spec
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13740
წევრი No.: 55317
რეგისტრ.: 9-March 08
|
#21862990 · 2 Oct 2010, 19:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MilitarySniper სნაიპერი _______________________________ შესავალი როგორც იქნა ამოიწვერა ზაფხულის მზე. ჩიტების მხიარული გალობა ალბათ სიმღერის ხასიათზე დააყენებდა კაცს, მაგრამ რა ემღერებოდა გამწარებულ საქართველოს! ჯერ კიდევ გუშინ აფეთქებების ხმა აყრუებდა მიწიერ სამოთხეს, ძირ-ფესვიანად აბრუნებდა ცას აზიდულ ხეებს, სამშობლოს დამცველთა წმინდა სისხლით იჟღინთებოდა ისედაც გაჯერებული ქართული მიწა.. ნუთუ აღარ კმარა? ალბათ ეს აფიქრებდა თითოეულს. თუმცა ეს მხოლოდ წამიერი მოდუნება იყო; საუკუნეთა ქარტეხილებში ჩამოუყალიბდა ქართველს ჭირთა თმენის, ნასახლარზე ახალი კერიის გაჩაღების, დანგრეულის ხელახლა აშენების ინსტინქტი, წინაპართა თავგანწირვის მაგალითზე მზად იყო სამშობლოს სადარაჯოზე ამოესუნთქა უკანასკნელად.. ძლივს გამოერკვა ფიქრიდან. თვალი მოავლო გარემოს. წინა ღამით მოტანილი ამბავი ზავის შესახებ თითქოს მართალი ჩანდა, დუმდა ყველანაირი იარაღი. მაგრამ ვის უნდოდა ნაძალადევი “მშვიდობა”?! საინტერესოა სად დაიბადა ეს ცრუ სიტყვა, ცრუ იმიტომ, რომ ნებისმიერი ზავი მხოლოდ ძალთა მოსაკრებელი დროა ხელახალი ომის წინ.. კარგად ხვდებოდა არაფერს სასიკეთოს არ მოიტანდა დიპლომატთა ღიმილიანი სახეები. ერთია მიკროფონთან მშვიდობის ქადაგება და მეორე სახლის გვერდზე მოწყობილი სტატუს-შეცვლილი მტრის საგუშაგო, მტერი მაინც მტერია, გინდა მშვიდობისმყოფელი დაარქვი და გინდა სხვა რამე! მძიმე ჟამი იდგა საქართველოში. ყველა მსხვილი ქალაქი დანგრეული და გაძარცვული იყო. ხალხი გათანგული იცდიდა უცხო ქვეყნების მიერ გამოგზავნილი დახმარების პუნქტებთან. მტრის მარიონეტი ირონიული ღიმილით გვპირდებოდა და მშვიდობას და აღმშენებლობას. მხოლოდ ზიზღი შეიძლებოდა გამოეწვია მის სახეს. მოქმედება იყო საჭირო თორემ იღუპებოდა ქვეყანა,იმედ-გადაწურული ხალხი უხალისოდ, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მტრის მხარეს გადადიოდა.. შეკრება იყო დანიშნული შუაღამისას, ოცამდე გულანთებული ქართველი იარაღით ხელში ბჭობდა ქვეყნის მომავალზე. მალევე შეთანხმდნენ, დევიზიც ლოგიკური აირჩიეს – “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი” . ხალხი უნდა გამოეფხიზლებინათ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად... გამთენიისთანავე დაიწყო შტურმი, სამი მხრიდან დაარტყეს მტრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზას, ბრეზენტის კარვებშივე ჩაიხოცნენ მძინარე ჯარისკაცები, დაუქოქავად ააფეთქეს ტანკები და სხვა ჯავშანმანქანები. წარმატება