ტურიზმი აფხაზურად - გაძარცვული რუსი დამსვენებლების რიცხვი მატულობს
[ტურიზმი აფხაზურად - გაძარცვული რუსი დამსვენებლების რიცხვი მატულობს]
08:22 01.08.2011
[ანა ბერიძე]
აფხაზეთში, საკურორტო სეზონზე, დანაშაულების რაოდენობა კვლავ მატულობს. იმ დროს, როცა სეპარატისტული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ ხმამაღალ მოხსენებებს აქვეყნებს, დამსვენებლების უსაფრთხოების კუთხით ჩატარებულ „წარმატებულ სამუშაოებზე“, საქართველოს უკონტროლო რეგიონში, ყოველდღიურად, ათეულობით დანაშაული ხდება.
აფხაზეთში დამსვენებლების აბსოლუტური უმრავლესობა რუსები არიან. როგორც ირკვევა, მათი რიცხვი წელს მნიშვნელოვნად შემცირდა და, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის კიდევ მეტად დაიკლებს. ამ უკანასკნელთათვის, თუ ახლო წარსულში, აფხაზეთში დასვენება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იყო, დღეს მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლა. ადგილობრივებმა, „დიდი მეტროპოლიიდან“ ჩამოსულების მიმართ ხათრი და მოწიწება დაკარგეს, კავკასიური სტუმართმოყვარეობა სრულიად დაივიწყეს და საპატიო სტუმრებს საძარცვავად დაერივნენ.
მოკლედ, ისე გამოდის, რომ „აფხაზური ხელისუფლება“, რომელიც მოსკოვში საკუთარი „ქვეყნის“ ტურისტული პოტენციალის პიარს აქტიურად აწარმოებს, უკონტროლო ზონაში რუსებს გასაძარცვად და დასაყაჩაღებლად იწვევს. ადგილობრივი მომსახურების დაბალი დონით ისედაც უკმაყოფილო დამსვენებლებს კი, აფხაზეთიდან ნოუთბუქების, მობილურების და ფოტოაპარატების გარეშე, ჯიბეგაფხეკილებს უწევთ სამშობლოში დაბრუნება.
„ნაშა აბხაზია“ კრიმინალური ქრონიკის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. თუმცა, როგორც ირკვევა, არაოფიციალური ცნობებით, ჩადენილი დანაშაულების რიცხვი ათჯერ მეტია, თუმცა მათი რეგისტრაცია და პუბლიკაცია, გასაგები მიზეზების გამო, არ ხდება. მაშ ასე, რამდენიმე ფაქტი, რომელიც აფხაზეთში ბოლო პერიოდში მოხდა:
14 ივლისის ღამეს, სოხუმში, იჟევსკელი სტუმრის ბინაში, სადაც დამსვენებელი დროებით ცხოვრობდა, უცნობმა პირებმა ფანჯარა ჩაამსხვრიეს, გადაიპარნენ სახლში და ხელს მისი ჩანთა გააყოლეს, სადაც 38 ათასი რუბლი, ფოტოაპარატი და ოქროს ნაკეთობა იყო მოთავსებული. 14 ივლისსვე, დღისით, მზისით, 12 საათსა და 30 წუთზე, ლიპეცკის მცხოვრებმა ქალბატონმა გაგრის პოლიციას მიმართა. მისი განცხადებით, სწორედ ამ დღეს, როდესაც ის კაფე „ატლანტიდაში“ იმყოფებოდა, უცნობებმა მას ჩანთა მოპარეს, სადაც ფოტოაპარატი „სონი“, მობილური ტელეფონი, რუსეთის ფედერაციის პასპორტი და 3400 რუბლი ჰქონდა შენახული.
