ზურა სალუქვაძე
ხორუმი
ისმის დოლის კვრა, ისმის ძახილი,
ისმის ქართველთა შემოძახილი...
ისმის ყიჟინა სუფთა ქართული,
საქართველოსთვის შემოქარგული.
მოსჩანს მხნეობა, სუფთა ზნეობა
და ვაჟკაცების ძეთა ძეობა,
მოჩანს ქართული ლამაზი დროშა,
დროშის ქვეშ ბევრი ვაჟკაცი მოჩანს,
მოჩანს ლაშქარი, მოჩანს ერთობა,
ბრძოლასთან ქართველის ურთიერთობა.
ქართველ ვაჟკაცთა მოჩანს ფორუმი
დაგენძრა მტერო, მოდის ხორუმი!
This post has been edited by karela on 11 Feb 2011, 11:58