სახეზე იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო დიდი, ერთიანი პარტიზანული ბრძოლისა. ქვეყნის მშვიდობიანი დაუფლების გეგმა ჩაიშალა, დღე არ გავიდოდა მტრის ნაწილებს თავს რომ არ დასხმოდნენ მცირე, მობილური რაზმები. მოულოდნელი, ზუსტი ცეცხლით დიდ ზარალს აყენებდნენ და უმალვე ქრებოდნენ. მტერი თანდათან იფიტებოდა, ფრონტის ხაზის არარსებობის გამო სამხედრო პოტენციალს ვერ იყენებდნენ და ტყის სიღრმეებში ამაოდ ეძებდნენ აჯანყებულებს. იდეალური დრო იყო მარტოხელა მონადირისთვის… * * * ახალი შეთენებული იყო კარავიდან რომ გამოვიდა. ცივი წყალი არ ესიამოვნა დილის სუსხში. ცას გახედა არწივის თვალით. -დაცხება, თავისთვის ჩაილაპარაკა. კარავში შებრუნდა,შაშხანა და ზურგჩანთა გამოიტანა. პისტოლეტს არასდროს იცილებდა,მუდამ თან ჰქონდა. ჩვეული მოძრაობით შეამოწმა შაშხანა და ოპტიკური სამიზნე,მცირე ზურგჩანთასაც ჩახედა ყოველი შემთხვევისთვის: -მედ-პაკეტი,ბინოკლი,ორი დღის საჭმელი.. გულში გადაითვალა,ყველაფერი ადგილზე იყო. აგვიანებდა,მზე უკვე საკმაოდ ამოწვერილიყო და ჰაერი თანდათან თბებოდა. ალბათ ორასი მეტრი ექნებოდა გავლილი, შეჩერდა და მასხალათი მოირგო, “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო” ძველებს უთქვამთ. ფრთხილად მიუყვებოდა სახელდახელო გზის გვერდზე ბუჩქნარს, ფაქტიურად მტრის ტერიტორიაზე იყო უკვე.. წამით გაირინდა, აშკარად გადალაპარაკება მოესმა. დრო არ ითმენდა , იმწამსვე ბილიკის მარჯვნივ საკმაოდ მოზრდილ ბალახში ჩაწვა ფრთხილად და დაწოლილმავე შეისწორა კამუფლიაჟი. ნაბიჯების ხმა უკვე გარკვევით ესმოდა: -მტრის პატრული ახლა? აქ?.. გაუკვირდა მათი თავგასულობა. გული ბრაზით აევსო. მალულად მოსინჯა “სტეჩკინის” ტარი ,სულ ახლოს იყვნენ,მაგრამ გასროლას შეეძლო ახლომახლო მყოფი მტრის ყურადღება მიეპყრო.. ფრთხილადვე გაუშვა ხელი.. არ შეცდა მებრძოლის გული,ძრავის ხმა მოისმა შორიდან, სწრაფად ახლოვდებოდა. სამ-კაციანი პატრული ოციოდ მეტრით დაშორებოდა როცა სამხედრო უაზმა სულ ახლოს ჩაუარა და მტვრის ბუღი დააყენა. ბალახებს შორის მალულად გაიხედა,სამნი გადმოვიდნენ მანქანიდან რაღაცას უყვიროდნენ დანარჩენებს,მერე მანქანაში ჩასხდნენ და სწრაფადვე წავიდნენ უკან. გუმანით მიხვდა რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა მტრის ბაზაზე. რუკას დახედა,ოთხასიოდე მეტრი თუ აშორებდა წინა ღამით საგულდაგულოდ შერჩეულ სასროლ პოზიციას. ცოტაც და უკვე იქ იქნება. მართლაც კარგი ადგილი იყო,ხშირი ტყით დაფარული მთის ბექობიდან ხელის გულივით ჩანდა მტრის ბაზა მცირე ვერტმფრენის აეროდრომით. იქვე ხის ძირას ჩაწვა ,ბინოკლი ამოაცურა და დინჯად შეუდგა დაკვირვებას. ორმოციოდე ჯარისკაცი კისრისტეხით გარბოდა