როგორ არ უნდა დავუშვათ ახალი ომი სამხრეთ კავკასიაში
washington post
რონალდ ასმუსი
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციას იმის დამტკიცება სურს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პარალელურად მას აქვს კავშირების გაღრმავების სტრატეგია ისეთ მოკავშირეებთან, როგორიც პოლონეთია. ამისთვის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში გაემგზავრა. მოგზაურობის მიზანია ასევე კონსერვატორთა კრიტიკის გაქარწყლებაც, თითქოს ვაშინგტონი მოსკოვთან შეთანხმებას მოკავშირეების მიტოვების ფასად ცდილობს.
ადმინისტრაცია ორმაგი გადაწყვეტილებების ხაზის გატარებას შეეცადა: ის რუსეთთან ურთიერთობების განახლების ინიციტივით გამოვიდა, ისე რომ უარი არ უთქვამს მის პრინციპზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ქვეყნებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება აქვთ და უარი ეთქვა გავლენის სფეროების შესახებ მოსკოვის მოთხოვნაზე. თუმცა, რეალურად, მთავარი არის არა ადმინისტრაციის რიტორიკა, არამედ ის, თუ რამდენად გამყარებულია მისი სიტყვები პოლიტიკით, რომელსაც არსებითი ურთიერთქმედება მოსდევს. ჯერ–ჯერობით ამგვარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს. ეს ის დეფიციტი, რომლის შევსებასაც, იმედია, კლინტონის მოგზაურობა შეძლებს.
ადმინისტრაციამ უკვე დააბრუნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობები ძველ კალაპოტში ისეთ საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, როგორიც მაგალითად ანტისარაკეტო თავდაცვაა. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მოლაპარაკებები მათი დარწმუნების შესაძლებლობას იძლევა, რომ ამერიკის და ნატოს დაპირებები თავდაცვის ერთობლივ დაგეგმვაზე, წრთვნასა და ინფრანსტრუქტურის შექმნაზე ფუჭი არ იყო. სამხრეთ კავკასიასთან დაკავსირებით გაცილებით რთული სიტუაციაა. ორი წლის წინ, დასავლეთი ისეთი სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდა, როგორიც რუსეთ–საქართველოს ომი იყო, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას დაემუქრა. ამგვარი კონფლიქტების მომავალში წარმოქმნის შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება. ადმინისტრაცია სამი ძალიან რეალური საფრთხის წინაშეა:
პირველი, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გაუარესებული ურთიერთობები და სადაო ტერიტორიის მთიან ყარაბახის გარშემო კონფლიქტია. ბოლოდორინდელმა შეტაკებებმა და მსხვერპლმა დაადასტურა, რომ ამ რაიონში დაძაბულობა გაზრდილია. თურქულ–სომხური დაახლოების კოლაფსი (იმედი ვიქონიოთ, რომ დროებითი) ასევე ხელს უწყობს დაძაბულობის მატებას. უფრო მასშტაბური საერთაშორისო და დასავლური მონაწილეობის არ არსებობის პირობებში ეს შეტაკებები შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და ზახულის განმავლობაში ნამდვილ ომში გადაიზარდოს.
მეორეც, ჩვენ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში იმ მოსაზრებამ, თითქოს რუსულ–ქართული კონფლიქტი დასრულდა. მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს გატეხოს თბილისის დასავლეთისკენ მისწრაფების სურვილი. ის შეიძლება დაელოდოს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ზომები, თუმცა მისი ამოცანები უცვლელია. მართალია, საქართველო ომს და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს მოსალოდნელზე უკეთ გაუმკლავდა, თუმცა გამოყოფილი რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის განუსაზღვრელი სტატუსი და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების ყოფნა (ფაქტობრივი ოკუპაცია) სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს სტაბილიზაციისა და მისი რეფორმირების გზაზე. სასაზღვრო რეჟიმი, რომელსაც ევროკაშირის უიარაღო მონიტორები აკვირდებიან, სუსტია. რეალური არასტაბილურობისა და დაძაბულობის პირობებში, საეჭვოა მისია ადეკვატური იყოს.
