ჩაიძირა რაღაც ეს თემა
მოდით შეიძლება ყველამ იცით მაგრამ მაინც დავწერ პატარა ინფოს 7,62X54R ШКАС –ის ვაზნაზე

ჯერ მოკლედ რა არის შკასი

შკასი არის აბრევიატურა (Шпитальный-Комарицкий авиационный скорострельный) შპიტალნისა და კომარიცკის ავიაციური სწრაფადმსროლი ტყვიამფრქვევი მიიღეს შეიარაღებაში 1932 წელს. რადგანაც მაგ პერიოდში მომცრო ზომის თვითმფრინავები იწარმოებოდა, რომელთა კორპუსიც არ იყო ბრონირებული და თავისუფლად შეეძლო შაშხანის ვაზნას მისი გახვრეტა. უბრალოდ ტყვიამფრქვევს უნდა ჰქონოდა მაღალი სროლის ტემპი 1200-1800 გასროლა წუთში, რათა მყისიერად შეძლო თვითმფრინავის კორპუსის დაცხრილვა (დაზიანება).

ტყვიამფრქვევი შკას
შკასის მექანიზმი გათვლილი იყო მაღალ სროლის ტემპზე დაახლოვებით (1600 გასროლა წუთში). ასეთი სწრაფი სროლისას სწრაფად ხდებოდა ვაზნის სავაზნე ლენტიდან ამოღება და სავაზნეში (ლულაში) მიწოდება, რაც იწვევდა ვაზნის დაზიანებას (ძვრებოდა ტყვია ან ვარდებოდა მასრაში, ძვრებოდა კაფსული (მაალებელი ფისტონი). აღნიშნული პრობლემა დიდ შეფერხებებს უქმნიდა მეტყვიამფრქვევეებს რადგანაც უწევდათ ტყვიამფრქვევის დაშლა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაემუშავებინათ სტანდარტული 7,62X54R მოსინის ვაზნა რათა აღმოეფხვრათ ზევით მოყვანილი პრობლემები. ვაზნის დამუშავებას ხელმძღვანელობდა Н. М. Елизаров–ი. 30იანი წლების შუაში დასრულდა ახალ ვაზნაზე მუშაობა და გამოჩნდა ვაზნა 7,62X54R ШКАС.
გარედან ვაზნა თითქმის არ განსხვავდებოდა სტანდარტული მოსინის ვაზნისგან.

ვაზნა 7,62X54R ШКАС

ვაზნები ლენტის გადაბმისას.
სტანდარტული მოსინის ვაზნისგან იგი განსხვავდებოდა შემდეგით:

1. მასრის ყელში ტყვიის დამაგრება ხდებოდა სპეციალურად 2 წრიული ნაჭდევით (ტულის ქარხანა)(ТПЗ) ან შვეული ნაჭდევებით (პოდოლსკის ქარხანა) (ППЗ)

2. კაფსული დამაგრებული იყო სპეციალური რგოლით
3. მასრისა და მასრის ფუძის კედლები უფრო გასქელებული იყო სტანდარტულ მოსინის ვაზნის მასრასთან შედარებით

მარცხნივ შკასის მასრა მარჯვნივ მოსინის მასრა
რაც შეეხება ტყვიებს უამრავი ტიპის ტყვიებით გამოდიოდა და მეზარება წერა ტყვებზე

თუ გინახიათ ვინმეს საქართველოში შკასის ვაზნა ?