pkm
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 469
წევრი No.: 27904
რეგისტრ.: 6-January 07
|
#24111037 · 21 Feb 2011, 11:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგარი სურათებია სად გადაიღე? თან ნაცნობი ადგილებია...ეს ველოსიპედი მაგრად ასწორებს * * * ვიდეო და სურათი არაა მაგრამ არანაკლებია. უბრალოდ წაიკითხეთ
დედა, იცი, აქ ისვრიან სულ
ისვრიან..მართლა ისვრიან..ეს ტყვიებიც მართლა კლავს..ბიჭები,ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…
დედა,იცი,ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი მეც ვისვრი, დედა დედა ეს ჯოჯოხეთია,სადაც უნდა გადარჩე სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა
დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი დედა ვხედავ და აღარ მტკივა სისხლი მდის და ვხელდები
იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს..
ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი მემახსოვრება, თავიდან უნდა მომიყვე ჩემი ცხოვრება..
მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამდე ვცხოვრობ..
ხუთი დღის წინ ირაკლისაც დაასწრეს.. დედა ვერ მოასწრო სროლა.. გახედა და არ ესროლა.. იარაღი დაუშვა.. დედა ვაჟკაცი ბიჭი იყო, მისი მოკვლა საცოდაობას დაატრიალებდა და არ მოკლა.. მანაც დაუშვა იარაღი, დაინდეს ერთმანეთი.. იკამ გამომხედა და აცრემლებულმა
მითხრა: ამის მოკვლა საცოდაობაა, შეხე რა ბიჭია.. ეს რომ მოვკლა, რა ნამუსით ვიცხოვროო.. და გაიღიმა.. ხომ გახოსვ დე, როგორი ღიმილი ჰქონდა… მაგრამ სხვებმა არ დაინდეს.. სხვამ ესროლა იკას.. და ღიმილიანი დავარდა.. აღარაფერი აღარ უთქვამს.. ირაკლის სისხლის სუნი დადგა ჰაერში.. იქ ცოდვის დღე დატრიალდა, დე.. იცი რა მოხდა? იმან, იმ ბიჭმა, თავისიანი მოკლა.. არ დაინდო.. არ აპატია, ომის მეგობარი რომ მოუკლეს.. არავის აპატია.. მერე ის გაგიჟებული ეგონათ დე, და მოერივნენ.. ვერ მოვითმინე.
ვერ მოვითმინე.. ხომ გესმის ჩემი, შენ უნდა გესმოდეს, სხვა გზა არ გაქვს, დედა, უნდა გესმოდეს, რომ ვერ მოვითმინე. ერთდროულად ორი კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან..
და ვისროლე..
ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა.. არა….. ვირგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი.. კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები.. მეც დავასწარი სხვას..
და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი სხვა ვერ გამოსცემს.. 22-25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. სკდომის ხმა..
ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევე დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო..
ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..
ყველაფერი მავიწყდება ნელნელა..
იცი რა მენატრება? შოკმანჟე და ჩვენს ნაძვებში მინდორზე წამწოლა, ჩემს საყვარელ ბიძაშვილებთან ერთად.. ისევ ფაცხის აშენება მინდა.. რომ ჩამოვალ ავაშენებ მერე.. დედა თუ არ დავრუნდი, ბევრი მიტირე.. ყველას გააგებინე.. ყველამ მიტიროს.. ვიცი რომ ბევრს დავწყვეტ გულს.. ვიცი რომ ბევრი მოტირალი მეყოლება… ყველას უთხარი, დე, რომ მამაცი შვილი გყავს.. უნდა იამაყო, დედა.. სხვა აღარაფერი დაგრჩება თუ სხვებმა დამასწრეს..
მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის
გამიგებს ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას…
დედა, ვიცი, რომ მეც შემეძლო ბევრის მსგავსად სახლში დავრჩენილიყავი, ავადმყოფის საბუთი გამეკეთებინა და ყოველ ღამით ლუდით ხელში სავარძელში ჩამჯდარს ტელევიზორი მეყურებინა და სადღეგრძელოებში მეპატრიოტა..
დედა, შენი შვილი უკვე კაცია.. ტყვიებში გაიზარდა. მე სახლში ვერ დამაკავებდით… მე მათთვის არ ვიბრძვი..თუ გადავრჩები, მათთვისაც მექნება პასუხი
მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული…
დედა, გული მწყდება.. მინდოდა,ვინმე მეც მყოლოდა გვერდში ვისაც ისევე ვეყვარებოდი, როგორც მე..ვისაც მოუნდებოდა ჩემთვის გულის გადაშლა.. ვინც მომეფერებოდა.. ვინც ჩემს მკლავზე დაიძინებდა.. ვის თმებშიც თავს ჩავრგავდი.. დედა ბავშვები მინდოდა.. ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა.. მე ეს ვერ გამოვცადე, დედა.. ვერ ვიცხოვრე…
მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჭებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..
