....................................
კარლოს ჰეთკოკი.......................................
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღების სერჟანტი კარლოს ჰეთკოკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სნაიპერი იყო ვიეტნამის ომში: დადასტურებული მონაცემებით, მან გაანადგურა 93 ადამიანი (ვიეტნამის ომის დროს მიზნის განადგურება უნდა დაემოწმებინა მესამე პირს. ბრძოლის დროს ეს არ იყო რთული, მაგრამ სნაიპერები წყვილად მოქმედებდნენ და სამიზნის განადგურების დამტკიცება ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა). ჰეთკოკი სნაიპერული საბრძოლო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მან ბევრი გააკეთა იმისთვის, რათა შეეცვალა სნაიპერების შესახებ სამხედრო ელიტაში მანამდე არსებული საკმაოდ დაბალი შეხედულება. ჰეთკოკის ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციად შეიძლება ჩაითვალოს ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის გენერლის მკვლელობა, რომელსაც ის 3 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სროლისათვის ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად მას 1090 მ ხოხვით უნდა დაეფარა. ის მიხოხავდა ხან გვერდზე და ხანაც - მუცელზე (აღსანიშნავია, რომ უპირატესობა ენიჭება გვერდზე ხოხვას, რადგან ამ დროს ბალახზე ნაკლები კვალი რჩება). ფარულობა იმდენად აუცილებელი იყო, რომ ჰეთკოკი ბუნებრივ მოთხოვნილებებს უნიფორმაში იკმაყოფილებდა. მიწაზე ხოხვისგან ხელები, ფეხები და თეძოები მთლიანად დაუწყლულდა და მთელ სხეულზე ჭიანჭველები დაესია.
მისი მთავარი ტაქტიკური ამოცანა იყო, აერიდებინა ჩრდილოეთ ვიეტნამელების 4,51 კალიბრის ტყვიამფრქვევის საპასუხო სესხლი. ორი ტყვიამფრქვევის პოზიცია მარცხენა, ხოლო კიდევ ორის მარჯვენა ფლანგზე იყო განთავსებული.
სნაიპერის საცეცხლე პოზიცია მდებარეობდა მცირე ზომის ბორცვზე, რომელიც მას საშუალებას აძლევდა კარგად შეესწავლა მოწინააღმდეგის პოზიციები და ამოცანის შესრულების შემდეგ სწრაფად შეეფარებინა თავი ახლომახლო მდგარ ხეებში. მან წინასწარ დააყენა შაშხანის სამიზნე 635 მ-ზე, შემდეგ თვალზომითა და რუკის გამოყენებით განსაზღვრა
მანძილი და დაიკავა პოზიცია სამიზნიდან ზუსტად ამ დისტანციაზე. სნაიპერმა აგრეთვე გამოთვალა ტენიანობის, ქარის, ტემპერატურის შესწორებები და მხოლოდ ამის შემდეგ ისროლა, რამაც შეიწირა ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის გენერალი.
ამის შემდეგ ჰეთკოკი თხრილის გავლით შეუმჩნევლად შევიდა ტყეში და დაბრუნდა ევაკუაციის ადგილზე.
http://sulakauri.ge/info.php?id=370პ.ს. დამატყდა თითები
This post has been edited by MilitarySniper on 26 Jul 2010, 16:14