აი ორივე იარაღის დადებით და უარყოფით თვისებებს დავწერ რაც უცებ მომივიდა თავში და შეადარე რომელი ჯობია

და სხვებიც დაამატებენ კიდევ რაც გამომრჩა
ტტ + მხარეები:
1. ლულის სიგრძე მეტია (მიზანში მოხვედრის უკეთესი მაჩვენებელი)
2. სამიზნე ხაზის სიგრძე მეტია (მიზანში მოხვედრის უკეთესი მაჩვენებელი)
3. მაკაროვთან შედარებით წვრილი კალიბრი და მაღალი ჭავლური ენერგია (მიზანში მოხვედრის უკეთესი მაჩვენებელი, უფრო მაღალი მხვრეტელობა)
4. სავაზნე მჭიდის გამოღება გვერდითი ღილაკის მეშვეობით (რიგ შემთხვევებში უფრო პლიუსი)
ტტ - მხარეები:
1. მექანიზმი ლულის უკუსვლა (მიუხედავად იმისა, რომ საიმედო მექანიზმია მაინც ფაქიზია)
2. წვრილი ტყვია (ნაკლები შემაკავებელი მოქმედება ვიდრე მაკაროვს)
3. იარაღს არ აქვს თვითშეყენებადი დამრტყმელ გამშვები მექანიზმი
4. ტარის დახრა თითქმის არ აქვს და უკუცემა ხელმეორე დამიზნებას უფრო ახანგრძლივებს
5. დაშლა აწყობა უფრო გართულებულია ვიდრე მაკაროვში
6. არ გააჩნია დამოუკიდებელი დამცველი (აქვს მხოლოდ ჩახმახის შეყენების დროს დამცველი პოზიცია)
მაკაროვი + მხარეები:
1. თავისუფალი საკეტის პრინციპი (ბევრად უფრო საიმედოა)
2. მსხვილი კალიბრი უფრო მეტ შემაკავებელ ეფექტს იძლევა
3. თვითშეყენებადი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი
4. აქვს დამოუკიდებელი დამცველი
მაკაროვი - მხარეები:
1. სავაზნე მჭიდის ქვედა ღილაკით გამოღება
2. მსხვილი კალიბრია მაგრამ ჭავლური ენერგია დაბალი აქვს (დაბალი კლასის ჯავშანჟილეტებთანაც კი უძლურია)
3. ლულა უფრო მოკლეა
4. სამიზნე ხაზი უფრო მოკლეა
* * *
amrociშეიძლება თანაბარია მაგრამ მე რას ვამბობ რომ ბულპაპზე 3 დაფიქსირების წერტილი აქვს ტრადიციულს კი მხოლოდ 2
ანუ რეალურად უკან სიმძიმე და მხარი აფიქსირებს , შუაში მთავარი სახელური რომელზეც მსროლელის ხელია, და დაგვრჩა ცევიო ან წინა სახელური.
აი ტრადიციულში კიდევ უკანა სახელური და ცევიო ან წინა სახელური
კაროჩე გვინდა ახლა ერთიდაიგივე კალიბრის ბულპაპი და ტრადიციულიბ და შევადარებდით რა

ყოუტუბეზე არ დევს ნეტავ ბულპაპ ვერსუს ტრადიციული ვიდეოები