#40899073 · 11 May 2014, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zindiosama
| QUOTE | | რეალურად აშშ-ში საბჭოთა კავშირის პოტენციურ მტრად აღქმა უკვე სტალინგრადის და კურსკის მერე დაიწყეს |
სინამდვილეში - უფრო გვიან. სსრკ-სა და დასავლეთს შორის განხეთქილების ვაშლად პოლონეთი იქცა: იქაური მთავრობის თაობაზე ვრაფრით შეთანხმდნენ. სადღაც 1944 წლიდან დაიწყო წინააღმდეგობები, რომლებიც, გარდა პოლონეთისა, საბრძნეთის, იუგოსლავიის, ტრისეტის ოლქის და ავსტრიის თემასაც მოიცავდა. Nacisti08
| QUOTE | | იალტის კონფერენციაზე (მიმდინარეობდა 4-11 თებერვალს 1945 წლისა) სტალინმა მოითხოვა რომ ბერლინი საბჭოელებს უნდა აეღოთ. |
ასეთი რამ იალტის კონფერენციაზე არ თქმულა. საუბარი შეეხებოდა ძირითადად ორ საკითხს: მესამე რაიხის მიერ ოკუპირებული ქვეყნებისა და ტერიტორიების ომისშემდგომ საზღვრებს (ასევე - მოკავშირეთა საოკუპაციო ზონებს გერმანიაში) და საერთო მტრის გაქრობის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებათა უცვლელობისა ურყევობის გარანტიებსა და ორგანოებს, რომლებიც ყოველივე ამას უზრუნველყოფდნენ. ბერლინს რომ საბჭოთა ჯარები აიღებდნენ, ეს იალტის კონფერენციის დაწყებისათვის უკვე ცხადი იყო: არდენებში გამართული დრამისა და რურის გარემოცვის ოპერაციების ფონზე დასავლელ მოკავშირეებს ბერლინისკენ წინსვლისათვის ძალები და საშუალებები აღარ ყოფნიდათ. Trance In Tranceესენი ნახე http://www.wilsoncenter.org/program/cold-w...history-projecthttp://legacy.wilsoncenter.org/coldwarfiles/ This post has been edited by Wanguard on 11 May 2014, 21:36
--------------------
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ. Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.
|