წაიკითხეთ საინტერესო სტატიაა
ართველ სამხედროებს მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებისთვის წვრთნიდნენ..."
აგვისტოს ომის წლისთავზე, ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა, საკუთარ ხელისუფლებას ომის დროს მომხდარი ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებს - ისინი აცხადებენ, რომ ვერსიები, რომელთაც ოფიციალური წრეები ავრცელებენ, მხოლოდ ტყუილების კასკადია და სხვა არაფერი.
მოსკოვის ოფიციალური ვერსიით, ცხინვალთან მომხდარ ომში რუსეთმა დაკარგა: 669 კაცი, აქედან 507 სამხედრო და 162 მშვიდობიანი მოქალაქე; ქართულმა მხარემ კი 224 ადამიანი, რომელთა შორის 186 სამხედრო იყო. ოფიციალური თბილისი მხოლოდ ქართული მხარის დანაკარგებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ 170 ადამიანი - მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალი/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი დავკარგეთ. ექსპერტები ამ მონაცემებს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ რეალური ინფორმაცია არც მათ გააჩნიათ. მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ყველა მნიშვნელოვან ფაქტს ასაიდუმლოებს და მხოლოდ მათთვის სასურველ ცნობებს ავრცელებს. საბოლოო ჯამში, ომის შედეგებით უკმაყოფილონი არიან, როგორც ქართველი, ისე რუსი ექსპერტი-ანალიტიკოსები. რუსები ხელისუფლებას იმ ფაქტის გამო კიცხავენ, რომ პატარა საქართველოსთან ბრძოლას ამდენი ცოცხალი ძალა და სამხედრო რესურსი შეალია, ქართველებს კი დღე-ნახევარსა თუ ხუთ დღეში ომის წაგება ვერ მოუნელებიათ.
რა ინფორმაციას მალავენ რუსეთის და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნები, ჰქონდათ თუ არა ქართველებს ომის მოგების შანსი, რა იყო ასეთი სწრაფი მარცხის რეალური მიზეზი და არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთისგან კიდევ ერთი ახალი აგრესია? - ამ კითხვებით სამხედრო ექსპერტს - კახა კაციტაძეს, ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში - ირაკლი სესიაშვილსა და ყოფილ სამხედრო ჩინოვნიკს - გიორგი მელითაურს მივმართე.
- რატომ ფიქრობთ, რომ ოფიციალური ვერსიები დანაკარგების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება?
კახა კაციტაძე:
- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ის გახლავთ, რომ მოსკოვი და თბილისი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით ავრცელებენ დეზინფორმაციას, რის შესახებაც მე ხშირად სწორი, უტყუარი ინფორმაცია მაქვს. ყველაზე ობიექტურად შვეციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს მივიჩნევ, რომლის მიხედვითაც, ქართული არმია ორჯერ ნაკლებმა მტერმა დაამარცხა. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
- რას გულისხმობთ, ბატონო კახა? თავად რუსი ექსპერტებიც კი ამბობენ, რომ ცხინვალში 40 ათასი რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ მხოლოდ 12 ათასი ქართველი სამხედრო და 5 ათასი პოლიციელი იბრძოდა.
- მე ქაღალდზე დადასტურებული დოკუმენტაციის მიხედვით ვმსჯელობ. თქვენ იცით, რომ საქართველოს 37 ათასი ჯარისკაცი ჰყავს?
- კი, მაგრამ ცნობილია, რომ აქედან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა - 2 ათასი კაცი ერაყში იყო წასული.
- ლომაიამ ისიც კი თქვა, რომ 80 ათასი რუსი სამხედრო იბრძოდა ცხინვალში. სააკაშვილი კიდევ უფრო ღრმად შეიჭრა ფანტაზიებში და განაცხადა, საქართველოში 200 ათასი სამხედრო შემოიჭრა, რომელთაც 3 ათასი ტანკი ჰყავდათო.
- მხოლოდ ლომაიამ - არა, ბატონო კახა, რუსმა ექსპერტმა, ალექსანდრ ილარიონოვმა ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ 17 ათასი ქართველის წინააღმდეგ ცხინვალში 40-ათასკაციანი რუსული არმია იბრძოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ყველა მონაწილე შეიარაღებულ ძალას, მათ შორის, ზურგის ფრონტის უზრუნველყოფას ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში, რუსი სამხედროების რიცხვი დაახლოებით, 70-80 ათასამდე ადისო.
- ილარიონოვს, როგორც ეკონომიკურ ექსპერტს, ისე ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სამხედრო საქმეში ავტორიტეტად ვერ ვაღიარებ.
- როგორია შვეციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომელსაც თქვენ ყველაზე ობიექტურად მიიჩნევთ?
