საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ 13 პირიდან , ოთხი რუსეთის მოქალაქეა .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა მასშტაბური აქცია სახელწოდებით "ენვერი", რომლის შემდეგაც გამოავლინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამამრთველოსთან, გრუ-სთან ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი.
აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გრუ-ში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად, მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფვრა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდეგაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 13 პირი: ბაკურ კიღურაძე, გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბაკურ კიღურაძე გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას უცხო ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
ასევე, დაკავებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი. მასაც ბრალად ედება 314-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. პლუჟნიკოვი გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგების შესახებ.
დაკავებული გაბრიელ უსტალიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავია. მასაც 314-ე მუხლით, ჯაშუშობაში ედება ბრალი. იგი გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების შესახებ.
დაკავებულია, ასევე, დავით მესხიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი, მასაც 314-ე მუხლით ედება ბრალი. იგი გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სწავლებებისა და ინსპექციების შესახებ.
314-ე მუხლით დაკავებულია გელა კაკაბაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი. ის გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის ოდენობის შესახებ.
იმავე მუხლით დაკავებულია ზურაბ დიასამიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი, გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ოპერატიული მომზადების შესახებ.
ტარიელ აბაშიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი, 314-ე მუხლით არის დაკავებული. გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების სამუშაო რეჟიმის სტრუქტურისა და თანამშრომლობის შესახებ.
311-ე მუხლით, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის ბრალდებით, დაკავებულია ბიზნესმენი რუსლან გალოგრე. გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას.
ედუარდ აბდულაევს, მეზღვაურს, რადიოს სპეციალისტს, ბრალად ედება 314-ე მუხლით გათვვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობის, რადიოს სახმისების შესახებ. ყველა ეს პირი საქართველოს მოქალაქეა.
დაკავებულია რუსეთის 4 მოქალაქეც: არმენ გევორქიანი, კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი. მას ბრალად 314-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენა. იგი გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობის შესახებ.
იამვე მუხლით დაკავებულია რუბენ შიკოიანი, კომპანია "სეიბოლტის" საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე. გრუ-ს გადასცემდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებებზე, საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაციას.
პეტრე დავროშაძე, ბიზნესმენი, ბრალად ედება 311-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენა, რაც უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლას გულისხმობს. იგი გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას.
ამავე მუხლით დააკავეს იური სკრილრპნიკოვი, გრუ-ს მეკავშირე. ორგანიზებას უკეთებდა საქართველოს ტერიტორიაზე გრუ-სთან ფარულ კავშირში მყოფ პირებთან შეხვედრებსა და საიდუმლო ინფორმაციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიარებითი ჩვენებები მისცეს პეტრე დევრიშაძემ და გაბრიელ უსტალიშვილმა.
http://new.interpressnews.ge/ge/samartali/...-gaavrcela.html This post has been edited by Giorgi001 on 5 Nov 2010, 13:52