თუ რამე დაიწყო...
ქვეყნის სამხრეთით, ასევე სამეგრელოში მოხდება დიდი ბრძოლები და შიდა ქართლში, კერძოდ გორსა და ახალგორში.
აუცილებლად უნდა დავიცვათ ქუთაისი, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გორში თავ-ბედი ვაწყევლინოთ მოწინააღმდეგეს და მაქსიმალურად გავაჭიანუროთ დრო რათა მაგისტრალი არ დაიკავონ.
ასევე ქვეყნის სამხრეთით უნდა გვყავდეს საკმარისი რაოდენობის ძალები, რომ მოახერხოს არათუ შეკავება მოწინააღმდეგის, არამედ დამარცხებაც.
რაც შეეხება თბილისს, პირველ რიგში უნდა იყოს დაცული საჰაერო შეტევებისგან, ასევე თუ იქნა მცდელობა დესანტის გადმოსხმის უნდა იყოს აღკვეთილი.
რაც ყველაზე მთავარია უნდა იქნას მოხალისეთა მობილიზება, თუმცა საამისოდ ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში.
ძაან კი გავაოფე, მაგრამ ჩემი აზრის ძალიან ცოტა ნაწილი გადმოგეცით.
ჩეჩნეთში საიდუმლო ოპერაცია წითელი ჯვრის თანამშრომელთა მასობრივი მკვლელობით დასრულდა
The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილმა ოფიცერმა სპეცსამსახურების საიდუმლო ქვედანაყოფის მიერ 1996 წლის ბოლოს ჩეჩნეთში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ისაუბრა.
დასავლეთში ემიგრირებული ФСБ-ს ოფიცერი ალექსეი პოტემკინი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციის ფარგლებში სოფელ "ნოვიე ატაგიში" წითელი ჯვრის საერთაშორისო ჰოსპიტალის 6 თანამშრომელი მოკლეს, მათ შორის კანადის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეები. რუსეთის ხელისუფლებამ მკვლელობებში ჩეჩნეთის შეიარაღებული ბანდფორმირებები დაადანაშაულა.
როგორც პოტემკინმა აღნიშნა, ის ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის 14-კაციანი ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო და ამ ოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. ოფიცრის თქმით, დივერსიულ ჯგუფს კაპიტანი სევასტიანოვი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად სპეცდანიშნულების რაზმმა ჩეჩნეთის შეიარაღებული დაჯგუფება გაანადგურა, რის შემდეგაც მებრძოლებმა ადგილობრივი სკოლის შენობაში განთავსებული ჰოსპიტალის თანამშრომელთა შემოწმების ბრძანება მიიღეს. ჰოსპიტალში შეჭრილ სპეცრაზმელებს წითელი ჯვრის მძინარე თანაშრომლები ჩეჩენი მებრძოლები ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც პოტემკინი აცხადებს, სპეცრაზმელებმა ჰოსპიტალში ადრე დახოცილი ჩეჩნების დოკუმენტები მიმოფანტეს, რათა თავდასხმის ეფექტი შეექმნათ და ინციდენტი ჩეჩნებისთვის გადაებრალებინათ. საქმე ისე დახურეს, მკვლელობებთან დაკავშირებით გამოძიება არც ჩატარებულა. როგორც The Times-ი წერს, თუ ამ საქმეს ახლა მაინც გამოიძიებენ, მოკლულთა ნათესავები რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას შეძლებენ.
მომზადებულია The Times-ის მიხედვით.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/msoplio/28684-chechne...l#ixzz16Iw7oN1c================
სამხრეთ კორეა საზღვარს აძლიერებს სამხრეთ კორეა დამატებით შეიარაღებულ ძალებს იმ 5 კუნძულზე გაგზავნის, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას ესაზღვრება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი მენ ბაკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.
სეული, ასევე უარს ამბობს კუნძულებზე საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფების რაოდენობის შემცირებაზე, როგორც ეს აქამდე იგეგმებოდა.
ცნობილი გახდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაც, რომ სამხრეთის "პროვოკაციებს" ახალი დარტყმით უპასუხებს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samkhedro/28655-samkh...l#ixzz16IwLsxkF---
შემდეგი გასროლა და ომის დაწყება ერთია.
This post has been edited by karela on 25 Nov 2010, 18:29
,,როგორც ადრე ვიმარჯვებდით დიდგორთან და ბასიანთან, ახლაც უნდა გავიმარჯვოთ დიდ ღორთან და ბასიაკთან!'' © ტარიელ ჭანტურია