროლი (ორი გვერძე სხვა სერიაა) ცანს რომ ჰორიზონტალური გაფანტვა თითქმის არ არის

და ასევე ჩემი ჩზ-83-ის სურათი
* * *
კროსვორდში ავსტრიული შტეიერი რატომღაც ნახსენებია როგორც გერმანული პისტოლეტი ......... მდააააა
წამიყვანონ რა რედაქტორად.... ან კონსულტანტად.
ბიძიებო, თუ მისმენთ მომწერეთ PM-ში. სიმბოლურ ხელფასზეც თანახმა ვარ
This post has been edited by faster kill Tomcat on 29 Dec 2007, 15:17
მიმაგრებული სურათი
სიბრიყვე არის სიბნელე, სიბნელე- ბოროტებაა, ბოროტებასთან ბრძოლა დასაშვებია ყველა ხერხის გამოყენებით, ასე რომ არაფერი გეწყინოთ.
[I]თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია. ძირს სიბრიყვის დიქტატურა![/I]