საყოველთაო გაწვევა.
სკოლის დამამთვრებელ კლასში ყველა გადის საექიმო კომისიას, ფიზიკური და უნარების ტესტები, ფიზიკური ტესტის შეფასება I , II, III და უნარების ტესტები A, B, C. გასაწვევის ყველაზე მაღალი შეფასება იქნება IIIC. შესაბამისად ყველაზე დაბალი 1A. სკოლის დამთავრებისთანავე გასაწვევისთვის უკვე ცნობილია მისი შესაძლებლობები და არმიის სახეობა სადაც იმსახურებს.
გაწვევის ვადა 12 ან 18 თვე ყველა კატეგორიისთვის, (მე 18 თვეს ვემხრობი, დემობილიზაცია მოუწევთ ზამთარში და შესაბამისად გაზახფულამდე გარკვეული დრო რჩება ახალი შევსებისთვის), მხოლოდ IIIC -სთვის (სპეცრაზმები) იქნება 3 წელი.
პიროვნებას შეუძლია უარი თქვას არმიაში სამსახურზე, სამაგიეროდ (კანონის ძალით) ვეღარასოდეს იმუშავებს სახელმწიფო სექტორში, მხოლოდ კერძო. არანაირი სახელმწიფო შეღავათი ან დახმარებას ვეღარ მიიღებს, ანუ პრინციპი მარტივია, თუ შენ უარს ამბობ ემსახურო სახელმწიფოს მაშინ სახელმწიფოც უარს ამბობს შენზე.
რაც შეეხება IIIC გაწვეულებს 3 წლით, ესენი გაივლიან სპეციალურ მომზადებას (მწვანე ბერეტების მსგავსს) და შეადგენენ ცალკეულ ასეულებს (შემდგომში ბატალიონებს) ცალკეულ მიმართულებებზე (აფხაზეთი- ადიგეა -ყაბარდო ბალყარეთი, ჩეჩნეთი - ინგუშეთი-დაღესტანი, რუსეთი-ჩრდილო ოსეთი, სომხეთი, აზბაიჯანი-ირანი , თურქეთი).
IIIC კატეგორია (და შესაძლოა IIC -ც) იმსახურებს 3 წელი, სამაგიეროდ დემობილიზაციის შემდეგ უკონკურსოდ მიიღებიან სერჟანტთა სასწავლებლებში, სამხედრო აკადემიაში, პოლიციის და უშიშროების სასწავლებლებში, ანუ ეს იქნება სამჭედლო ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისთვის.
დანარჩენი მობილიზებულები კი კატეგორიების მიხედვით, ვთქვათ IIIA (მაღალი ფიზმომზადება - დაბალი უნარებბი) - არტილერიაში გამტენად, და ვთქვათ IC ავიაციაში ტექნიკოსად ან კავშირგაბმულობა.
სერჟანტთა კორპუსი უნდა იყოს პროფესიონალური, ძირითადი ბირთვი უნდა იყოს IIIC დან დემობილიზებულები, ანუ ნამდვილი პროფესიონალი ჯარისკაცები უკვე
დემობილიზაციის შემდეგ, ყველა იღებს პირად პლასტიკურ ბარათს და ორი კვირის განმავლობაში დგება აღრიცხვაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ნაწილი დემობილიზებულების (ვთქვათ 2 - 3 წლის გაწვევა) იქნებიან მიმაგრებული იმ შენაერთებზე სადაც იმსახურეს, მაგალითად ცხოვრობ თბილისში, იმსახურე ქუთაისში, საჭიროების შმთხვევაში (ფარულ მობილიზასციის დროს) შენ გაქვს 48 სათი ქუთაისში შენ ნაწილში გამოცხადებისთვის, ანუ უკვე არსებულ ბრიგადა N -ის ადგილზე (სათადარიგო პოზიციაზე) იქმნება ბრიგადა N -ის კოპია დანაკარგების შესავსებად.
