რათქმაუნდა პისტოლეტის ერთერთი მთავარი მიზანიც ის არის რომ ახლო მანძილზე ბრძოლისას მტერს ერთი ტყვიის მოხვედრა უნდა ყოფნიდეს რომ მწყობრიდან გამოიყვანო და საპასუხო სროლა ვერ მოასწროს რასაც მსხვილი კალიბრი სჭირდება. თუმცა როდესაც იარაღი ფარული ტარებისათვის გჭირდება ისეთი მონსტრების თრევა როგორიც HK USP -ა ცოტა არიყოსდა უხერხულია
ადრე ედიკას დროს შს სამმართველოში მუშაობდა ერთი პოლიციელი რომელიც ყაჩაღებმა გაიტაცეს და ტაბელური მაკაროვი აართვეს მანქანაში ჩასვეს და კუმისის ტბისკენ გაიყვანეს. გულის ჯიბეში სიგარეტის კოლოფთან და ბლოკნოტთან ერთად ПСМ ედო და შესაბამის დროს ამოიღო და ცეცხლი გახსნა მძღოლს სკამის (სიდეენიის) უკნიდანვე გაუტარა და გვერდით მჯდომი სასიკვდილოდ დაჭრა თავის არეში

იმის მერე პესეემი ჩემი ძმაკაცი გახდაო ზუსტად მაშინ ვნახე პირველად ეგ იარაღი ალუმინის ტარით ძველი გამოშვება მას მერე ნატვრად მაქვს.
მიზანში მე პირადად ვერც ტეტედან და ვერც მაკაროვიდან ისე ზუსტად არ მისვრია რაც პესეემიდან. და კიდევ ყველაზე მოსახერხებელი დეტალი რაც აქვს არის ის, რომ დაშვებული ჩახმახის დროს როდესაც დამცველზე გიყენია იარაღი ცერა თითის ერთი მოძრაობით ერთდროულად შეგიძლია მოხსნა დამცველიდან და ჩახმახი შეაყენო

რადგანაც დამცველის ე.წ. "ფლაჟოკი"ს დაღარული მხარე ჩახმახის თავზეა უკნიდან აი ვისაც გაქვთ პესეემი დააყენეთ დამცველზე და ნახეთ რა ადვილია თითის ერთი მოძრაობით ჩახმახის შეყენება ისე, რომ დამცველი მოიხსნას თან.
უნიკალური პისტოლეტია მაგ კლასში

ვისაც უნდა რაზეც უნდა იმაზე დავენიძლავები რომ როგორც არ უნდა შეადაროს ყველა კრიტერიუმით პესეემი მოდღნავს მის კლასში მდგომ ყველა პისტოლეტს

მის კლასში ვგულისხმობ:
1. გაბარიტებს
2. ვაზნის გაბარიტებს მის თვისებებთან შეფარდებულს
3. მიზანში მოხვედრის სიზუსტე
4. მოხერხებულობა
P.S.
თუმცა ერთხელ პესეემით სროლისას შეფერხება მომივიდა გასროლილი მასრა მასრის ამოსაგდებ ფანჯარაში გაიჭედა გვერდულად მიზეზი რა იყო არ ვიცი ნამდვილად
This post has been edited by electri_chka on 8 Oct 2010, 20:48