და მათგან მარჯვნივ მდგომის ბრძანებებს დაბნეულად ასრულებდა. სამხრეებს დააკვირდა მაიორი იყო ,სავარაუდო მსხვერპლი შერჩეული იყო უკვე,მაგრამ გრძნობდა რაღაც ხდებოდა,სამზადისი იყო ბაზაზე თითქოს ვიღაცას ელოდებოდნენ. დიდხანს არ მოუწია ლოდინმა, ჯავშანმანქანების ძრავების ღმუილი მოისმოდა ბაზის მარჯვნიდან,მალევე გამოჩნდა მცირე კოლონა ,ორი ჯავშანტრანსპორტიორი და ორიც უაზი სწრაფად შევიდნენ ბაზის ტერიტორიაზე და ყაზარმის წინ შეჩერდნენ. მაიორი უკანასკნელ ბრძანებებს აძლევდა დანაყოფს,ხაზზე მოაწყო და მანქანიდან გადმოსულებისაკენ გაემართა სამხედრო ნაბიჯით. -ჰმმ.. სამ-ვარსკვლავიანი გენერალი,როგორც ჩანს იღბლიანი დღეა! საუბრის ხმა არ ესმოდა ,მაგრამ გუმანით ხვდებოდა სტანდარტულ პროცედურას,მაიორმა მხედრული სალამი მისცა და შემდეგ იქვე ხეების ჩრდილისაკენ გაემართნენ . მისი დრო დგებოდა. როგორც ხაფანგში გაბმული მხეცის დამნახავ მონადირეს ისე უძგერდა გული. თვითონაც ხომ მონადირე იყო,თანაც დედამიწაზე ყველაზე უფრო დიდ მხეცზე მონადირე! ფრთხილად გამოაცურა ძონძითა და ბალახებით შენიღბული სვდ,ჟილეტის ჯიბიდან თვითნაკეთი მაყუჩი ამოაცურა და ალმქრობის ადგილას მჭიდროდ მოარგო . ჩრდილში მყოფები სკამზე ჩამომსხდარიყვნენ ,მათ ახლოს მდგომი ჯარისკაცი შეარჩია -სიმაღლე მეტრი და.. 75 სანტიმეტრი. უმალ დაადგინა მცოდნე თვალმა. ბადის დანაყოფები დინჯად “მოარგო” ,დაახლოებით 460 მეტრი გამოდიოდა მანძილი. ფრთხილი მოძრაობით მოატრიალა სამიზნის ზედა დოლურა შესაბამის ნიშნულამდე და ბაზის თავზე აღმართულ რუსულ ალამს შეხედა. ქვევით ჩამოშვებულიყო მტრის დროშა: -ქარიც არ არის,მეტად მიმართლებს დღეს. გადამწყვეტი წამი დგებოდა,მსხვერპლი მიზანში ამოიღო და როგორც ყოველთვის ახლაც აეშალა ფიქრები: -იქნებ როგორი კაცია,მერე რა რომ მტრის ჯარისკაცია,იქნებ სულაც არ არის ბოროტი?? წამსვე უკუაგდო ნააზრევი,დახოცილი ძმაკაცები და თანამებრძოლები წარმოუდგა თვალწინ,დაფლეთილი,სისხლში მოსვრილი მოხუცები, ქალები და ბავშვები.. საკუთარ თავზე გაბრაზდა,კარგად იცოდა, რომ ეს მისი სისუსტე იყო,სროლამდე თავისდა უნებურად იწყებდა ფიქრს მსხვერპლზე,მის პიროვნებაზე ,ხშირად საათობით ჩასჩერებოდა თვალებში და ცდილობდა ამოეკითხა ვინ იმალებოდა მათ უკან – მხეცი,თუ ადამიანი. ახლა სულერთი იყო,წარსულის საზარელი სურათებით გაავებულს გული გამალებით უძგერდა. მალევე მოთოკა თავი,რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა,გულის ცემაც დაუმშვიდდა. ხელახლა შეხედა გენერალს,რომელიც აშკარად რაღაცაზე გაბრაზებული იქნევდა ხელებს,ალბათ ვერც კი ხვდებოდა, რომ სიკვდილის ანგელოზი დასტრიალებდა თავს... უკვე აღარ ნაღვლობდა გენერლის ავ-კარგიანობაზე,თითქოს ერთხორცად გადაიქცა