ტატამზე ნარტყამი თავით/ტვინით ვერც დუშელი, ვერც თბილისელი და ვერც მეგრელი ვერ იზავს ვერაფერს განვიტარების ამბავში, დუშეთში კი 99% ეგეთები მართავდნენ ბერბერაშვილისა და დოლიშვილის დროს. ეხლა არ ვიცი როგორი სიტუაციაა თუმცა ამას წინათ ჩემს თანაკლასელებს ვესაუბრე და მითხრეს რომ მაგარი ჭაობია ისევო, რადგან ინტელექტზე არ აკეთებენ აქცენტსო, ნიშნავენ ისეთ ხალხს ვისი მოთვინიერებაც ადვილი შესაძლებელიაო. ეხლა საკრებულოს თავჯდომარედ მეორედ აურჩევიათ ერთი ბალღი, კარგად ვცონ მაგას, სასოფლო დაამთავრა და თავის დროზე საბრძნეთიდან დედამის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი BMW-ით ბლატაობდა, არა და კაი ზრდილობიანი ბიჭია, თუმცა თავში არაფერი არა აქვს.
არა და არის საკმაოზე მეტი რაოდენობა განათლებული და ინტელექტუალური ახალგაზრდებისა რომელთაც ძალიან ძლიერი განათლება აქვთ, თუმცა მათ ყურადღებას არავინ აქცევს
* * *
B_A_L_Uარაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
შენ დაგიბარეს: - კაცო, რა იყო
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო
* * *
d_tsaboკარგი რა უნდა დაგვმართოს ნატოს რიგებში ძრომამა,
დიდგორის დავიწყებამა,ილუზიებით თრობამა,
ფრანგულ ტაფაზე ქართული ქადა-პურების ცხობამა,
შვილების ნაზად აღზრდამა(ო,დედილო და ო,მამა!),
"კოკა-კოლამ" და "მალრბორომ",ლუარსაბულად ძღომამა,
გაეროს ნიავისაგან ფშავის იების ჭკნობამა,
როკ-ტლინკის გადმომღერებამ,სხვათა დაკრულზე ხტომამა,
მოცინარ გადამთიელში მტრისა ვერამოცნობამა!..
ღმერთმა ქნას,ფერი იცვალოს გაზაფხულ-შემოდგომამა
და აამღეროს გულები კარგის ამბისა ცნობამა_
ლაშარის გორზე ლუხუმის ლამაზად გადმოდგომამა!
რამ უნდა გვიხსნას,თუ არა ქარიდან ქარში სხლტომამა,
ფიქრში წინაპრის ხანჯალმა,კალმების დარდში წრთობამა,
დაცემამ ბრძოლის ველზედა,სულის ლამაზად ხდომამა,
ლოცვამ სიტყვით და საქმითა,რწმენამ და გიორგობამა!
რამ უნდა გვიხსნას,თუ არა_ცეცხლის შუაში დგომამა,
დროის დაბინდულ სკნელებში ყვავილის თვალით წვდომამა,
მტრების პირისპირ კლდეობამ,ქალაის თვალწინ კრთომამა,
მამულის დაძახებაზე ვეფხივით წამოხტომამა,
სიცრუის აღმართ-დაღმართზე სიმართლის ქარად ქროლამა,
ხან სანთელივით ნათებამ,ხანაც ხმლად გამოდგომამა.
ვაჯა ხორნაული.
This post has been edited by Giorgi001 on 20 Sep 2010, 23:32