15 ივლისის ღამეს, სოხუმში, ობნისკიდან ჩამოსული ერთ-ერთი დამსვენებლის სახლში, მძარცველებმა შეაღწიეს და მას ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, სამი დამტენი მოწყობილობა და პირადი ნივთები აწაპნეს. 15 ივლისს, 4 საათზე, გაგრის პანსიონატ „ენერგეტიკოსში“, მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრის ოთახში უცნობი პირი შეიპარა და ხელს ჩანთა პასპორტით და მობილური ტელეფონით გააყოლა. იმავე დღეს, ქურდობა გუდაუთის რაიონ სოფელ ფსირცხეშიც მოხდა, სადაც მავანმა ღია კარით ისარგებლა და პიატიგორსკელი ქალბატონი, რომელიც აქ ოჯახთან ერთად ისვენებდა, უცერემონიოდ დააყაჩაღა. ქალბატონსაც ჩანთა მოპარეს 15 ათასი რუბლით, ოქროულობით, მანქანის, „ლადა-კალინას“ გასაღებით და პირადი ნივთებით. 15 ივლისს, დილის ცხრა საათზე, უცნობებმა სოხუმში, სანკ-პეტერბურგელი დამსვენებლის დროებით საცხოვრებელში შეაღწიეს და ორი მობილური ტელეფონი, ორი ოქროს სამკაული და 25 ათასი რუბლი მოიპარეს.
მოკლედ, აშკარაა, რომ „სტუმართმოყვარე“ აფხაზები ისე მოხიბლა ახალი ტელეფონების და ნოუთბუქების, ფაქტობრივად, უშრომველად დაპატრონების იდეამ, რომ სტუმარმასპინძლობაც დაივიწყეს და „სტრატეგიული პარტნიორი“ „უფროსი ძმების“ პატივისცემაც. „აბორიგენებს“, როგორც ჩანს, დიდად არც ტურიზმის განვითარების პერსპექტივების საკითხები აწუხებთ. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში გრანდიოზული პოლიტიკური მოვლენის, „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ სრული ანარქიაა და, როგორც ირკვევა, დროის გასვლასთან ერთად, მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდება.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=7480აფხაზური არჩევნების ბედს სომხური მოსახლეობა გადაწყვეტს?
[აფხაზური არჩევნების ბედს სომხური მოსახლეობა გადაწყვეტს?]
ნატო ნანობაშვილი
10:48 01.08.2011
აფხაზეთში, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, შესაძლოა, ეთნიკური სომხური მოსახლეობის ხმებმა გადაწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაშა აბხაზია“ ავრცელებს.
თვითაღიარებულ აფხაზეთში, ადგილობრივი სომხური საზოგადოების ყველაზე „თვალსაჩინო ლიდერმა“, „პრეზიდენტობის“ კანდიდატის, სერგეი შამბას მისამართით უკვე დააფიქსირა საკუთარი სიმპატიები. გალუსტ ტრაპიზონიანმა, რომელიც აფხაზების მხარეს, ქართველების წინააღმდეგ თავისი სეპარატისტული აქტიურობითაა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ შეკრებაზე, შამბას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
თუ აფხაზეთის სომხურ მოსახლეობაში ტრაპიზონიანის წონას გავითვალისწინებთ, ამ განცხადების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მათი დიდი ნაწილი შამბას დაუჭერს მხარს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მისი კონკურენტები ვერ შეძლებენ ტრაპიზონიანისთვის სხვა, არანაკლები გავლენის მქონე სომეხი ლიდერის დაპირისპირებას.
თუმცა, „ნაშა აბხაზიას“ განმარტებითვე, ხაჯიმბა და ანქვაბი, ამ კუთხით, განსაკუთრებულ აქტიურობას არ ავლენენ, რაც მათ, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. ეს ორი კანდიდატი, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ აფხაზური მოსახლეობა, რომელთა რაოდენობაც სეპარატისტული „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, ოფიციალურ დოკუმენტებშია დაფიქსირებული, შეძლებს არჩევნების ბედის გადაწყვეტას. თუმცა, ექსპერტების თქმით, სამწუხაროდ, აფხაზები არც ამჯერად არიან დამოკიდებულნი საკუთარ არჩევანზე.
http://#####.##/?m=1&AID=3271