ვენესუელაში ფაქტიურად წელიწადში რამდენჯერმე ხდება შეტაკება აჯანყებულებსა და კოლუმბიის სპეც ჯგუფებს შორის. ამ დრომდე კოლუმბიის სპეცსამსახურები მეტნაკლებად წარმატებულად ახერხებდნენ ვენესუელას ჯუნგლებში ანტიტერორისტული ოპერაციების ცატარებას. თუ ჩავესი ტერორისტების დაცვას გადაწყვეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება. რამეს თავი რომ ქონოდა ამ დრომდე იზამდა... არამგონია მაქ რომ შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყნების დონეზე დაიწყოს. მაგრამ ფაქტია რომ კოლუმბია სალიკვიდაციო ოპერაციებს არ დაანებებს თავს ვენესუელას ტერიტორიაზე. ეს ჩავესი ვეღარ ხვდება რომ ჩე-ს მერე ლათინურ ამერიკას რევოლკომანდანტე აღარ ჭირდება

ვენესუელას ავიაცია

* * *
ამ ნაგვებს შეხედეთ!!!!!
http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...rs-eubneba.htmlმუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის დროს დაკარგული ბავშვების მოსაძებნად ჩეჩნური მხარე ქართულ მხარეს დახმარებაზე უარს ეუბნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ჩეჩნური მხარე ქართველების დახმარებაზე უარს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამბობს. მათივე ინფორმაციით, მდინარე არღუნი უსწრაფესი მდინარეა, რომელიც ჩეჩნეთში ჩაედინება. 2008 წლის შემდეგ ამ მდინარეში 3 ადამიანი დაიხრჩო, თუმცა ცხედრების პოვნა ვერ მოხერხდა. მაშინ, როცა აგვისტოს ომამდე ჩეჩნური მხარე ქართველებს დაღუპულების პოვნაში დახმარებას უწევდა.
არსებული ინფორმაციით, მუცოს ხეობაში მომხდარი ტრაგედიისას დაკარგული ბავშვების მოძებნაში დახმარება მაშველებმა ჩეჩნურ მხარეს სთხოვეს, თუმცა მათ მაშველებს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.
მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამივე მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 წლის დემეტრე დაიაურსა და 4 თვის მამუკა არაბულს. გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.
თავად გელა დაიაურმა და მისმა ცოლის ძმამ 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილმა ავარიის დროს მცირე დაზიანებები მიიღეს. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი, დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
* * *
http://ghn.ge/news-19577.htmlრუსი მესაზღვრეები ქართულ მხარეს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების ძბენის უფლებას არ აძლევენ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველმა დავით შათირიშვილმა განუცხადა.
მისი განმატებით, 2008 წლამდე, როდესაც მდინარე საქართველოს ტერიტორიიდან ცხედარს ჩეჩნეთში გადაიტანდა რუსული მხარე ცხედრებს ქართულ მხარეს უბრუნებდა.
"ხევსურეთში ასეთი ოთხი შემთხვევა არის დაფიქსირებული, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ სამი ადამიანია უგზო-უკლოდ დაკარგული, რომელიც მდინარეებმა სავარაუდოდ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გადაიტანა, მიუხედავად ამის რუს მესაზღვრეებს გვამები აღარ დაუბრუნებიათ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შათირიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მყოფი მესაზღვრეებთან მისვლის საშუალებაც კი არ არსებობს, რადგან რუსული მხარე შესაძლოა პროვოკაციულ ქმედებაზეც კი წავიდეს და არ არის გამორიცხული ცეცხლიც გახსნას.
შეგახსენებთ, რომ მუცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე არღუნში ჩავარდნილი 2 წლის დემეტრე დაიაურისა და 4 თვის მამუკა არაბულის ცხედრების პოვნის შანსი თითქმის აღარ არსებობს.
"ბავშვების ცხედრების პოვნის შანსი თითქმის აღარ არსებობს, რადგან მდინარე იმდენად ჩქარია, რომ ბავშვების ცხედრებს ერთ საათში უკვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაიტანდა", - განაცხადა შათირიშვილმა.
ამასთან, შათირიშვილის განმარტებით, ავარიის შემდეგ მდინარის ორივე ნაპირი მაშველებმა სამჯერ შეამოწმეს, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, მაშველები დაღუპულების სამძებრო სამუშაოებს დღესაც განაახლებენ. ამასთან, როგორც შათირიშვილმა განაცხადა, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ქართულ მხარეს სამაშველო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას რუსი მესაზღვრეები აღარ აძლევენ.
მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის და შატილის თემის საკრებულოს წევრის გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.
გელა დაიაურმა და მისმა ცოლის ძმამ 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილმა ავარიის დროს მცირე დაზიანებები მიიღეს. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე ოჯახის ახლობელი თეონა ჭინჭარაული, რომელიც შედარებით მძიმე იყო, რის გამოც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ჭინჭარაული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ომის დროს სანამ ღმერთს თხოვ დახმარებას გახსოვდეს, შენ მჭიდში მინიმუმ 30 "ღმერთი" დევს!