d_tsaboმუხლი 8. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება
1. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან:
ა) ქალები;
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით;
გ) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;
დ) პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში მომუშავე პირები;
ვ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები;
ზ) მოსამართლეები;
თ) პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური;
ი) საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები;
კ) დიპლომატიური თანამდებობის პირები;
ლ) სასულიერო პირები;
მ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები;
ნ) საქართველოს პარლამენტის წევრები.
2. პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ნებაყოფლობით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური.
მუხლი 9. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება
პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება, თუ:
ა) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ბ) იგი პატრონობს შრომისუუნარო, თავის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, რადგან მას არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
გ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
დ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ე) იგი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე;
ვ) ამას მოითხოვს მისი საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია სეზონურ სამუშაოსთან.
ზ) იგი არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. (11/07/2007 N5241)
აქ არსად არაა საუბარი დედისერთებზე. საერთოდ დედისერთას მუხლი ამოსაღებია გაწვევის კანონიდან... შემიძლია დავასაბუთო