Koalaამაზე ისევ ამ ფსალმუნის სიტყვებით ვუპასუხებ...
"ღმერთზე მინდობილს იგი დაიცავს...
ის დაიფარავს თუ ნებავს იგი"...
ცხოვრებაში ასეთ ფაქტებს არ მე ვუარყოფ რომ ზალიან ბევრჯერ ბევრ ადამიანს გაუმართლა და ღმერთმა არ გაწირა მაგრამ...
მასზე მეტი ფაქტებია ცნობილი რომ ერთიანად გაუწყვეტიათ ჩასაფრებაში ვიდრე გადარჩენილან...
ასეა თუ ისეა მე არ ვუარყოფ არაფერს თუმცა ორ საინტერესო ამბავს მოვყვები...
2004-ში ერედვში წითელ მიწებზე მომხდარი ამბავს გავიხსენებ...
როდესაც იქ განლაგებული მაშინდელი შინაგანი ჯარის შენაერთის თავდაცვის სამინისთროს საკონტრაქტო დანაყოფის კომანდოს ბატალიონით ჩაანაცვლება დაიწყო ერთ ერთ პოზიციაზე გადაბარებისას კონტრაქტნიკი ჯარისკაცის კითხვაზე თუ რა ხდებოდა ამ პოზიციებთან შ/ჯ-ს ჯარისკაცის იქაური "პალაჟენიის" გაცნობისას მოყვა რომ თურმე ორი დღის წინ 40-50 მეტრში ოსები ვილისით ამოუვარდნენ პოზიციაზე და სროლა დაუწყეს მათ...
მერე თქვენ რა ქენითო კითხვაზე უპასუხეს ჩვენც ვესროლეთო...
მერე ? გახარებულმა ჯარისკაცებმა იმ მიმართულებით გაიხედეს სადაც წინა დღეს თავდამსხმელები იყვნენ იმის იმედით რომ დამწვარ ვილისს და განადგურებულ საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეებს იხილავდნენ რომ პასუხად მიიღეს ორი მგონი მოვკალითო...
მერე სადაა ან მოკლული ან ვილისიო გაკვირვებულებმა იკითხეს მათ...
გაიქცნენ იყო პასუხი და გაოცებული კომანდოსები პირდაღებულები დატოვეს პოზიციაზე...
ასეთი ჩასაფრებიდან კი წავა ყველა უკან მკვდარიც კი თავისი ფეხით ...
ახლა კი მინდა ადრე წაკითხული ამბავი მოგითხროთ მის სინამდვილეზე მე პასუხს მართლაც ვერ ვაგებ...
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა დააფასეს სპეც დანიშნულების ნაწილების მნიშვნელობა ...
ამის შემდეგ მათ დაიწყეს სხვა და სხვა მიმართულებით შენაერთების შექმნა...
მათი უმეტესობა სამხედრო ბაზა "ფორტ ბრეგ"-ში იყო თავმოყრილი...
მინდა დავწერო ვინმე სერჟანტ ბენევედისზე რომელიც მწვანე ბერეტების ერთ ერთი მებრძოლი იყო ვიეტნამის დროს...
1968 წელს ერთ ერთი წირვის დროს გამოცხადდა განგაში რომ ამერიკელ მწვანე ბერეტთა 12 კაციანი სადაზვერვო ჯგუფი ვიეტნამელებს ალყაში მოექციათ და ცხრილავდნენ...
რამოდენიმე წამში ვერტმფრენი აფრინდა რომლის ბორტზე თავისი სურვილით ასული ბენევედისიც ყოფილა რომლისთვისაც არავის დაუვალებია წასვლა...
როდესაც ბრძოლის ადგილს მიუახლოვდნენ აღმოჩნდა რომ ორ ჯფუფად გახლეჩილი 12 ამერილკელიდან 4 უკვე მკვდარი ყოფილა დანარჩენი 8 კი დაჭრილი რამდენიმე ასეული ვიეტნამელი კი მათგან სულ რაღაც 30-50 მეტრში...
ვერტმფრენი ერთ ერთი ჯგუფის გვერდით დაეშვა ბენევედისი გადმომხტარა და მასინვე ფეხში დაჭრილა მიუხედავად ამისა ყველა მოკლული და დაჭრილი ვერტმფრენში აუთრევია ამასობაში კიდევ ერთი ტყვია მოხვედრია და ხელყუმბარის შრაპნელით სახესიც დაჭრილა...
ჯერი მეორე ჯგუფზე მიდგა ...
სანამ ბენევედისი ამათაც ვერტმფრენში აათრევდა ვიეტნამელებს ორივე მფრინავი დაეხოცათ და აშკარა ყოფილა რომ ვერსად გაფრინდებოდნენ...
ბენევედისს რომელიც უკვე ზურგშიც დაჭრილა და მუცელშიცმოკლული ოფიცრის პაკეტიდან რუკა და რადიო გადაცემების კოდები ამოუღია და სამხედრო ავიაციის ცეცხლის კორექტირება დაუწყია...
გამანადგურებლებს ამოუბუგიათ ვიეტნამელების დიდი ნაწილი დანარცენებმა კი უკან დახევა დაიწყეს რადგან თავზე სხვა ვერტფრენები წამოსდგომოდნენ ამასობაში ბენევედისს თეზოშიც მოხვედროდა კიდევ ტყვია ...
მაგრამ ის მაინც ყველა ცოცხლად გადარჩენილს დახმარებია სხვა ვერტმფრენში გადასვლაში...
ერთი დაჭრილის გადაყვანისას რომელსაც ხელით მიათრევდა დანით გაფატრა ვიეტნამელი რომელიც წინ გადაეღობა ხოლო მის დასახმარებლად ჯუნგლებიდან გამოსული ორი კი ავტომატით ჩახოცა...
ამ დაჭრილის შემდეგ კი კიდევ ერთიც მიიყვანა ვერტმფრენმდა და მხოლოდ მერე ავიდა თვითონაც...
ბაზაზე მისულებს ექიმი დაადგათ თავზე ბენევედისის გმირობით აღფრთოვანებულმა ჯარისკაცებმა ამ ექიმს პირველრიგში იმ ჯარისკაცის დახმარება სთხოვეს ...
ექიმმა ჭრილობები გაუსინჯა და ხელი ჩაიქნია "ეს უკვე მკვდარია"- თქვა მან და უცებ აღშფოთებულმა "მკვდარმა" მას სახეში შეაფურთხა ...
საუკეთესო სამხედრო ქირურგები მთელი წლის განმავლობასი ოპერაციას ოპერაციაზე უკეთებდნენ და დღე დღეზე ელოდნენ რომ ვეღარ გაუძლებდა და დაიღუპებოდა ...
ის დაუჯილდოვებიათ " ჯვრით სანიმუშო სამსახურისთვის"...
თურმე ყველა აღიარებდა რომ ის უმაღლესი ორდენის ღირსების მედალს იმსახურებდა მაგრამ არ წარუდგენიათ თურმე ამ მედლის გაცემის პროცედურა ხანგრძლივი ყოფილა და თურმე ფიქრობდნენ რომ ცოცხალს ვეღარ მიუსწრებდნენ მაგრამ გადარჩენილა...
1981 წელს მისი ისტორია რეიგანს უამბეს თურმე პრეზიდენტს პირადად გადაუცია მისთვის ღირსების მედალი ...
რეპორტიორებისთვის მოუთხრო თურმე ეს ისტორია და როგორც ყოფილ მსახიობს ასეთი შეფასება მიუცია " ეს რომ ფილმის სცენარი იყოს ყველა დასცინებდა არარეალურობის გამო"