
ამ კაცისგან ასეთ განცხადებას არ ველოდი. ან რას ნიშნავს დამოუკიდებელი ფლოტი?
ტექსტში ცოტა სხვანაირად უწერია....
1) გიორგი თავდგირიძე საქართველოს საზღვაო ფლოტისა და ავიაციის შესახებ 10-წლიანი გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
კაია თუ გრძელვადიანი გეგმა გაიწერება
2) თავდგირიძის აზრით, „არსებული მცურავი საშუალებები მხოლოდ სანაპირო დაცვისათვის იყო გამოსადეგი. შესაბამისად, ორი სანაპირო დაცვა საჭირო არ არის და ის უნდა გაერთიანდეს.
მაგრამ შეიძლებოდა გაერთიანებულიყო სამხედრო-საზღვაო ძალების საფარქვეშ და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში და შეესრულებინა სანაპირო დაცვის ამოცანები
მომავალი ფლოტისთვის კი წინაპირობა შეექმნათ.... თან საზღვაო ძალები მარტო ფლოტი არაა
3) რაც შეეხება ავიაციას, გიორგი თავდგირიძის აზრით, ის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს არ აქვს საშუალება
არსებული საშუალებები გაერთიანდა როგორც მხარდამჭერი ავიაცია, ხოლო ზოგადად, ცალკე სახეობა გაუქმდა.
ამაშიც ვერ დავეთანხმები... გაუქმდა მარტო მმართველი რგოლი (რაც დიდი სახსრებს არ მოითხოვდა), დანარჩენი იგივე დარჩა
მაშინ ეხლა როგორ ვინახავთ? ანუ შესაძლებელი ყოფილა.... თუ იმას გულისხმობს, რომ საერთოდ ძლიერი ავიაციის ყოლაა ძვირადღირებული პროექტი, მაშინ ვეთანხმები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიაციაზე უარი უნდა ითქვას..... უნდა მოხდეს ეტაპობრივი განვითარება
4) აქვე ექსპერტი 10-წლიანი პროექტის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
„თეორიულად უნდა დამუშავდეს ორივე პროექტი - საქართველოს საზღვაო ფლოტი და საქართველოს ავიაცია. უნდა მოხდეს განვითარების გეგმის შედგენა, რომელიც პირველ ეტაპზე, როგორც მეზღვაურებისა და საზღვაო ოფიცრების, ასევე პილოტების მომზადების ბაზას შექმნის,“ - აცხადებს თავდგირიძე, რომლის აზრით, ამ ორი მიმართულების განსავითარებლად, ცალკე რესურსების გამყოფა უნდა მოხდეს.
ამასაც ვეთანხმები.. კადრების მომზადების მხრივ
This post has been edited by socom on 23 Oct 2012, 17:28