გენერალ გია გულიას სახელის მიმართ საქართველოს საზოგადოება ორად არის გახლეჩილი...
ზოგი მას საქართველოს მოღალატედ და მტრად მიიჩნევს...
ეგ რაზმი სწორედ პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიზე სანადიროდ შეიქმნა თავიდან...
პირველი რეალური საბრძოლო ნათლობაც სამეგრელოში მიიღო ქობალიას რაზმებთან ბრძოლისას...
მოკლედ უამრავ ადამიანს საქართველოში ეგ რაზმი მისი სახელწოდების გამო ლამის რუსული მე-8-ე პოლკივით მტრად მიაჩნდა...
მისი დაშლა გარდაუვალი იყო...
არადა ის პატრიოტი პროფესიონალი მებრძოლები რომელთა უმეტესობა სამოქალაქო ომის მერე მოვიდა მაგ რაზმში არ იყო სახლში გასაშვები ხალხი...
ხოდა შეიყვანეს ზოგი ვაშლიჯვარის სპეცებში ზოგიც სოდ-ის სპეცებში...(ვისაც საით გაუწია გულმა)
და რაა???
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ...პირიქით... ძალიან სწორე გადაწყვეტილება იყო...
ვაშლიჯვარი დღემდე არაა დაკომპლექტებული სრულად (როგორც შტატით ეკუთვნის) და მაშინ ხომ საერთოდ...
რატომ არ უნდა მიეღოთ გამოცდილი (პროფესიონალი) მებრძოლები იქ სადაც მათი დიდი დეფიციტი იყო???(და არის)
კი სპეციფიკა და მომზადების მეთოდიკა განსხვავდება ვაშლიჯვარში გულუას რაზმის მომზადებისგან მაგრამ მერე რაა???
ადრე თუ გვიან ეგ უნდა გაკეთებულიყო...კარგია რომ შედარებით უმტკივნეულოდ მოხდა ყველაფერი...
P.S. ბოლო არსენლის ნომერში 21-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სერჟანტის მონაყოლი რომ წავიკითხე ის დასკვნა გამოვიტანე (პირდაპირ მაგას არ წერს მაგრამ ბევრი რამ მიანიშნებს) რომ რეალურად პროფესიონალი სამხედროები (რასაც ქვია პროფესიონალები...კონტრაქტით მსახურობდე არ ნიშნავს ავტომატურად პროფესიონალი იყო) მარტო სპეცნაზებში გვყავს სამწუხაროდ...

ბრიგადებში კანტიკუნტად...
მიუხედავად სახმელეთო ჯარების 100%-ით კონტრაქტით სამსახურზე გადასვლისა მასა (უმეტესობა როგორც ჩანს) ჯერ არაა პროფესიონალ სამხედროებად ჩამოყალიბებული...
This post has been edited by 098 on 31 Dec 2008, 01:43