ერთი ვაზნის ღირებულებაა 27-32 ლარი

ამასწინად 24 ლარად გავაძრე დინამოს სტადიონთან მაღაზიაში
რაც შეეხება იჟ75-ის და ძველი პესეემის სხვაობას სხვაობა მდგომარეობს შემდეგში
1. ტარი შეცვლილია დაპრესილი რეზინი-პლასმასით - ძველ პესეემს ალუმინის ტარი ჰქონდა და ზამთარში მოუხერხებელი იყო ისე იყინებოდა.
2. სასროლი კავის დამცავს გააჩნია ოდნავ სხვანაირი ფორმა ძველი პესეემისგან განსხვავებით.
რაც შეეხება ლულის ჭრილს წავიკითხე ადრე რომ თითქოს ნარეზის ბიჯი სხვანაირად არის მოჭრილიო მაგრამ რუსულ ფორუმზე გადავამოწმე და ტიპმა მითხრა იგივეა რაც ადრეო. საერთოდ პსმზეც და იჟ75-ზეც აკ74-ის დაბრაკულ ლულებს ჭრიან და იმას იყენებენო

ალბათ სანამ ჭრილს გააკეთებენ მანამდე იღებენ აკ74-ის ბრაკირებურ ლულას თორე ისე რამდენადაც მე მახსოვს პესეემს 6 ჭრილი აქვს და აკ74-ს 4 ჭრილი. სხვათაშორის ნაგანზეც ასე შვრებოდნენ რუსები მოსინის დაბრაკულ ლულებს ჭრიდნენ ნაგანის რევოლვერებისთვის

რაც შეეხება პისტოლეტის საქბრძოლო თვისებებს
1. არის საოცრად ზუსტი მისი ზომისთვის. მიზანში მე პირადად არცერთი იარაღიდან არ მისვრია ეგრე კარგად როგორც პესეემიდან.
2. მისი ვაზნა მცირეკალიბრიანი პისტოლეტის ვაზნებში არის საუკეთესო. 2 ტიპის ტყვიით გამოდის ერთი არის ფოლადის გულათი 2,4გრამიანი და მეორე ტყვიის გულათი 2,6გრამიანი
This post has been edited by electri_chka on 16 Aug 2010, 10:30