
27 სექტემბერი - შავი დღე საქართველოს ისტორიაში.
17 წელი შესრულდა უკვე რაც სოხუმში ქართულად ლაპარაკი აიკრძალა, ქართული წარწერები გაქრა სკოლებიდან, ბაღებიდან, რესტორან-ბარებიდან თუ სხვა...
17 წლის უკან დავტოვეთ ალმოდებული სოხუმი. ვინც ვერ მოასწრო გამოსვლა სასტიკად გაუსწორდნენ.
გვახსოვს ალბათ ყველას ეს დღე, გვახსოვს ღალატი. ქალაქი ისე დაეცა, რომ დღემდე ვერ გაგვიცნობიერებია ვინ იყო გმირი და ვინ მოღალატე.
ყოველ 27 სექტემბერს, ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს იმას, რომ ნეტავ თუ შეგვეძლო ამ ომის თავიდან არიდება, თუ შეიძლებოდა როგორ?
პასუხი ხშირშემთხვევაში ერთია: შეგვეძლო, თუმცა უნდა შევრიგებოდით იმ აზრს, რომ აფხაზეთი ჩვენი აღარ არის.
წარსული წარსულია, უნდა გვახსოვდეს და არ ვივიწყებდეთ. ყველაზე მეტად კი მომავალზე უნდა ვფიქრობდეთ.
იმ მომავალზე, რომელიც უფრო რთული და ეკლიანი იქნება ქართველი ერისთვის, ვიდრე იყო 1990-იანი წლების მოვლენები.
ომი გარდაუვალია!
ძალიან ბევრი ქართველი უკვე ფიქრობს ამაზე და გააზრებული აქვს როგორ მოიქცეს.
თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც არც კი უფიქრიათ ამაზე.
მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ ომი კარზეა მომდგარი და მოდით გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი. ეს არ არის დაშინება და არც არავის დათრგუნვას ვცდილობ.
როგორც რიგითი მოქალაქე და საქართველოს შვილი გაფრთხილებთ, რომ ფხიზლად ვიყოთ.
მოვემზადოთ ომისთვის! სულიერად, ფიზიკურად და გონებრივად!!!
საქართველოში დასაბამიდან დღემდე არ არსებობს თაობა რომელთაც ომი არ აქვთ გამოვლილი და ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი სისხლი გამოსადენი, რაც აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ.
ღმერთი იყოს ჩვენი საქართველოს მფარველი!!!
This post has been edited by gigzi on 27 Sep 2010, 19:47