ნუ რადგან აგვისტოს თემა მოაშთეთ აქ დავდებ ალბათ ამ ინფოს.
ყარყარაშვილის ინტერვიუდან საინტერესო ნარკვევი, მემგონი ყიფიანზე საუბრობს, ვატოს ძმაზე:
19-04-2010 
"ბორისოვისა და ლომაიას შეხვედრა რესტორანში შედგა"
http://www.kvirispalitra.ge/politic/3253-q...hi-shedgaq.html- მაშინ ვანო მერაბიშვილის ამასწინანდელ ინტერვიუს იმ მონაკვეთზე მაინტერესებს თქვენი აზრი, სადაც სტალინის ძეგლის აფეთქებაში რუსებისთვის 50 ათასი დოლარის შეთავაზებაზეა ლაპარაკი.
- ნეტავ ხელისუფლების წარმომადგენლებს მართლაც ჰქონოდათ გააზრებული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისა და შეთანხმებების თავი! 11 აგვისტოს, 16 საათზე, გორი უკანასკნელმა ქართველმა ჯარისკაცმა დატოვა. ერთი ტანკი აღარ იყო ქალაქში. 
დარჩნენ უპატრონოდ მიტოვებული მოსახლეობა, დაჭრილები და გარდაცვლილები. ხელისუფლება აგონიაში იყო. სად ჰქონდათ რუსებთან თანამშრომლობის ან მიცვალებულების გამოყვანის თავი? ქრონოლოგიურად მოვლენები ასე ვითარდებოდა: 12-ში გორში გენერალ ბორისოვის ხელმძღვანელობით რუსები შემოვიდნენ. 
გორის ტეკთან ამ დროს ერთმა ოსმა ბოევიკმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაჭრა, შორიახლო კი რუსი გენერლები იდგნენ და ინტერვიუებს იძლეოდნენ. ეს ვიდეოკადრები პირდაპირ ეთერშიც გავიდა. 
ბორისოვმა ოსი ბოევიკი ამის გამო სასტიკად დასაჯა, განაიარაღა და დააპატიმრა. ამ ინციდენტის შემსწრე ერთმა ქართველმა, რომელიც გორში ნათესავების გამოსაყვანად იყო ჩასული, ეს ფაქტი დააფასა და ბორისოვს გაესაუბრა. სთხოვა, გორისა და ქარელის რაიონის სოფლებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უფლება მიეცა. 
ბორისოვი დაეთანხმა, თან მოითხოვა გუბერნატორთან შეხვედრა და პურის ქარხნების ამუშავება. 13 აგვისტოს ბორისოვს იმ კაცმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე კუდავა შეახვედრა, იგოეთის ტეკთან კი - კოდუა. საომარი მოქმედებების დასრულების მერე რუსები აღარ აქტიურობდნენ, სამაგიეროდ მოსახლეობის დაწიოკება ოსთა ფორმირებებმა დაიწყეს. მათ ჩაიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან ტყიბულელი გოგონაც.   
3 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორი  ბორისოვის მითითებით რამდენიმე საათით დააპატიმრეს. იმ კაცს კი, ვინც ბორისოვთან ტრიალებდა, გაუნაწყენდნენ და გორი დაატოვებინეს. ბორისოვმა შემოთვალა, ძლივს ერთი კაცი მოიძებნა, ვისი დახმარებითაც მოსახლეობის პრობლემებს ვაგვარებდით. თუ თავად არ გინდათ ოსების თარეში აილაგმოს და ხალხს საკვები ჰქონდეს, მე სულაც არ მადარდებსო. 
ხელისუფლება მიხვდა, რომ დაკარგა ბორისოვთან კომუნიკაციის საშუალება და 14 აგვისტოს იმ კაცს ოფიციალურად სთხოვეს უკან დაბრუნება. ამასობაში საქართველოს მოსახლეობა გონზე მოვიდა და ხელისუფლებისაგან გარდაცვლილების გადმოსვენებას ითხოვდა. ხელისუფლებას ეგონა, ომში დაახლოებით 5 ათასი კაცი იყო დაღუპული. ამიტომაც სახალხო მღელვარება რომ არ დაწყებულიყო, ამ თემაზე ლაპარაკს 3 დღე გაურბოდნენ. 
როდესაც გაირკვა, რომ 200 ჯარისკაცი დაღუპულიყო, მერეღა დაიწყეს მათ გადმოსვენებაზე ფიქრი. 14 აგვისტოდან ბორისოვთან კონტაქტისას უშუალო ურთიერთობა დაიწყო. სწორედ ზემონახსენები შუამავლის დახმარებით მოხერხდა სამღვდელო პირების შეყვანა ცხინვალში. ბორისოვისა და ლომაიას შეხვედრა რესტორანში შედგა, მერე გივი თარგამაძეც შეახვედრეს გენერალს. 
15-16 აგვისტოს შეხვედრებმა სუფრასთან გადაინაცვლა. ჰყვებოდნენ სხვადასხვა ამბავს და შეზარხოშებულნი ირონიულად ეხუმრებოდნენ ერთმანეთს. ბორისოვი მოჰყვა ვიეტნამში ბრძოლის ამბავს, როგორ ჩამოაგდო ამერიკელი მფრინავი და რომ მისი იარაღი ჰქონდა. ამაზე მერე მაკკეინის რევოლვერის ზღაპარი ააგო სააკაშვილმა. 
თურმე სუფრაზე გაეხუმრნენ ბორისოვს, გორის დაბომბვის დროს სტალინის ძეგლი რატომ არ  ააფეთქე, ფულს გადაგიხდიდითო. ხელისუფლება ტელეეთერში გვმოძღვრავს, თვითონ კი ბორისოვს პურმარილსა და საჩუქრებსაც უგზავნიდა დაბადების დღეზე და ჰოსპიტალში წოლისას! კაცს რომ პურმარილს გაუგზავნი, მეორე დღეს ტელევიზიით არ უნდა ლანძღო და მასზე ცინიკურად არ უნდა ილაპარაკო.  ომსაც თავისი წესები აქვს.  
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...