- მათი კვლევები ადასტურებს, რომ ცხინვალში იბრძოდა 15 ათასი ქართველი და 9 ათასი რუსი სამხედრო, ტანკების რაოდენობა კი თანაბარი იყო. ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს.
- ბრძოლაში ადგილობრივი ოსებიც ხომ მონაწილეობდნენ? რუსი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსი და ოსი სამხედროების გარდა, ცხინვალში იმყოფებოდნენ აფხაზეთის შეიარაღებული ფორმირებები, ე.წ. "ოპოლჩენცები", ასევე - კაზაკები, მოხალისეები და საბოლოო ჯამში, სამხედრო შეტაკებებში მონაწილე ძალების თანაფარდობის მხრივ, რუსულ-აფხაზურ-ოსური კოალიცია ქართულ ჯარს სამჯერ აღემატებოდა...
- 500 ოსი მხედველობაში მისაღები არ არის; აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობა მხოლოდ მითია. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და დავამსხვრიო მითი იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა ომი მხოლოდ საჰაერო ბრძოლების შედეგად მოგვიგო. ჰაერიდან არც ჯარის პირადი შემადგენლობა განადგურებულა და არც სამხედრო ტექნიკა, თუ არ ჩავთვლით სენაკის რეზერვისტებს, რომლებიც ჩვენმა "გონიერმა" "თავდაცვამ" აეროპორტის საფრენ ბილიკზე, პირდაპირ მტრის სამიზნედ დასვა.
- მაშ, რა საშუალებით გაანადგურეს რუსებმა ის ტანკები, რომლებიც ჩვენ ტელეეკრანზე ვიხილეთ?
- ეს ყველაფერი ცუდი მართვის სავალალო შედეგი იყო. თქვენ იცით, რომ თავდაცვამ ერთი სატანკო კოლონა არასწორი მიმართულებით გაუშვა და პირდაპირ რუსული არმიის შუაგულში მოახვედრა?! ვიდრე ჩვენი ბიჭები აზრზე მოვიდოდნენ, რუსებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. ეს ყველაფერი ხალხმა, სამწუხაროდ, არ იცის.
- მიუხედავად იმისა, რომ ომი ერთი წლის დასრულებულია, დღემდე დავის საგანია ბრძოლის ველზე დაკარგული სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. თქვენ თუ ფლობთ ამ მხრივ რაიმე სარწმუნო ინფორმაციას?
კახა კაციტაძე:
- მე ნამდვილად ვიცი, რომ რუსებმა ჩვენი 65 ტანკი უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში. აქედან 40 ერთეული რუსეთში წაათრიეს და მოსკოვთან ახლოს, სამხედრო მუზეუმში, ნადავლის სახით გამოფინეს.
გიორგი მელითაური:
- ეს იყო მოდერნიზებული, თანამედროვე ტანკები, რომლებიც აღჭურვილი იყო ღამის ხედვის ხელსაწყოებით, ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემებით, მაღალი სიხშირის რაციებით... ტანკები რუსებმა ნადავლის სახით, ისე ჩაიგდეს ხელში, რომ ბრძოლის ველზე არც ერთი არ გამოგვიყენებია. ერთ-ერთი რუსი ტანკისტი იმასაც კი ამბობდა, - როცა ეს ტანკები ვნახე, პირველივე შემხვედრ ეკლესიაში სანთელი დავანთე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ქართველებმა ღამით ბრძოლა არ ჩაგვიტარესო...
- როგორ ფიქრობთ - რა იყო უმთავრესი შეცდომა, რომლის გამოც ქართულმა არმიამ ომი ორ დღეში წააგო?
ირაკლი სესიაშვილი:
- ომში დამარცხების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არასწორი პოლიტიკური კურსი აირჩია და ქართველებს თავს მოგვახვია ომი, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა. შეცდომა იყო მისი ილუზია, თითქოს საქართველოს არმია ძლევამოსილია და რუსეთს ომს მოუგებდა. ამით სააკაშვილი ორი კურდღლის დაჭერას აპირებდა - თან, ცხინვალს დაიბრუნებდა და თან, ქვეყანაში პოლიტიკურ ძალაუფლებას გაიმყარებდა.
- ასეთი ილუზია სააკაშვილს რატომ უნდა ჰქონოდა?
- ასეთი მოლოდინი სააკაშვილს, "თავდაცვაში" მოკალათებულმა არაპროფესიონალების გუნდმა შეუქმნა. მათ ვერც არსებული საფრთხეები შეაფასეს სწორად და ვერც ომის მოსალოდნელი შედეგები გათვალეს. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს თავდაცვას არც სამხედრო ოპერაციის სტრატეგია ჰქონდა შემუშავებული და არც უკან დახევის გეგმა. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია: მათი არაპროფესიონალიზმის "წყალობით", ჩვენს მხარეს დიდი მსხვერპლი არ იყო. ქაოსურად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, პრეზიდენტი ძალიან მალევე მიხვდა, რომ ომს აგებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა.