მე შევიცვალე..
მე აღარ მტკივა..
მე აღარ ვნანობ..
* * * ჩემთან რა გინდა –
ჩემთვის ვთამაშობდი, დე...
ყველა ტანკი ავაფეთქე.
ბოროტები დავხოცე და
პრეზიდენტობანას ვთამაშობდი, დე.
ღილები თავისით ამწყდა – ჯიბეში მაქვს.
კოპები გუშინდელია,
სისხლები ფლომასტრით მივიხატე, დე.
ჯინსი რომ გამეხა, ხო არაუშავს,
ხო მაინც მოდაშია, დე.
დე, დე, ღამე ძილში
ვიღაცები რომ მოდიოდნენ,
შენ რომ მეუბნებოდი, სიზმარელები არიანო,
რატომ აღარ მოდიან, დე?
ალბათ სიბნელის და შავი ხელის
ჩემსავით ეშინიათ, დე.
შენ რომ დამიძახე
საჭმელად მოვდიოდი,
მაგრამ მათხოვარმა გამაჩერა,
შენ რომ ფულს ჩუქნიდი და
მუჭში რომ მაქვს, ეს ხატი მაჩუქა,
კარტოფილი ხომ არ გაცივდებოდა, დე?
ეტყობა, ერთი ბოროტი ვერ მოვკალი.
ცოტათი ამეწვა,
ხომ მალე მომირჩება, დე?
მე არ მისვრია,
იმან მესროლა,
შენს თავს ვფიცავარ, არ მტკენია, დე... * * * გახსოვს, სილაში პასკების ცხობისას (მე 3, შენ 4 წლის) ერთმანეთს ძმობა რომ შევფიცეთ?
გახსოვს თუნდაც ერთი დილა, ერთმანეთის აბსტინენციით რომ არ იწყებოდა?
მერე წამოვიზარდეთ.
ჯერ კიდევ სულელი ბავშვები ვიყავით და გვიკვირდა "რატომღაც"(სულელები რომ ვიყავით)
მერე "ჭკუაში ჩავვარდით" და "დავჭკვიანდით".
გახსოვს, როგორ გვიყვარდა მასხარაობა,"ლამაზი დეიდების" ლამაზ უკანალებზე?(თუმცა უმანკოები ვიყავით ჯერ კიდევ).
გახსოვს ერთი გოგო რომ შეგვიყვარდა ორივეს, მერე მურმანობა არ დაგვცალდა არცერთს და იმ გოგოს(ის გახდა მგონი მურმანი, (თუმც ულვაშები არ შემინიშნავს იმის სახეზე)), მაგრად "დავადეთ". გახსოვს როგორ გეზარებოდა დილაობით სირბილი?(მე მიყვარდა), მაგრამ არც კი იმჩნევდი ისე დარბოდი ჩემთან ერთად, თვალებისფშვნეტით.
გახსოვს ერთმანეთს სიგრძეზე ფურთხებაში რომ ვეჯიბრებოდით?
ამაშიც კი მჯობდი, ჩემო ძმაო.( ქვეშეცნეულად ყოველთვის მშურდა შენი, იმიტომ რომ, ჩემზე მაგარი იყავი. მერე ეს შური სიყვარულმა და ერთმანეთის შესისხლხორცებამ გააქრო)
გახსოვს გალეშილ მთვრალებს 4 კაცი რომ შეგვდგა ზედ(ისე მთვრალი მაგარი შარიანი იყავი),გვირტყამდნენ და ძირს წაქცეულები ერთმანეთს მივეკარით, ერთმანეთის დასალურჯებლად განწირულ ადგილებს ვეფარებოდით,ერთმანეთის ტკივილს უფრო განვიცდიდით ვიდრე საკუთარს.
შენ ყოველთვის ერთი წლით უფროსი იყავი ჩემზე, ეხლა კი მე გაგისწარი და ეს მაწუხებს.
უკვე ყვინჩილები ყივილს უნდა მივჩვეულიყავით, (ერთად) მაშინ როცა შენ თავის ტკივილები დაგეწყო.
ერთხელ დედაშენი შემხვდა ქუჩაში და ისეთი სახე ქონდა, გული შემეკუმშა (რაღაც ვიგრძენი, ჩვენ ხომ ერთი ხერხემალი გვქონდა უკვე).
გახსოვს შენ ტკივილებზეც რომ ვღადაობდით?
მერე გაუსაძლისი გახდა და ერთად გვტკიოდა .(როგორც "ვაჟკაცები" არ ვიმჩნევდით)
რამდენი თვალებდაჭყეტილი ღამე მიფიქრია იმაზე, რომ თუნდაც ჩემი სიცოცხლის ხარჯზე გშველებოდა რამე, (მე გამაბედნიერებდა ამის შესაძლებლობა) ვასველებდი ბალიშს ცრემლებით და დილით დედაჩემი ქოთქოთებდა: "დედა რაღა ვქნა, ამ ბავშვს რამდენი დორბლი მოსდის ღამეო",მერე მანაც გაიგო შენი ამბავი და ბალიშის პირებს ხმისამოუღებლად მიცვლიდა ხოლმე.
