ციკლიდან "აკესის ტყვია ტანში დადის და ფოთოლზე ისხლიტავს"
ფოტოზე მოცემულია 5,45 მმ (ეგრედწოდებული AKC – ის ) ტყვიები. მარცხნივ მოცემულია ტყვია ინდექსით 7Н10 ტყვიის ბოლო ვერსია. ხოლო მარჯვნივ მოცემული ტყვია არის ინდექსით 7Н6 რომელიც რუსეთის არმიის მიერ გამოიყენებოდა ავღანეთის ომის ოპერაციებში. როგორც ფოტოზე ჩანს მარჯვენა ტყვიის ცხვირის ნაწილში არის სპეციალურად დატოვებული სიცარიელე რაც ტყვიის მყარ ობიექტზე მოხვედრისას იწვევს მის დეფორმირებას და შესაბამისა...დ ტყვიაც იცვლის ტრაექტორიას. წარმოვიდგინოთ როდესაც ტყვია შედის რბილ ქსოვილში და შემდეგ ეჯახება მყარ წინააღმდეგობას ორგანიზმში (ანუ ძვალს) თუკი ტყვიის წინა ნაწილი გაიღუნება რომელიმე მიმართულებით, ტყვიაც შესაბამისი მიმართულებით გადაუხვევს ზუსტად ამიტომაა ნათქვამი სიტყვები, რომ აკესის ტყვია ტანში დარბისო
7Н6 ინდექსის ტყვიებს რიგ შემთხვევებში ცხვირი საერთოდ ძვრება ტყვიას და მასში მოთავსებული ფოლადის ცილინდრი გარეთ გამოდის რაც კიდევ უფრო აზიანებს სხეულის შიდა ქსოვილებს ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო ტყვიები. და აქვე დავამატებ რომ აღნიშნული ვაზნა (ანუ 5,45X39) შეიქმნა რუსი კონსტრუქტორების მიერ 1970იანი წლების დასაწყისში და ვაზნის შექმნის პროექტს ხელმძღვანელობდა რუსი ქალბატონი ლიდია ბულავსკაია.
7Н6 ინდექსის ტყვიებით დამუხტული ვაზნების გამოყენებას ეწინააღმდეგება ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და რუსებმაც შეწყვიტეს მისი წარმოება თუმცა არა იმიტომ, რომ კანონის ეშინიათ! შეწყვიტეს იმიტომ, რომ ხშირად ასეთი ტყვია რიკოშეტირდება და ცუდ შედეგებს იძლევა. დღესდღეობით უამრავი 7Н6 ინდექსის ტყვიით დამუხტული ვაზნები ინახება რუსეთის არმიის საწყობებში (ჩეჩნეთისა და აფხაზეთის ომში თითქმის სულ ამ ვაზნებს იყენებდნენ რუსები). თუმცა გარდა რუსეთისა (აქ არ დავწერ რომელი ქვეყანა ვინც მიხვდება მიხვდეს

) კვლავ რჩება ასეთი ვაზნები შეიარაღებაში და გამოიყენება კიდევაც

და რატომ? იმიტომ, რომ მტერს მისივე ტყვიით უნდა მოუღო ბოლო
This post has been edited by electri_chka on 29 May 2012, 15:10