* * *
ჩემს კუთვნილებაში არსებული საცხოვრებელი ბინის თავდაცვის მინისტრს ბატონ B_A_L_U-ს.
ამავე ბინის საჰაერო ძალების სარდლის გენერალ B_A_L_U-ს
პ ა ტ ა კ ი
9 აგვისტოს ღამის 00:34 ჩემი საცხოვრებელი ბინის საჰაერო ნავიგაციის ცენტრალურ სამხედრო რადარზე დაფიქსირებულ იქნა საჰაერო სივრცის დარღვევა.
კორპუსის ჩრდილოეთით მდებარე ფანჯრიდან შემოფრინდა ორი "F117-ღამურა"-ს ტიპის საფრენი აპარატი.
ღამურებმა წრიული მანევრებით განახორციელეს რამოდენიმე წრე და შემდეგ წერტილოვანი დარტყმები კორიდორის მიმართულებით.
საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი სასწრაფოდ გადაცემული იქნა გენშტაბში და ბრძანება #01/043 შესაბამისად გამოცხადებულ იქნა მეოთხე დონის განგაში.
ოპერაციაში ჩართულ იქნა ჰაესაწინააღმდეგო საზენიტო სარაკეტო კომპლექსი -"ცოცხ"9К37 რომლის რამოდენიმე გაშვების შემდეგ ჩამოდგებულ იქნა ერთი "F117-ღამურა"-ს ტიპის საფრენი აპარატი. მეორე საფრენმა აპარატმა განახორციელა რამოდენიმე მანევრი და გაუჩინარდა ჩრდილოეთის ფანჯრის მიმართულებით.
პატაკს თან ერთვის ჩამოგდებული საფრენი აპარატის ამსახველი ფოტო მასალა. (იხ. ფოტო #1)

საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების სარდალი - გენერალი B_A_L_U
* * *
P.S
მგონი სულ გავაფრინე ამ ღამის 1 საათზე

ეხლა სახურავზე ავალ და სავსე მთვარის ფონზე ყმულს დავიწყებ
This post has been edited by B_A_L_U on 9 Aug 2010, 01:16