კახა კაციტაძე:
- ჩვენი მარცხის მიზეზი, ცუდი ჯარისკაცი და ტანკისტი არ ყოფილა. ამ ომში ქართველი ტანკისტები საერთოდ ვერ ჩაებნენ. მარცხის მიზეზი - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოსული, არაკომპეტენტური კადრები გახლავთ. ამ ადამიანებმა ქვეყნის თავდაცვა თავდაყირა დააყენეს. მათი "წყალობით", ომში ისე ჩავებით, რომ ყველაზე ელემენტარული - ომის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა გათვალისწინებული. პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის მიხედვით, რუსეთთან ომის შესაძლებლობა გამორიცხული იყო. ქართველ სამხედროებს მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებისთვის წვრთნიდნენ.
- ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. თქვენ ახლა საწინააღმდეგოს ამბობთ?
- გულში ვის რა ედო, არ ვიცი; მე ომის წაგების მიზეზებზე გელაპარაკებით. სააკაშვილს რომ ომის მოგებაზე ეფიქრა, არც კეზერაშვილს დანიშნავდა თავდაცვის მინისტრად და არც პოლიციელ ზაზა გოგავას - გაერთიანებული შტაბის უფროსად.
- ხელისუფლებაში კომპეტენტური კადრები რომ ყოფილიყვნენ და "თავდაცვაც" გამოცდილი პროფესიონალებით დაეკომპლექტებინათ, რუსეთთან ომის მოგებას მოვახერხებდით?
- მოგებას თუ ვერ მოვახერხებდით, ასე სამარცხვინოდ მაინც არ დავმარცხდებოდით. მეომარ ბიჭებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით აღვნიშნავ, რომ უმცროსმა ოფიცრებმა და რიგითმა ჯარისკაცებმა გმირულად იბრძოლეს, მაგრამ გენერლები და სხვა მაღალჩინოსნები საქართველოდან დაფეთებულნი გარბოდნენ.
ირაკლი სესიაშვილი:
- მინდა, ისრაელისა და ეგვიპტე-სირიის ომი გაგახსენოთ. ეგვიპტეს, მოწინააღმდეგეზე რამდენიმე ათეულით მეტი საბრძოლო ტექნიკა და ასეული ერთეულით მეტი მეომარი ჰყავდა, მაგრამ ისრაელმა სწორად დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისა და ეფექტური საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ომი ერთ კვირაში მოიგო. ჩვენი მთავარი პრობლემა - საკადრო პოლიტიკაა. გოგავა თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ სამხედრო არ არის. ის ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, განათლება სულ სხვა მიმართულებით ჰქონდა მიღებული და ეფექტური სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა ამიტომაც გაუჭირდა.
გიორგი მელითაური:
- ჩემი აზრით, აგვისტოს ომში ყველაზე დიდი შეცდომა და საშინელება ის იყო, რომ ბრძოლის ველზე დაჭრილი მეომრები მიატოვეს.
- ამის დამადასტურებელი ფაქტები გაქვთ?
- არაერთხელ მინახავს სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე ქართულ ფორმაში ჩაცმული ჯარისკაცების ნაწამები სხეულები.
- ნაწამები სხეული იმაზე მეტყველებს, რომ ის ბრძოლის ველზე დაჭრილი მიატოვეს?
- სწორედაც ამას ნიშნავს, იმიტომ, რომ მკვდარს არავინ შეურაცხყოფს. ის ბიჭები რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა ჯერ კიდევ ცოცხლები იპოვეს და შემდეგ, წამებით მოკლეს.
- აგვისტოს ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. როგორ ფიქრობთ - შეძლებს თუ არა რეფორმირებული ქართული არმია რუსეთის შესაძლო აგრესიის მოგერიებას?
კახა კაციტაძე:
- რომელი აგრესიის მოგერიებაზეა ლაპარაკი, როდესაც დღეს არმია მეხუთასეხარისხოვნად გადააქციეს?!. ახლა ფლოტსა და ავიაციის ნაწილსაც კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს. "უნიკალური" სახელმწიფო გვაქვს. საქართველოს გარდა, არც ერთი ზღვისპირა ქვეყანა არ მეგულება, რომელსაც სამხედრო ფლოტი არ ჰყავს.
- ჩვენში ამ ფაქტს რითი ხსნიან?
