ტაკს დავდოთ აბა ჩვენი სტატია ვაზნებზე და რელოადის აუცილებლობაზე
რელოადი (იგივე ტყვიების გადატენვა) ეწოდება სხვადასხვა კომპონენტებისგან ვაზნის აწყობას. არსებობს რამდენიმე სახის გადატენვა
1. პისტოლეტის ტყვიების (9X19, .40SW, .45ACP)
2. შაშხანის ტყვიების (.308, .30-06, .300Winmag.....)
3. წრიული აალების (Rimfire) ტყვიების (.22LR, .17HMR....)
4. მსხვილკალიბრიანი ტყვიების გადატენვა( .50BMG, 20MM Hispano)
5. გლუვლულიანი იარაღის ტყვიების დატენვა (.12, 16, 20 კალიბრის ტყვიები)
ამ სტატიაში შევეხები მხოლოდ შაშხანის ტყვიების დატენვას უკეთესი შედეგის მისაღებად.
დავიწყოთ ბალისტიკით, ბალისტიკა არსებობს სამნაირი :
1. შინაგანი ბალისტიკა ( რომელიც მოიცავს ტყვიის მოძრაობის აღწერას სანამ იგი ლულას დატოვებს)
2. გარეგანი ბალისტიკა ( რომელიც მოიცავს ტყვიის მოძრაობის აღწერას ლულიდან გამოსვლის შემდგომ)
3. ტერმინალური ბალისტიკა ( რომელიც მოიცავს ტყვიის ქმედების აღწერას სხვადასხვა სახის სამიზნეზე)
განვიხილოთ ფაქტორები, თუ რა "ცვლადები" მოქმედებს ტყვიაზე სანამ იგი ლულას დატოვებს ( იდეალურ პირობებში)
1. ლულის გეომეტრია ( ტვისტი, კედლის სისქე, წონა)
2. ტყვიის გეომეტრია ( წონა, ბალისტიკური კოეფიციენტი)
3. დენთი ( წონა გრანულების რაოდენობა, გამომუშავებული ენერგია)
აქედან რეალურად ცვლადი არის მხოლოდ ერთი. ლულას მოგეხსენებათ ჩვეულებრივ შაშხანას მარტივად და ყოველ წუთში ვერ გამოუცვლი და არცაა რეკომენდირებული, ტყვიის ზომა და წონა კიდე მორგებულია ამავე ლულის ტვისტზე, ანუ კონკრეტულ ტვისტზე კარგ შედეგს აჩვენებს კონკრეტული წონის ტყვია, ასვე გარეგანი ბალისტიკის მიხედვითაც დადგენილია კონკრეტულ კალიბრზე მეტნაკლებად ოპტიმალური ტყვიის ფორმა. ერთადერთი ზემოქმედება რაც შეიძლება ტყვიაზე მოვახდინოთ ეს არის დენთის წონის ცვლილება.

თქვენს წინაშეა გარკვეული ექსპერიმენტი რომელიც თვალნათლივ გვანახებს თუ როგორ თვალსაჩინოდ მოქმედებს დენთის ცვლილება მაქსიმალური შედეგის მიღებაზე. სულ რაღაც ოთხი გრანის( 0.25 გრამის) დენთის ცვლილებამ ჯგუფებს შორის ოთხი სმ მოგვცა განსხვავება.
განვმარტოთ რას ნიშნავს "ტკბილი წერტილი": ტკბილი წერტილი ეწოდება ერთნაირ პირობებში დენთზე ექსპერიმენტის შედეგად მიგნებულ დოზას, რომელიც საუკეთესო ჯგუფს აჩვენებს.
დატენვის უპირატესობა
ქარხნული ტყვიების ნაკლი არის დენთის დოზების დაუცველობა. , გარდა იმისა რომ რელოადის საშუალებით გვეძლევა საუკეთესო შედეგი გამოვწუროთ კონკრეტული შაშხანიდან და ტყვიიდან. გარდა ამისა ხელით უფრო ადვილია დენთის დოზირების დაცვა, სხვადასხვა დენთის თუ ტყვიის შერჩევა და საუკეთესო შედეგის მიღება.
გარდა ამისა დატენილი ტყვიები დაახლოებით 30%ით იაფია ქარხნულ ტყვიებზე.
გავაგრძელებ
This post has been edited by t-90 on 15 Sep 2011, 19:18
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com