შემდეგ თმები შეგითხელდა და ტკივილი იმდენად ხშირი იყო, რომ მის გარეშე თავს უხერხულად გრძნობდი(თუმცა ეს "უხერხულობა" იშვიათი და სასიამოვნო იყო).
მერე იყო ზამთრის ღამეები და შიში.
გაზაფხული მოვიდა და ცოტა "დავიკიდეთ და მოგვეშვა", მაგრამ შენ უკვე თმები აღარ გქონდა, არც წარბები.
მე დაგცინოდი, მელოტოს გეძახდი და ვგრძნობდი, რომ ეს გსიამოვნებდა.
გახსოვს ქალებში რომ წავედით? სუტენიორთან მე მივედი, როგორც ბუღალტერი
ჩვენს შორის( შენ ხომ ერთი წლით უფროსი იყავი და "არ გეკადრებოდა" ეგეთები), იმ ნაბოზვარმა მითხრა: რა ჭირს მაგ ბიჭს?( თვალები პანკივით ჩაშავებული გქონდა( თუმცა ეს ავადმყოფური სიშავე იყო)) ავადმყოფებს არ ვიღებთო. მე შენთან მოვედი გინებით და გითხარი რომ, იმ დღეს მარიამ მაგდალინელის ხსენების დღე იყო და თან ფულიც არ გვყოფნიდა.
შენ ჩაიცინე და წამოვედით, მთელი გზა ხმა არ ამოგიღია, მაგრამ იმ დღეს მაინც მოვახერხე შენი გამხიარულება.
გახსოვს ერთხელ ქუჩაში რომ მივდიოდით, (სიცხეში ქუდი გეფარა თვალებამდე ჩამოფხატული(მე ამაზეც დაგცინოდი და გსიამოვნებდა)) თავბრუ დაგეხვა, ფერი წაგერთვა და ისე რომ არაფერი შეგიმჩნევია სკამისკენ გაიწიე, ჩამოჯექი და სული რომ მოითქვი მითხარი: "მოდი დაჯექი, აქ სუფთა ჰაერიაო", გული შემეკუმშა.მეც დავჯექი, მერე როცა მივხვდი, რომ უკეთ იყავი( ფერი მოგივიდა) გითხარი: წამო ბიჭო, რომელი შეყვარებული მე მნახე, ბაღში, სკამზე შენ გვერდით რო ვზივარ-
მეთქი. შენ ჩაიცინე და წავედით. სახლში აგიყვანე და მე ჩემ სახლში წავედი მხიარული სახით( უნდა მეტირა).
იცოდი, რო წასული იყო შენი საქმე, მაგრამ ეგოისტი არ გამხდარხარ. პირიქით. იუმორი დაგეხვეწა ( შენ ხომ ყოველთვის უკბილოდ ხუმრობდი).
ბოლოს ძალიან ცუდად იყავი, მაგრამ მაინც დადიოდი( შენ გიყვარდა ერთი ინგლისური გამოთქმა : never give up).
შემდეგ საწოლიდან ვეღარ დგებოდი და იქაც გეკაიფებოდი. (შენ გსიამოვნებდა, მაგრამ ტკივილისგან დაღრეჯილ სახეს გაღიმება აღარ შეეძლო).............
შენმა დამ ღამის 4 საათზე დამირეკა (მეღვიძა). ტიროდა. გკითხულობსო. მე გზაში ვერ ვიტირე ისე მოვრბოდი.. შემოვედი და შენი ოთახის კარი სიკვდილმა გამიღო. მარტო იყავი. ასე მოგისურვებია.....................
-სად ხარ შეჩემა ამდენ ხანს?
-მეძინა. რას მაღვიძებ, რო მაღვიძებ? მან ისევ ჩაიცინა( უკვე აღარც ესიამოვნა ეს ხუმრობა, აღარც ეწყინა. აღარ შეეძლო ეგეთები).
-ვკვდები. თქვა და ცრემლი ჩამოუგორდა. -ბიჭო იქ რო წამოხვალ, (ეს ეგოიზმი არ ყოფილა, თავს დავდებ) ქალები წამოიყვანე და შამპანური და არაყი წამოაყოლე, ლუდი არ გინდა, იქნება..............ცოტა ხანი ხმა აღარ ამოუღია. მერე მითხრა: -არ ინერვიულო და ორმოცის მერე ნებას გრთავ, რო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე შე გათახსირებულო, შენა. მერე სუსტად გაეღიმა.
მივედი და გვერდით მივუწექი. ჩავეხუტე. და ერთმანეთს დავტიროდით, სანამ დედამისის კივილმა არ გამომაფხიზლა.ხერხემალახეულის ტკივილები მქონდა........რაღაც ბურანში ვიყავი................. უკვე გაცივებულიყო.........
This post has been edited by d_tsabo on 21 Feb 2011, 14:58
|