შაშხანასთან,ღრმად და ნელა სუნთქავდა,სამიზნე ბადე გულთან შეაჩერა და დინჯად დააწვა სასხლეტს... მეორე წამში როცა უკუცემით დაკარგული გამოსახულება აღადგინა ბაზა უკვე საგიჟეთს დამსგავსებოდა. ჯარისკაცები არეულად დარბოდნენ ,ზოგს ბინოკლი მოემარჯვებინა და უაზროდ აკვირდებოდა ტყის უზარმაზარ საფარს. გენერლის ირგვლივ მოზრდილი ბრბო ტრიალებდა,ჯავშანმანქანები დაექოქათ და ბაზის გარეთ გაეშვათ. ათიოდე კაცი სრული ეკიპირებით ყაზარმიდან გამოვარდა და ვერტმფრენისკენ გაიქცა. ყველა დაბნეულად იქცეოდა,უშედეგოდ ცდილობდნენ მსროლელის პოზიციის დადგენას,ზოგიც შიშს აეტანა შენობებს,ხეებს,მანქანებს ეფარებოდნენ.. სამედიცინო პერსონალიც გამოჩნდა ბრბო გაიშალა და ნათლად გამოჩნდა სისხლის გუბეში მოსვრილი გენერალი,ქუდი მოშორებით გადავარდნილიყო. მალევე დააწვინეს საკაცეზე,თუმცა ნელა მიყავდათ,როგორც ჩანდა ადგილზე მოკვდა. წასვლის დრო დადგა,პოზიცია გაუმჟღავნებელი იყო,ანუ სავარაუდო მდევრის რისკი ნაკლებად ჩანდა. ვერტმფრენი ჰაერში აწეულიყო და ბაზის ირგვლივ წრეებს ურტყამდა. ფრთხილად გაცოცდა უკან და როცა ბაზა თვალს მიეფარა წამოდგა და ნელი ძუნძულით გაუყვა ბუჩქნარს.. საღამო იდგა უკვე,კარავი აშალა და რუკაზე კიდევ ერთხელ დახედა ახალ მარშრუტს.. * * * შუადღე იყო წყაროსთან რომ შეჩერდა,პეშვით იპკურა ცივი წყალი და მერეღა მოიხსნა კარვით დამძიმებული ზურგჩანთა. იქვე ჩამოჯდა ადგილის სილამაზით მოხიბლული. ათასნაირი ფრინველის ხმა ციურ გალობასავით ისმოდა ტყის სიღრმიდან. ახალგაზრდობა გაახსენდა, ტაძრის კედელზე მიყუდებულს ბევრჯერ უპოვია სულის სიმშვიდე,ახლაც რაღაც იმდაგვარი გრძნობა დაუფლებოდა,თვალები დახუჭა და ბალახზე მიწვა.. შემცბარს გამოეღვიძა, ინსტიქტურად მიიხედ-მოიხედა და მწარედ ჩაეცინა. ბუნების სილამაზით მოჯადოებულს დაუცველად ჩაეძინა, არადა კარგად იცოდა მასავით მარტოხელა მტრის სნაიპერები მსხვერპლის მოლოდინში ხშირად ასეთ ადგილებთან აწყობდნენ პოზიციებს , საათობით სწავლობენ ტერიტორიას და იმ ადგილებს ირჩევენ სამიზნედ , სადაც პარტიზანი აუცილებლად აკითხავს შესასვენებლად, თუ წყლის მარაგის შესავსებად. პირჯვარი გადაიწერა ,ბარგი აიკიდა და ფრთხილად განაგრძო გზა. ორიოდ საათი იარა აღმართებით დატვირთულ ბილიკზე და გორაკის თავზე ჩამოჯდა. ბინოკლი ამოიღო და ტერიტორიის დაზვერვას შეუდგა. გაახსენდა უბის წიგნაკში ჩანიშნული იგივე მდებარეობა,სწორედ აქ შეხვდა მტრის კოლეგას, მზეზე აბრჭყვიალებულმა სამიზნის ლინზამ ნაადრევად გაყიდა მისი პოზიცია და დაღუპა კიდეც. კარგად ახსოვდა მისი სახეც, ტკივილი აღბეჭდოდა მოკლულს. ვაზნების მარაგი და საკვები აართვა სხვა არაფერზე დაუდია ხელი,მიცვალებულის გაძარცვა უხამს საქმედ მიაჩნდა, თუმცა ზოგისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო... ცუდი შეგრძნება დაუფლებოდა, თუმცა ძველ მოგონებებს დააბრალა,ბინოკლი შეინახა და ის-ის იყო დაღმართზე ჩარბენას აპირებდა ,რომ მოპირდაპირე მხარეს რაღაც მოძრაობა შენიშნა მახვილმა თვალმა. გაშეშდა ,ფრთხილად დაწვა და უკან ბუჩქებისაკენ გახოხდა. Bინოკლი ამოიღო და დააკვირდა: მანძილი დაახლოებით 300 მეტრი იქნებოდა, მთის ფერდზე დიდი სიფრთხილით გადაადგილდებოდა ნიღბიანთა ათეული,უფრო ზუსტად კი 12 კაცი. ბალახებითა და ძონძებით შენიღბულებს ფორმა არც კი ეტყობოდათ. უნდა დაეზუსტებინა ,ხომ შეიძლებოდა ქართველები ყოფილიყვნენ? ათეული დინჯად მიიწევდა წინ ,ფერდობს სიგრძეზე მიუყვებოდნენ ,როგორც ჩანდა ქედის იქით აპირებდნენ გადასვლას. რუკას დახედა, ქედის ძირში ქართული სოფელი იყო, უფრო სწორად ნასოფლარი, მტერს ერთიანად დაენგრია ოფლით ნაშენი სახლები ,გადაეწვა და გაეჩანაგებინა ვაზი და ხეხილი,თუმცა მაინც ცხოვრობდა რამოდენიმე ოჯახი, მცირე მოსავალი მოყავდათ და ჯიუტად განაგრძობდნენ წინაპართა ნასახლარზე ცხოვრებას. წამსვე ისაზრა, ეს დანაყოფი ან ქართული იყო და სოფლისაკენ მარაგის შესავსებად მიდიოდნენ,ან მტრები იგივე განზრახვით, მხოლოდ იარაღის მუქარით, ძარცვით და რბევით. მასხალათი მოიცვა შაშხანას მაყუჩი მოარგო და ძუნძულით გაუყვა უცნობთა კვალს. ქედს რომ მიაღწია ათეული უკვე სოფელში შესულიყო და სახლებს ჩხრეკდა. შაშხანა მოირგო და რაღაცის მოლოდინში გაირინდა. მალევე მიაგნეს იქაურებს, სახლიდან გამოიყვანეს და ეზოში დააყენეს. ყველაფერი ნათელი იყო: -მზვერავები, კბილებში გამოსცრა. სიტუაცია მეტად რთული ჩანდა, ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა გოგონა მტრის გარემოცვაში იყვნენ და გაუთვალისწინებელ მოქმედებას მათი დაღუპვა შეეძლო. საკვები მალევე გამოუტანეს,მაგრამ ამდენ კაცს აბა რას ეყოფოდა... სამიზნეში უყურებდა როგორ სცემდა რუსი ქართველს საკუთარ მიწაზე, არ ესმოდა ,მაგრამ გრძნობდა როგორ შეურაწყოფდა უშვერი სიტყვებით მის ოჯახს, ისტორიას, წინაპრებს... სიმწრის ოფლი ასხამდა, მაგრამ არაფერი შეეძლო ჯერ... კარგად შეათვალიერა უდარდელად მყოფი მტერი, ერთჯერადი ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები, მაყუჩიანი ავტომატები და შაშხანები. დრო აღარ ითმენდა, სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. მანძილი სულ 200 მეტრს შეადგენდა ,აქედან ცეცხლის გახსნა მაყუჩითაც კი პოზიციის გაყიდვას უდრიდა. ჩანთა მხარზე მოიგდო და თითქმის სირბილით აიარა აღმართი. გორაკის თავზე მაღალ ბალახში წამოწვა და მანძილი ხელახლა გაზომა, 350 მეტრი გამოვიდა,უმალვე შეასწორა სამიზნე. ახლა მხოლოდ საჭირო დროს ელოდებოდა. მტერი სულ უფრო უხეშად იქცეოდა, აშკარა