- ეს ხელისუფლება ძალიან ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც ახსნა არ მოეძებნება. დღეს ჩვენ მხოლოდ საზღვაო პოლიციის იმედზე ვართ.
გიორგი თავდგირიძე:
- დღეს "თავდაცვა" კოლაფსშია. რა რეფორმებსა და განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი იმ შეიარაღებულ ძალებში, სადაც მინისტრის მოადგილე ანუ სამოქალაქო პირი შეიარაღებულ ძალებს მართავს და მინისტრსაც თავის ჭკუაზე ატარებს?!. ბაჩო ახალაია წყვეტს, ვინ უნდა იყოს ბატალიონის მეთაური ან ოფიცერი...
- წელს თავდაცვის სამინისტროს, შს სამინისტროსგან განსხვავებით, ბიუჯეტი არ გაუზარდეს. თქვენი აზრით, ეს ფაქტი რით არის განპირობებული?
გიორგი მელითაური:
- "თავდაცვას" რა თანხაც გამოუყვეს, ისიც ზედმეტია. არმიას, განვითარებისთვის უზარმაზარი და არამიზნობრივად დახარჯული თანხები კი არა, პროფესიონალი კადრები და კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცები სჭირდება.
კახა კაციტაძე:
- "თავდაცვისთვის" გაზრდილი ბიუჯეტი არასოდეს ხმარდებოდა არმიის ბრძოლისუნარიანობის ზრდას. კონტროლის პალატამ ჯერ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს აღმოაჩინა, რომ თავდაცვის სამინისტროდან 200 მილიონი ლარი იყო გამქრალი. რატომღაც, ამ ფაქტს ხელისუფლება დღესაც არ ამჟღავნებს. აფხაზეთში წელიწად-ნახევარი ვიომეთ, არმიისა და ბიუჯეტის გარეშე. უზარმაზარი თანხებით დაფინანსებულმა თავდაცვამ კი დღე-ნახევარში წააგო ომი.
- შარშანდლის მსგავსად, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ამჯერადაც ირწმუნება, რომ საქართველოში ომის დაწყების ალბათობა - 80%-ია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
ირაკლი სესიაშვილი:
- დღეს რუსეთს მორიგი აგრესიის წამოსაწყებად, არც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და არც საკმარისი რესურსები. უფრო მეტიც - გარკვეული საფრთხის წინაშეც კი დგას. შესაძლოა, მოსკოვმა კონტრშეტევის სახით, საკმაოდ დიდი დარტყმაც მიიღოს, რადგან დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკა, სამხრეთ კავკასიის დერეფანს ასე მარტივად არ დათმობს. შარშან დასავლეთი და ამერიკა მზად არ იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და სწრაფი, ადეკვატური რეაგირება იმიტომ ვერ მოახდინა. ამ შემთხვევაში, ვითარება სხვაგვარია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-სთან უკვე გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც კრიზისულ ვითარებებში გარკვეულ დახმარებასაც ითვალისწინებს.
- ექსპერტები ამ ქარტიის გაფორმების პირველივე დღეს აცხადებდით, რომ დოკუმენტი ამერიკას, საქართველოს მიმართ არანაირ ვალდებულებას არ აკისრებდა...
- ამერიკა ვალდებულების კი არა, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, არ დათმობს საქართველოს. ასეთივე დიდი ინტერესი აქვს ჩვენ მიმართ დასავლეთს. ჩემი აზრით, კრემლი ამ საფრთხეებსა და რისკებს გააანალიზებს და ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავს შეიკავებს.
კახა კაციტაძე:
- მეც ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის მხრიდან აგრესია მოსალოდნელი არ არის. ახლა მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ არსებული რეალობა გონივრულად გააანალიზოს და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე გააკეთოს აქცენტი. ადრე ხმამაღლა ვერ ვაცხადებდი, მაგრამ ვიწრო წრეში სულ ვამბობდი: 15 წელიწადში რუსეთის ბირთვული, სტრატეგიული პოტენციალი ჩამოიშლება-მეთქი, - ახლა კი ამის გაცხადების აღარ მერიდება, რადგან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელსაც ჩემზე გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, საქართველოში ვიზიტის დროს თქვა: რუსეთის ეკონომიკა 17 წელიწადში ჩამოიშლებაო. ფაქტია, რომ რუსეთი "ჩამოსაშლელად" არის განწირული. ახლა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ამერიკელების რჩევა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ხელი შევუწყოთ და რუსეთის "ჩამოშლას" მომზადებულები შევხვდეთ, რომ მერე ნანგრევებში არ მოგვიწი.......
http://www.ambebi.ge/conflicts/8529-agvist...-faqtorebi.html This post has been edited by GeorgianGenerals on 7 May 2010, 13:16