ავღანეთში ამერიკის ავიაბაზაზე ჰოსპიტალის თანამშრომლებმა დაშავებულს თავიდან აუფეთქებელი ტყვია ამოუღესავღანეთში ამერიკის ავიაბაზაზე ჰოსპიტალის თანამშრომლებმა დაშავებულს თავიდან აუფეთქებელი ტყვია ამოუღეს, იტყობინება ABC News. ოპერაციის გაკეთება მათ ბრონირებული ჟილეტებით მოუხდათ.
6,5 სმ-ის ფეთქებადი ტყვია თალიბებთან შეტაკების შემდეგ ავღანეთის ეროვნული არმიის ერთ-ერთ ჯარისკაცს თავში გაეჭედა. დაშავებული ქალაქ ბაგრამში მდებარე ამერიკული ავიაბაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თავდაპირველად ექიმებს ეგონათ, რომ ავღანელს თავში ნამსხვრევი ჰქონდა მოხვედრილი. თუმცა პაციენტის დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ეს არა ნამსხვრევი, არამედ ტყვია იყო, რომელიც 60 გრ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა. ოპერაციის დაწყებამდე ჰოსპიტალის ევაკუაცია განხორციელდა.
ყველაფრის მიუხედავად ქირურგებმა ტყვიის ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს. ამისთვის მათ ბრონირებული ჟილეტების ჩაცმა დასჭირდათ. 5-საათიანი ოპერაციის შემდეგ აუფეთქებელი ტყვია ქირურგებმა პაციენტს თავიდან ამოუღეს და გამნაღმველებს გადასცეს.
ექიმ ვილიამ კარტერის თქმით, ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა და პაციენტი ამჟამდ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის.
მომზადებულია medportal.ru-ს მიხედვით.
წყარო