იყო ოჯახისთვის განაჩენი ქონდათ გამოტანილი. გარეთ სამი მებრძოლი დარჩა, დანარჩენები სახლში შევიდნენ, ალბათ გასაჩხრეკად. გარეთ მყოფებმა ყველა მიწაზე დააწვინეს. ერთი ოჯახს ადგა თავზე, დანარჩენები ოცი მეტრის მოშორებით ღობესთან მდგარ პატარა სკამზე ჩამოსხდნენ ზურგით და სიგარეტი გააბოლეს. მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, დანარჩენების გამოსვლა და ოჯახის ამოწყვეტა ერთი იქნებოდა. ბევრი აღარც უფიქრია, განწირულებზე თავს წამომდგარ ჯარისკაცს შუბლში გაუტარა ტყვია და მისი სხეული ჯერ დაცემულიც არ იყო სკამზე მსხდომებიდან მარჯვენას ზურგში რომ მოხვდა ჯავშანგამტანი ტყვია, მესამემ დაყვირებაც ვერ მოიფიქრა, დაბნეული წამოხტა სკამიდან და იქვე ჩაკეცა მესამე გასროლამ. თითქოს ელოდნენო ერთიანად, უხმოდ აიშალა პატარა ოჯახი და ასიოდე მეტრით დაშორებული ტყის ზოლისაკენ გაიქცნენ. გული გამალებით უცემდა. ტყეში შესულები რომ დაინახა მაშინღა დამშვიდდა. ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული სახლიდან რომ ორი ჯარისკაცი გამოვარდა და მოკლულებისკენ გაიქცა. მაშინვე ხელების ქნევა ატეხეს და კისრისტეხით გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს, ერთი ღობესთან მდგარ კაკლის ხეს ამოეფარა, მეორე კი სახლის კარებთან მდგარ თივით დატვირთულ ურემს. ნათელი იყო ვერ მიხვდნენ ვინ და საიდან ისროდა, რადგან დაბნეულად იყურებოდნენ ყველა მხარეს. მეორე სართულის ფანჯარაში მეტყვიამფრქვევე გამოჩნდა, რომელიც საეჭვოდ იყურებოდა მსროლელის მხარეს. მერე რაციაზე რაღაც გადასცა და ყველამ ერთბაშად მისკენ დაიწყო ყურება. საცეცხლე წერტილი ადვილი ამოსაკითხი აღმოჩნდა. ფრთხილად გაცოცდა უკან,მაგრამ ბალახი მაინც ირხეოდა, ის-ის იყო უსაფრთხო ადგილამდე მიაღწია რომ ტყვიამფრქვევის ჯერი გაისმა და სროლის ადგილს ორი ყუმბარა მოხვდა. აფეთქებამ წამით დააყრუა, ყურები უწუოდა, ჰაერში აყრილი მიწა კი თავზე ეყრებოდა. ტყვიამფრქვევის მორიგმა ჯერმა დაუბრუნა სმენა, პატარ-პატარა აფეთქებებიც ისმოდა, ეტყობა ლულისქვეშა მუშაობდა. ღოგორც იქნა გააღწია სამშვიდობოს, შეეძლო უკანმოუხედავად წასულიყო, მაგრამ გული უკან ექაჩებოდა, ტყეში გახიზნულების პოვნა და ჯავრის მათზე ყრა დიდი პრობლემა არ იყო. დაღმართი ჩაირბინა და ქედის პირზე მისულმა ხოხვით განაგრძო გზა, დარჩენილებს როგორც ჩანს ეგონათ რომ მსროლელი მოსპეს, რადგან უშიშრად დააბიჯებდნენ სახლის ეზოში. ძოგი მკვდრებთან ჩაცუცქულიყო, ზოგიც მთას გაჰყურებდა, გაქცეულებს ეძებდნენ. უმალვე ამოირჩია მეტყვიამფრქვევე, მანძილი 250 მეტრი გამოდგა,შესწორება საჭიროც კი არ იყო, ნაზად მოზიდა სასხლეტი, მოგუდულად გაიჩხაკუნა შაშხანამ და მსხვერპლი შუბლგახვრეტილი დაეცა. ისევ აირივნენ , ყუმბარმტყორცნები აღარ ქონდათ, დაცლილები ეყარა სამი ცალი. უაზრო ცეცხლი გახსნეს სავარაუდო მიმართულებით,უკან-უკან გარბოდნენ, შემდეგი უკვე მაყუჩიანი შაშხანით აღჭურვილი მებრძოლი დაეცა, ზურგში მოხვდა ტყვია,ეტყობოდა დაჭრილი იყო, ჯერ კიდევ ფართხალებდა. დანარჩენებმა ფიცრის ღობის იქით გაასწრეს და უკანა მხარეს ჩასაფრდნენ. გადათვალა, 7-ნი უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ გაქცევით 5 გაიქცა. სახლი შეათვალიერა , უკანა მხარეს ჩრდილში შენიღბულიყო სნაიპერი, ცოტაც და ალბათ იპოვიდა კიდეც. უცბადვე ჩააკლა. მეორე, ეტყობა სნაიპერის დამხმარე უცბად ვერც კი შენიშნა, მოკლულის უკან ბუჩქებში შენიღბულიყო. გვერდზე მყოფის მოკვლით დაბნეული მკვეთრი მოძრაობით ცდილობდა უკან დახევას ტყვია რომ დაეწია... ყოველი შემთხვევისთვის მჭიდი გამოცვალა და ღობის თვალიერებას შეუდგა, ერთგან ღრიჭოში მოძრაობა შენიშნა, უკან აშკარად მტერი იყო. ტყვიამ ორად გატეხა ძველი ფიცარი და კიდევ ერთი მებრძოლის სიცოცხლე გაიყოლა. დანარჩენები ღობიდან გამოვარდნენ და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ კისრისტეხვით. ერთ-ერთი გაქცეული გზადაგზა პატარ-პატარა ჯერებს ისროდა მსროლელის მხარეს: - ორი დანაყოფი წინსწრება, ჩაიჩურჩულა და სასხლეტი მოზიდა, ტყვიამ მკერდში გაუარა გაქცეულს. დარჩენილი სამი ჯარისკაცი ტყეში შეხიზნულებისგან უსაფრთხო მიმართულებით გარბოდა, ხეების სიმრავლეში ალაგ-ალაგ თუ გამოჩნდებოდნენ ,გამართლებაზე თუღა ისროდა. გადაიფიქრა... ბინოკლი მოიმარჯვა და ოჯახის ძებნა დაიწყო ტყეში,ადვილად იპოვა ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა და შემდეგ მასთან მყოფებიც, მოზრდილი ქვის უკან ჩაწოლილიყვნენ,სახლიდან ალბათ 300 მეტრში. კიდევ ერთხელ გახედა გადარჩენილებს, რომლებიც შეუსვენებლად, ზიგ-ზაგებზე გარბოდნენ, ცოტაც და თვალს მიეფარნენ. სწრაფად ჩაირბინა დაღმართი, ოჯახი უნდა გაეფთხილებინდა, რომ იქაურობას მოშორებოდნენ, კარგად იცოდა გაქცეულები შურის საძიებლად ახალ ძალებს მოიყვანდნენ, ან იქნებ არტილერიაც კი გამოეძახებინათ. სახლის ეზოდან დაუქნია ხელი და თავისთან მოიხმო,გულდაჯერებულად წამოვიდნენ გადამრჩენელისკენ. ზურგში ტყვია-ნაკრავ მებრძოლთან ჩაიცუცქა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა დიდი ხანი არ დარჩენოდა. ჯავშანჟილეტი გაეხვრიტა ტყვიას და მუცლის ღრუში შესულიყო უკნიდან. -აქ რას აკეთებთ? რუსულად კითხა, -წადი შენი! ძლივს ამოიხრიალა მომაკვდავმა, -ღორი ხარ და ღორულად მოკვდები შენი დედაც! წამოდგა და შუბლში დაახალა ტყვია. სისხლში მოეთხვარა მთელი სახე და ტკივილისგან დამანჭულს უფრო საზარელი იერი მიეცა. პისტოლეტი კაბურაში დააბრუნა და ოჯახისკენ გაემართა... ოჯახი