კაროჩე ვაზნები ძირითადად ჯგუფდება 3 კატეგორიად
1. შაშხანის ვაზნები
2. შუალედური ვაზნები (მოიერიშე შაშხანების ვაზნები)
3. პისტოლეტისა და რევოლვერის ვაზნები
აი გარანდის ეგ ვაზნა არის შუალედურ ვაზნებთან მიახლოვებული ვაზნა და სხვა მოიერიშე შაშხანის ვაზნებისაგან განსხვავდება იმით, რომ ცილინდრული მასრა აქვს და არა ბოთლისებური და ბლაგვი ტყვია.
სხვათაშორის აშშ-მ გამოუშვა პისტოლეტი რომელიც J. Kimball -მა აწარმოა და მ1 კარაბინის 7.62X30 ვაზნებზე იყო 7 ვაზნა ჩადიოდა.
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ პისტოლეტი თავისუფალი საკეტის პრინციპზე მუშაობდა

წარმოიდგინეთ 9მმX19 ლუგერ ვაზნა უკვე ითვლება ისეთი სიმძლავრის მქონედ, რომ არ შეიძლება მასზე თავისუფალი საკეტის გამოყენება და ამ მ1 კარაბინის ვაზნის შემთხვევაში რა სისულელე იყო ასეთი რამის მოფიქრება.
სროლის დროს საშინელი უკუცემა ჰქონდა, იყო შემთხვევები, რომ იარაღს საკეტი ტყდებოდა და მსროლელს სახეში ხვდებოდა. გარდა ამისა მოკლე ლულაში დენთი ვერ ასწრებდა ბოლომდე აალებას მანამ სანამ ტყვია დატოვებდა ლულას. ერთადერთი მოწყობილობა რაც საკეტის გახსნის პროცესს შეანელებდა იყო სავაზნეში ნაჭდევები რომელიც მასრის ამოგდებისას ხახუნისა და ვიბრაციის ხარჯზე მოქმედებდა.
(სხვათაშორის მსგავსი ნაჭდევები გააჩნია მაკაროვის პისტოლეტის მოდერნიზირებულ ვარიანტს ПММ რომელიც მაღალიმპულსურ ვაზნებზეა გათვლილი)
შემდეგ მოხდა პისტოლეტის მოდიფიცირება და ნახევრად თავისუფალ საკეტზე გადაყვანა ამ შემთხვევაში ლულა მცირე მანძილით გადაადგილდებოდა უკან და შემდეგ იწყებდა საკეტი გახსნას
ესეც J. Kimball -ის მიერ გამოშვებული ჯიბის პისტოლეტი "ერ-კრუ" 7.62X30 გარანდ მ1 კარაბინის ვაზნებზე

სულ 238 ცალი ეგზემლარი დამზადდა იყო აგრეთვე .22 ჰორნეტის ვაზნებზე გამოშვებული მოდელებიც და .357მაგნუმი და .38 სპეციალური
This post has been edited by electri_chka on 15 Oct 2010, 11:30