არანაირად ძმის გულო. შავი პანტერა მსოფლიოში დღეს-დღეობით ყველაზე ძვირადღირებული ტანკია, და ფასი ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება ამ შემთხვევაში
1) დავიწყოთ იქიდან რომ ეს ტანკი 15 წლის განმავლობაში იქმნებოდა
2) გამოყენებულია უძლიერესი და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები
3) მიუხედავად აქტიური დაცვისა მასზე მაინცაა დაყენებული ჩაშენებული რეაქტიული დაცვის ბლოკები. ჯამში ეს ორი თავდაცვითი სისტემა თითქმის გაურღვეველს ხდის ამ ტანკს თუნდაც მსოფლიოში ყველაზე უფრო თანამედროვე ანტი სატანკო რაკეტებისთვის
4) 15 გასროლა შეუძლია მოახდინოს 1 წუთში 8-10 კილომეტრის დაშორებით და მიზანს 98%-ის ალბათობით მოარტყას
5) ასევე სრულყოფილი კომპიუტერული დამიზნების და ცეცხლის მართვის სისტემა
6) ტანკის შალგები მოძრავია რაც ტანკს საშუალებას აძევს ჩასანგრების დროს მაქსიმალურად დაბალი სილუეტი იქონიოს, და უგზოობის პირობებშიც უკეთესად გადალახოს წინაღობები
ტ-72-მა რომ პანტერას ჭურვი მოარტყას (მოარტყას და არა გაანადგუროს, ეგ კიდევ ცალკე თემაა) ჭირდება რომ მინიმუმ 3 კილომეტრზე მიუახლოვდეს, შემდეგში ესროლოს....პანტერას კიდევ 10 კილომეტრის სიშორიდან შეუძლია გაუხსნას (15 გასროლა/წუთში) ცეცხლი და სავსებით რეალურია რომ პირველივე გასროლით გაანადგუროს
12 პანტერა რომ დააყენო გაყოლებაზე და 40 ცალი ტეშკა წამოვიდეს ფრონტალურ შეტევაზე, ბრძოლა გაგრძელდება სულ რამოდენიმე წუთს და ამ რამოდენიმე წუთში ბრძოლის ველზე დარჩება მხოლოდ 12 პანტერა და 40 ცეცხლმოკიდებული კონსერვის ქილა

უბრალოდ არ მიუშვებენ სიახლოვეს თორემ 2 კილომეტრის დაშორებით 40 ტეშკას რაღაც შანსები რო გაუჩნდებათ ეგ მეც ვიცი
This post has been edited by Abrams M1A2 on 10 Oct 2010, 00:28