მაშ ასე - ლაშქრობა ყაზბეგის მთებში შემდეგ მარშუტზე:
ყაზბეგში, სოფელ არშამდე მარშუტკით შემდეგ უკვე ფეხით.
მწვანე - არშის ჩანჩქერი.
ლურჯი - ღარაღდბანის გამოქვაბულები
ყვითელი - ღარაღდბანის ვაკე
ყავისფერი - წყალთსათავის წყარო
თეთრი - მყინვარწვრის წმინდა გიორგის სალოცავი
შავი - გერგეტის სამება
წითელი - დაბა სტეფანწმინდა
ფასი 50 ლარი.
გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
მარშუტი მეტ–ნაკლებად მძიმეა (მთებშია სასიარულო), ლაშქრობა ორ დღიანია, ღამეს მთებში გავათენებთ, ცეცხლი არ იქნება, შესაბამისად წამოიღეთ საკვები რომელსაც გაცხელება არ დასჭირდება.
აუცილებელი აღჭურვილობა – კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, ორი დღის სამყოფი საჭმელი, საწვიმარი.
შორტებით არ წამოხვიდეთ, ფეხებს დაიკაწრავთ მთის ბუჩებში და ბალახში სიარულით.
საკმაოდ შთამბეჭდავ სანახაობას გპირდებით, ფოტოები იმ ადგილებიდანაა გადაღებული სადაც ლაშქრობის მარშუტი გადის:






ყველაზე საინტერესო ადგილი კი მაინც ესაა – მყინვარვრის წმინდა გიორგის სალოცავი:
ქვევით სამება მოსჩანს (რა თქმა უნდა ახლა თვოლი არ იქნება

) ზემოთ კიდევ მყინვაწვერია.



თუ ამინდი იქნა მომავალ შაბათ–კვირას წავალთ.
მსურველებმა მომწერეთ PM-ში.
* * *
რუქა რო დამავიწყდა რატო არ მითხარით:
მწვანე - არშის ჩანჩქერი.
ლურჯი - ღარაღდბანის გამოქვაბულები
ყვითელი - ღარაღდბანის ვაკე
ყავისფერი - წყალთსათავის წყარო
თეთრი - მყინვარწვრის წმინდა გიორგის სალოცავი
შავი - გერგეტის სამება
წითელი - დაბა სტეფანწმინდა