#23243322 · 1 Jan 2011, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
karela
| QUOTE | საზოგადოებაზე მაქვს საუბარი აქ და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. შენზე რა უნდა ვთქვა რა უფლება მაქვს, არ გიცნობ და არ მიცნობ. სწორად გამიგე.
საერთო პრობლემას ვერ ხედავენ იმდენად ზომბირებული საზოგადოება გვყავს, პირადად მე ხშირად მქონია კამათი ჩემი კუთხის ხალხთან იმაზე, რომ 90 იანებში თურმე მეგრელები გამორბოდნენ აფხაზეთიდან და ჩვენი ბიჭები იქ იხოცებოდნენო. რას გამორბოდნენ ებრძოლათო. ჩვენი ბიჭები რატომ უნდა დახოცილიყვნენ იმ ომში და მეგრელი გამოქცეულიყოო. იმდენი კი არ ესმით, რომ ეს მეგრელების კი არა სრულიად საქართველოს პრობლემა იყო, როცა მეგრელს უჭირს დანარჩენი საქართველო გვერდში უნდა ამოუდგეს, როცა სვანს უჭირს, მეგრელიც, იმერელიც და მთიულიც გვერდში უნდა ამოუდგეს, როცა მთიულს უჭირს მეგრელი მაშინ უნდა ამოუდგეს. აი ეს ვერ შეიგნო ჩვენმა საზოგადოებამ, და ეს არის უდიდესი პრობლემა. ურთიერთსიყვარულის გარეშე რუსებს კი არა აფხაზებსა და ოსებსაც ვერ მოვუგებთ ომს. თუ ერთმანეთის გატანა არ გვექნება. და იგივე ხალხი ვინც 90 იანებს იხსენებდა და მეგრელებს აძაგებდა, სხვანაირად აზროვნებს, მიხვდა პრობლემას, როცა საკუთარ თავზე გამოცადა 2008ში, როგორც იმ მეგრელმა გამოცადა 90 იანებში. ხოდა ზუსტად იმიტომ აღვნიშნე, ის რომ თითოეულ ჩვენთაგანზე რომ გადაივლის პრობლემები, ყველას სახლის ეზოში რომ გაივლის ვანია ტანკით, მერე გამოვფხიზლდებით. ანალოგიურს ვიტყოდი შიდა მტრებზე რომელიც უფრო ეფექტურ დარტყმა გვაყენებს ყველა მხრიდან. გვძინავს გვძინაავს.... |
ეეეჰ კარელ კარელ, ვაი რო მართალი ხარ და ამ ბოლო აბზაცში ჰო საერთოდ 1000% იანი სანამ ერთმანეთის მხარში დგომას და სოლიდარობას არ ვისწავლით, მანამ მოგვიწევს ასე ცალ-ცალკე გულზე მჯიღის ცემა, ხვალ მარშუტში, მტერს რო შეხედავ ისეთი თვალებით გადავხედავთ ისევ ერთმანეთს და ა.შ
| QUOTE | ანალოგიურს ვიტყოდი შიდა მტრებზე რომელიც უფრო ეფექტურ დარტყმა გვაყენებს ყველა მხრიდან. გვძინავს გვძინაავს.... |
სანამ მაგათ არ მოვუღებთ კიდევ ბოლოს, მანამ ომს კიარა ქუჩის ჩხუბსაც ვერ მოვიგებთ.
--------------------
"Energetically will I meet the enemies of my country. I shall defeat them on the field of battle for I am better trained and will fight with all my might." © 75th Ranger regiment creed - 5th stanza.
|