იკრძალება:
4.3.1.1. ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივება, ანუ სხვადასხვა ეროვნების, რასის ან რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შექმნის მცდელობები.
4.3.1.2. ეროვნული პატივმოყვარეობის შელახვა, ანუ კონკრეტული ეროვნების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება შეუფერებელი ფორმით. ამ პუნქტს განეკუთვნება უადგილო, შეუფერებელი ან შეურაცხმყოფელი ეპითეტების ხმარება რომელიმე ეროვნების მისამართით.
4.3.1.3. მოქალაქეების რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის, სქესის ანაც სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე მათი შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია. გამოკვეთილობის, უპირატესობის ანაც არასრულფასოვნების პროპაგანდა, ანუ მოქალაქეების შეფასებების გავრცელება(პიროვნულობის, მათი შესაძლებლობების, ქცევის) განპირობებული მათი დამოკიდებულებით რელიგიისადმი, აგრეთვე რელიგიურობის, ეროვნულობის ანაც რასობრივი მიკუთვნების მიხედვით.
4.3.2.2. სოფისტიკისა და დემაგოგიის გამოვლინებები, კერძოდ, თანამოსაუბრეების აზრის გადასხვაფერება, სხვისი აზრის მათზე მიკუთვნება და ასე შემდეგ. იხ. დანართი III.
4.3.3. ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები, რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს.
4.3.3.2. ირიბი პროვოკაციისათვის, ანუ შეტყობინება, რომელიც ფორმალურად არ არღვევს ფორუმის წესებს, მაგრამ, მაგალითისათვის, შეიცავს სადავო მტკიცებას, გამოთქმულს უპირობო ფორმით
4.3.3.4. იხ. აგრეთვე სტატია "ტროლინგი" ვიკიპედიაში. რამდენიმე ამონარიდი აღნიშნული სტატიიდან:
* ტროლინგის მთავარი მიზანია საზოგადოების გაყოფა ამა თუ იმ ხერხით. გამომწვევი, სარკაზმული, მაპროვოცირებელი ან იუმორისტული დატვირთვის მქონე ტროლური შეტყობინებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩაითრიოს სხვა მომხმარებლები უაზრო კონფრონტაციაში. რაც უფრო ხმამაღლა რეაგირებს საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსია შემდგომი ტროლინგისა ინიციატორის მხრიდან, რადგანაც ეს ამოწმებს მის მტკიცებას იმას თაობაზე, რომ გარკვეული ქმედებები აღწევს მის მიზანს ქაოსის გამოწვევაში.
4.3.13. მართლწერის შეცდომები:
4.3.13.1.დიდი რაოდენობის ორთოგრაფიული შეცდომებით წერა (მიზანმიმართული).მაგალითად, "თუ თქვენ არ გინდათ გაიწეწოთ, მაშენ გთავაზოპთ იაფიან ვარეანტს").
4.3.13.2. დიდი რაოდენობის გრამატიკული და სინტაქსური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა, (მაგალითად, "ჩემი ცუდად ლაპარაკობს რუსული")
4.3.13.3. პუნქტუაციური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა. წინადადებებში, სადაც მათი მოთხოვნილებაა, სასვენი ნიშნების რეგულარული დეფიციტის/არარსებობის ან აუცილებლობის გარეშე ერთი სახის ნიშნების მეორეთი შეცვლის გამო (მაგალითად, ძახილის ნიშნების გამოყენება წერტილების ნაცვლად ან სამზე მეტი ძახილის ნიშნის გამოყენება მიყოლებით), თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.
4.3.13.4. გრამატიკული შეცდომებით ნაწერი(მიზანმიმართული), "ენის გასატეხი", ჟიჟისტების სლენგი
4.7. იკრძალება შეტყობინებაზე გამოხმაურება ნებისმიერი ფორმით, რომელიც არ შეესაბამება წესებს.
* კერძოდ, იკრძალება პასუხის გაცემა
-----
საკმარისია?
თუ გავაგრძელო?
ფორუმის წესების მიხედვით, გორეცა ლამის ყოველ მეორე პოსტზეა დასაბანი.
მომენტ სხვა ფორუმელების 2/3-იც

ნუ...
ეს უკვე მოდერატორების გადასაწვეტია.