ჰოდა მაგ კვირის პალიტრის სტატიაშიც ეგ წერია:
"ერთგვარ სახმელეთო იზოლაციაში მოყოლილი სომხეთის არმია წლების განმავლობაში იმარაგებს შეიარაღებასა და საბრძოლო საჭურველს, არანაკლები არსენალია სომხეთში დისლოცირებულ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაშიც, მაგრამ, როგორც წესი, ყველა ფართომასშტაბიან და მით უმეტეს, გაჭიანურებულ ომში გამოჩნდება ხოლმე სახარჯი მასალის - ვაზნების, ჭურვების, ნაღმების, ბომბების თუ საწვავის მარაგის სასწრაფოდ შევსების აუცილებლობა"
შემდეგ რუსეთი იზამს ამას:
"ამიტომაც შესაძლებელია, რომ მთიან ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში მოსკოვმა მოინდომოს სახმელეთო გზით სომხეთში საბრძოლო საჭურვლის დამატებითი მარაგის გადასროლა"
ჰოდა როგორ გააკეთებს ამას:
"რაც შეეხება სახმელეთო გზით სამხედრო კოლონების გაგზავნას, მოსკოვმა შეიძლება ეს სამი მიმართულებიდან - ლარსიდან, ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სცადოს.
ტექნიკურად ეს ასე შეიძლება მოხერხდეს: ოფიციალური თბილისის პროტესტის მიუხედავად, ახალგორის რაიონიდან რუსული საოკუპაციო დანაყოფები ბლოკავენ მცხეთა-ხაშურის ცენტრალურ მაგისტრალს (რუსული ტანკები, ჯავშანმანქანები და არტილერია პოზიციებს იკავებს საგურამოსთან, მდ. არაგვის ხიდთან.
მეორე - რუსული ჯავშანდაჯგუფება კი სურამთან კეტავს რიკოთის უღელტეხილს, რათა შეაფერხოს ქუთაისიდან ქართული მე-3 ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთისკენ სვლა). როკის გვირაბის გამოვლით შემოდიან რუსული სამხედრო კოლონები, რომლებიც ჯავშანჯგუფისა და საჰაერო თავდაცვის (კოლონების თავზე მფრენი დამრტყმელი შვეულმფრენების და მოიერიშეების) თანხლებით ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქის გავლით შედიან სომხეთის ტერიტორიაზე"
ჰოდა კითხვა არის. რას ვიზამთ ჩვენ?!
ან
"თუკი ოფიციალურმა თბილისმა დათმობის პოლიტიკა არჩია და რუსულ სამხედრო კოლონებს გზა უპრობლემოდ გაუხსნა სომხეთისკენ, მაშინ ზემოხსენებული შეიარაღებული დაპირისპირება შეიძლება აღარ იყოს ქართულ მიწაზე, მაგრამ საქართველო ალბათ დიდი ხნით დაკარგავს მეგობრულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან"
ან ?!
სომხეთის გამარჯვების შემთხვევაში ჩემი აზრით სომხეთს მადა გაეზრდება და პრეტენზიები ექნება ჩვენ ტერიტორიებზეც. რათქმაუნდა რუსეთის მხარდაჭერით