ბუკებს არაფერი ეშველებათ... ძალიან ძვირია მაგათი მოდერნიზება და მიღებული უკუგება არასაკმარისი, რომ დანახარჯები გავამართლოთ
აი ოსას კი ნამდვილად სჭირდება მოდერნიზება
შეიძლება პოლონელების და ბელარუსების პროექტის ნახვა და ანალიზი... სხვათაშორის უკრაინელებსაც შეუძლიათ საელემენტო ბაზის შეცვლა, პასიური სენსორების დაყენება და ა.შ

ბელარუსების T38 Stilet პროექტის განხილვისას კარლო კოპპმა შემდეგი მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
1. ახალი რაკეტის გამოყენებაა შესაძლებელი, რომელსაც არ ექნება სიძველის პრობლემა + 2-ჯერ გაზრდილი მანძილი, ჭერი, პარამეტრი და სამიზნის დასაშვები მაქს. სიჩქარე + გამშვებზე 8 რაკეტაა 6-ის ნაცვლად
კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საჭირო რაოდენობის T382 Stilet რაკეტების (ტეტრაედრის და უკრაინული ლუჩის ერთობლივი ნაწარმია) ახლავე შეძენას 
2. მოდერნიზებულია ცეცხლის მართვის რადარი (ერთდროულად 48 სამიზნის გაყოლებაა შესაძლებელი და ჩახშობებისადმი უკეთესად არის დაცულიო, თუმცა დეტალების გარეშე) და დამატებული აქვს პასიური სენსორები
ესეც შიგნეულობა

გამომდინარე იქიდან, რომ მიზნის აღმოჩენის და გაყოლების სიშორე არ არის გაზრდილი და მხოლოდ დაბალი ეფექტური ამრეკლი ზედაპირის მქონე სამიზნეების აღმოჩენაზეა აქცენტი გაკეთებული, დასკვნა გამომაქვს (თუ მეშლება შემისწორეთ!), რომ საუბარია აღნიშნული ცეცხლის მართვის რადარის საელემენტო ბაზის ცვლილებაზე და არა რადარის სიხშირეების და ენერგო მახასიათებლების ცვლილებაზე.
საშუალო და მაღლა მფრენ გამანადგურებელს გაყოლებაზე აიყვანს 40კმ-ზე, მიწინდა 50მ მფრენ იმავე სამიზნეს კი 27 კმ-ზე.
მივადექით ერთ-ერთ მთავარს >>> პასიური სენსორი ОЭС-1Т:
სტაბილიზებული ტვ ოპტიკა 9°x12° ფართო ხედვის არეალით და სამიზნის გაყოლება/გასამიზნად 4°x6° ვიწრო ხედვის არეალით >>> აღნიშნულ სისტემას დღისით და კარგი მხედველობის პირობებში 20-30კმ-ზე შეუძლია დააფიქსიროს მიგ-29
თერმული ოპტიკა 9.1°x6.9° სამიზნის აღმოსაჩენად და 2.3°x1.9° სამიზნის გაყოლებისათვის
კიდევ აქვს ლაზერული მანძილმზომი
This post has been edited by David_S on 14 Aug 2010, 18:36
სჯობს ენას კბილი დააჭირო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ალაპარაკდე და მსმენელს ეჭვები განუქარვო
მთელ საზოგადოებას და ერს გვიჭირს გონებაში. ეს არის ჩვენი ტრაგედია © gigiberi