სემინარი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიტანელი ექსპერტების გამოცდილებას ეცნობიან. სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები სემინარზე - ლიდერობისა და მართვის სფეროში გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაიზიარებენ. სემინარი, რომელიც ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ფარგლებში იმართება, დღეს გაიხსნა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ქართველ მოხელეებს სემინარს დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის ლიდერობისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი, ავიაციის კომოდორი ნიკ რენდელი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მრჩეველი თავდაცვის საკითხებში სტივენ გლოვერი უძღვებიან.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სემინარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ლიდერობისა და მართვის სემინარი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
http://mod.gov.ge/index.php?page=77〈=0&type=1&Id=519=========================================================================
თანამშრომლობა ნორვეგიის სამეფოსთან
ნორვეგიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმა შემუშავდა. გეგმის მიხედვით, ნორვეგიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები რეზერვისა და მობილიზაციის სფეროს, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებენ. თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში დღეს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ესპენ ბარტ აიდეს შეხვდა. მხარეებმა გეგმის დეტალები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები) ოპერაციაზე. ესპენ ბარტ აიდემ საქართველოს მადლობა გადაუხადა მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნორვეგიის სამეფო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გეგმას დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის სამეფოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა – ესპენ ბარტ აიდემ და ნოდარ ხარშილაძემ მოაწერეს ხელი.
ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ეკატერინე ტყეშელაშვილს. შეხვედრებს ნორვეგიის მხრიდან ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ჯონ რამბერგი, სამხედრო ატაშე ჰელგე მოენი, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კჟერსტი კლაბო და ამავე უწყებაში საქართველოს მიმართულებით კოორდინატორი კრისტინა იოჰანსენი ესწრებოდნენ.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ არსოშვილმა ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურს არნე აულიეს საქართველოს გვარდიაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეები ნორვეგიის შიდა გვარდიისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.
ნორვეგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს
http://guard.mod.gov.ge/ge/news_view.php?id=189=========================================
თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს რეზერვისტთა სისტემის დახვეწაში დაეხმარება. რეკომენდაციების პროგრამა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორმა უილიამ ნესბიტმა გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი დანიელ ზაჩმანი, სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ჯონსონი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი, მაიორი ჯეისონ ბეიკერი.
მხარეებმა სარეზერვო სისტემის დახვეწის მეთოდები განიხილეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს პროფესიული სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში და რეზერვისტების წვრთნების პროცესშიც დაეხმარება. ამერიკელი გენერლის რეკომენდაციის მიხედვით რეზერვისტები მოქმედ სამხედრო ძალებთან ერთად უნდა მომზადდნენ.
.ვიზიტის ფარგლებში გენერალმა ნესბიტმა შეხვედრები გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძესთან, სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელთან გიგი კალანდაძესთან წვრთნებისა და განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსთან ზურაბ არსოშვილთან. მან ასევე დაათვალიერა ეროვნული სასწავლო ცენტრი “კრწანისი”. გენერალ-მაიორი უილიამ ნესბიტი საქართველოს 16 აპრილს დატოვებს.
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=518 This post has been edited by B_A_L_U on 16 Apr 2010, 02:22