
აი ბორის პაიჭაძის მეზობელი ვინ ყოფილა

მხოლოდ ეს ვიპოვე:
ნანეიშვილი ვლადიმერ ვარდენის-ძე
დეპუტატი ხაიშის ¹296 საარჩევნო ოლქიდან
ამხ. ვლადიმერ ვარდენის-ძე ნანეიშვილი დაიბადა 1903 წელს რკინიგზელის ოჯახში.
შრომითი საქმიანობა ამხ. ვ. ვ. ნანეიშვილმა დაიწყო 1919 წელს მუშად კერძო მოიჯარადნესთან ქ. გორში, ხოლო შემდეგ 1924 წლიდან იგი მუშაობს საფინანსო ორგანოებში.
1925 წლიდან 1957 წლამდე ამხ. ვ. ვ. ნანეიშვილი იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. თითქმის 30 წლის განმავლობაში მას ეკავა მეთაურის თანამდებობანი სსრ კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებსა და შენაერთებში.
ამხ. ვ. ვ. ნანეიშვილი თეთრფინელთა და გერმანელ-ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ომის აქტიური მონაწილეა. ჩვენი სამშობლოს მტრებთან საჰაერო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის ამხ. ვ. ვ. ნანეიშვილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის მაღალი წოდება. იგი დაჯილდოებულია თხუთმეტი ორდენით და ხუთი მედლით.
ამხ. ვ. ვ. ნანეიშვილი სკკპ წევრია 1928 წლიდან. იგი არჩეულია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სარევიზიო
კომისიის წევრად.
ამჟამად გენერალ-ლეიტენანტი ამხ. ვ. ვ. ნანეიშვილი მუშაობს არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი ნებაყოფლობითი საზოგადოების საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარედ.
This post has been edited by ZSU-23-4 on 27 Feb 2011, 23:31