7-8 აგვისტოს ბათუმში ტაილანდელი DJ-ის მუსიკის თანხლებით მოდების ჩვენება გაიმართება
7-8 აგვისტოს ბათუმის „ბამბა რუმში“ მოდების ჩვენება გაიმართება. ჩვენებაზე წარმოდგენილები იქნება დიზაინერების ლაკო ბუკიას, „ატელიე ინფორმალის“ და ანუკა ებურიას ნამუშევრები. ჩვენებაზე უკრაინელი მოდელები გამოვლენ. ხოლო კლუბში მყოფი საზოგადოების განწყობაზე ტაილანდელი DJ Nakadia იზრუნებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი „ბამბა რუმის“ ფილიალს ბათუმში 30 ივლისს გაიხსნა. კლუბის მენეჯმენტის ინფორმაციით, კლუბს სტაბილური კლიენტურა ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონზე ადგილობრივი მომხმარებელი უფრო გააქტიურებულია. მათი განცხადებით, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად უცხოელი მომხმარებლის რიცხვიც გაიზრდება.
„ბამბა რუმში“ ერთი მომხმარებლის მომსახურეობა საშუალოდ 25-დან 50 ლარამდე ჯდება.
ესენი სულ გამო...ნენ ხო? იმის მაგივრად რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ ოჯახებს რაღაცით დაეხმარონ ესენი მოდების ჩვენებებს ატარებენ დიჯეების თანხლებით
მე შენს ნაკვალევს დავჰყურებ ძალიან მომნატრებია © გ. სურამელაშვილი
გაიღიმე გაიღიმე პატარა © მ. სეფაშვილი
ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს ©კანტი.