მაგრამ რეგიონისთვის პოტენციურად ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიაა, სადაც რადიკალური, მადესტაბილიზირებელი ძალების თარეში გრძელდება. სოჭში დაგეგმილმა 2014 წლის ოლიმპიური თამაშებმა (მოსკოვისთვის პრესტიჟული პროექტი) ამ დინამიკისთვის კატალიზატორის როლი შეიძლება ითამაშოს. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობა, ვლადიმერ პუტინის გამონათქვამს თუ დავესესხებით, რეგიონის „გაწმენდვის“ აუცილებლობას განიცდის, რათა მოსპონ ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვმა შეიძლება მკაცრი ზომები წინასწარ მიიღოს და სისასტიკის გამოვლინებები ამნამდე დასრულდეს, ვიდრე ამას დასავლელი ჟურნალისტები შეამჩნევენ ან 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სპორტსმენი ჩავა. მაგრამ ამ ტიპის ქმედებებმა შეიძლება სიტუაცია გააუარესოს.
ის უკუშედეგი, რომელსაც დღეს მოსკოვი აწყდება, რომელიც წლების მანძილზე რეგიონში სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს – კოშმარია არამხოლოდ რუსეთის ლიდერებისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც. წარმოიდგინეთ, რომ რეგიონის ჯიჰადისტები განამტკიცებენ თავიანთ კავშირებს ანალოგიური სახელწოდების ჯგუფებთან, რომლებიც ჩვენ დავასუსტეთ ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთსა და პაკისტანში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინფექცია დიდად არ გავრცელდება, მას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია შეუძლია. ისტორიულად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოეთზე კონტროლის საშუალებას ხედავდა. თუკი ის დღესაც ანალოგიურად იმოქმედებს და დამნაშევათა „ცხელ კვალზე“ დევნის (სხვა სახელმწიფოს საზღვრის დარღვევით) უფლებას მოითხოვს, საჰაერო სივრცის ან საქართველოს ტერიტორის გამოყენებით, ჩვენ შეიძლება ელვისებურად აღმოვჩნდეთ კიდევ ერთი არასასურველი კონფლიქტის ზღვარზე.
რისი გაკეთება შეუძლიათ შეერთებულ შტატებს და დასავლეთს საერთო ჯამში? ადმინისტრაციას უამრავი საგარეოპოლიტიკური პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ეს კლასიკური შემთხვევაა, რომელშიც მოკრძალებულმა ინვესტიციამ მომავალში შეიძლება უფრო დიდი პრობლემები აგვაცილოს თავიდან. ვაშინგტონი უნდა შეეცადოს ჩრდილოეთ კავკასიაში მოსკოვთან ურთიერთქმედებას. ჩვენ, შესაძლოა, ამ რაიონში რუსეთის პოლიტიკაზე გავლენის ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მსგავსი მეთოდების გავრცელება და თანმდევი დანაკარგები სამხრეთ კავკასიაში მაინც შევზღუდოთ.
ასეთი გრძლევადიანი გამარჯვება მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით სასაზღვრო კონტროლისთვის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნას, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბულურობის ჩამოყალიბებისკენ დიდ ძალისხმევას და გარკვეული დაზღვევის შექმნას, რომელიც რომელიც ამ ქვეყნებს მსგავს შემოტევასთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.
მოკრძალებულმა ინვესტიციამ შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემებს აგვარიდოს, რომლებიც მომავალში გველის. იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ამ საკითხზე რეგიონში კონსენსუსის მიღწევას შეძლებს.
რონალდ ასმუსი – კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო; დღეს ის ბრიუსელში მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის დირექტორია. სტატიაში მისი პირადი შეხედულებებია გამოთქმული.
http://foreignpress.ge/?p=13813#more-13813SdKfz 251რათ გვინდა მაგათი იარაღი (რომელიც არა აქვთ)?
ეს აშუშუზე პოლიტიკური ზეწოლისთვის გვჭირდება
იარაღის მიყიდვა კი ირანისთვის იქით შეგვიძლია. ჯერ კიდე შევარდნაძის დროს გვთხოვდნენ რო ჩვენი სუშკები მიგვეყიდა