მადლიერი თვალებით შესცქეროდა უცნობს და სიხარულის თუ მორიდების გამო ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ბოლოს ისევ კაცმა ამოთქვა: -ღმერთმა დაგლოცოს შვილო! ცოლ-შვილს გადახედა და ცრემლი მოადგა თვალზე… ღიმილით დაუკრა თავი: -ხალხი უნდა გავაფრთხილოთ და წავიდეთ,აქ დარჩენა საშიშია.. ოჯახის უფროსი წინ მიდიოდა, კარგად ნაცნობი ბილიკებით საღამომდე იარეს და მეზობელ სოფელს მიადგნენ. ნათესავები ყოლოდათ იქ. ღამის გათევა და მოსვენება მოსთხოვეს დაჟინებით, დათანხმდა.. გაჭირვების მიუხედავად უმალ გაიშალა ქართული სუფრა, ყველი, პური ,მწვანილი, იქით ქათამი დაიკლა უცბად, აქეთ მჭადები ჩააკრეს,ირგვლივ საამო სურნელი დატრიალდა და მარნიდან ამოტანილი ჩაციებული ღვინის ძალაც უმალ იგრძნეს ძარღვებში… მეტად ლამაზი დილა დგებოდა… მზის სხივი კიაფობდა სარკმელში, თვალი ვერ გაუსწორა და უნებური ღიმილით ძალუმად გაიზმორა, რამდენი ხანია ასე კარგად არ გამოუძინია.. როგორც ვარაუდობდა წინა ღამით ორჯერ დაებომბათ სოფელი… საბედნიეროდ მოსახლეებს გამოსვლა მოესწროთ. სოფელი კი სრულად განადგურდა… შუადღისკენ დაემშვიდობა ახლად-შეძენილ მეგობრებს და მათივე ახლობელს გაყვა ქალაქში. * * *
დაუჯერებელი სანახაობა გადაეშალა თვალწინ, ხალხი ქუჩებში დარბოდა, ყვიროდნენ რაღაცას ულოცავდნენ ერთმანეთს, დროშებს აფრიალებდნენ და სიგნალებით აყრუებდნენ ირგვლივ ყველაფერს. გულმა გამალებით დაუწყო ცემა, იდუმალი სიხარულით აღივსო და პირველივე შემხვედრს ღიმილით კითხა: -რა ხდება მეგობარო? -ომი დამთავრდა, საქართველო ერთიანია!!! -რაა?? თუმცა პასუხს ვინღა დაელოდა, მოსაუბრე უკვე ნაცნობს გადახვეოდა და რაღაცას ყვიროდა მთელი ხმით.. მალევე მიაღწია მშობლიურ უბანს, აქაც იგივე ამბავი იყო ეზოებში გაეშალათ სუფრა. ხნიერი მეზობელი შემოხვდა პირველად: -როგორ ხარ გოგია პაპა,რა ხდება არ მეტყვით?? -ორიოდ საათის წინ შეხვდნენ რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები და საქვეყნოდ გამოაცხადეს - საქართველო თავისუფალი და ერთიანია! დიდება უფალს! - … -ღმერთო შენ სახელს დიდება! მადლობ რომ მომასწარი ამ ბედნიერ წამს! ამოიძახა მოხუცმა და მოქეიფეებისაკენ გაემართა..
დასასრული
ალბათ ენით ვერ აიწერება ის სიხარული, რასაც განიცდის გალიიდან გაშვებული, თავისუფლება-წართმეული მხეცი, რაღაც ამდაგვარი ველური აღმაფრენა დაუფლებოდა ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოდრეკილს, აზრებს ვერ ალაგებდა… ბოლოს ჩაიჩურჩულა: -მადლობა დედაო მარიამ… გვაკმარე სისხლი და ბრძოლა, ააღორძინე საქართველო და შენი წმინდა კალთით დაგვიფარე სამარადჟამოდ, ამინ!!!
21.06.2010 – 18.07.2010
This post has been edited by spec on 2 Oct 2010, 22:27
|