ამ ყველაფრის ორგანიზაცია იქნება ადგილობრივ კომისარიატებზე, სასწავლო განგაშები, ცრუ გამოძახებები. წელიწადში ერთხელ ნამდვილი გამოძახებით.
დემობილიზიბულების მეორე ნაწილი (3 წელი და ზევით სიშორის გაწვევა) გადადის ტერიტორიალური თავდაცვის ძალებში, რომლებიც რეგიონალური პრინციპით იქნება შექმნილი, ტბილისელი - ტბილისში ზუგდიდელი ზუგდიდDში , მათი დანიშნულება იქნება ფლანგების დაცვა, კონტრდივერსიული და დივერსიული ბრძოლა (რეგიონის ოკუპაციის შემტხვევაში), მსხვილი დასახლებული პუნქტების დაცვა. მათი ხელმძვანელობა ადგილზე რეგიონში იქნება უშიშრეოების და პოლიციის რეგიონული კადრები (IIIC მოვლილები).
ქვეყანა უნდა დაიყოს სამ ზონად, 1) მწვანე გარე კახეთი, სამცხე აჭარა სადაც განთასვდება სასწავლო ცენტრები და სადაც მოხდება მობილიზებულისგან ჯარისკაცის ჩამოყალიბება 1 წლის განმავლობაში, შემდეგ გადმოვლენ (6 თვის განმავლობაში) 2) მწვანე ზონაში გურია იმერეთი ქართლი კახეთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე , მხოლოდ IIIC იქნება წითელ ზონაში შიდა ქართლი სამეგრელო.
აუცილებელია არმიის შენაერთების დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით განლაგება, ქვეითი ბატალიონები უნდა იყვნენ მუდმივ პატრულირებაზე ყვითელ ზონაში, კანონით შეეძლებათ ბრაკონიერების დაპატიმრება და წესრიგის დაცვაც, ელემენტარულად საქართველოს ბუნებაში რომ ყოველდღიურად რამდენიმე ასეული პატრული ივლის ბევრ სხვა რამესაც წაადგება.
+ მაგათზე წინ იდგება IIIC სპეცნაწილები ასევე მუდმივ პატრულირებაზე და შეიძლება დივერსიულ - ანტიდივერსიული სწავლებების, ფრონტის ხაზის გადაკვეთის და ა.შ სწავლებების ჩატარებები.
IIIC სპეცნაწილები იდგებიან საზღვარტან ყველაზე ახლოს, დასავლეთში ენგურთან, ჩრდილეოთში სვანეთი - რაჭა - ტუშ ფშავ ხევსურეთი - სამაჩაბლოში.
სასწავლო კურსის 1.5 წლის შემდეგ მუდმივ საველე პირობებში კიდევ 1.5 წელი.
გარდა ამისა რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ხალხმა მასიურ თავის დაბრაკვას არ მიყოს ხელი. რარაცნაირად უნდა მოვახერხოთ ეგა.
ეხლა ეს ელემენტარულია, ვთქვათ გორში იწყება სამედიცინო შემოწმება, კომისია იქნება 3 ექიმი (ერთი თელაველი, ერთი ახალციხელი, ერთი ჩხოროწყუელი) სამივე დამოუკიდებლად მოაწერს ხელს დაბრაკვის აქტს, მერე აქტი იგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში სადაც მინისტრი პირადად აწერს ხელს, და მხოლოდ ამის მერე ამოწმებენ თავდაცვის სამინისტროს ექიმები დაბრაკულს და საბოლოოდ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ბრაკავენ.
ი მანდ კორუპციის არდაშვება იქნება ყველაზე დიდი პრობლემა...
ასევე არანაირად, შემოწმების მაქსიმალური დუბლირება და გაყალბების შემთხევაში ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევა ციხეში გაშვებით(მუხლით: დივერსია საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ), ეხლა რამდენი უნდა გადაიხადოს გასაწვევმა რომ ერთდროულად მოისყიდოს სამი ექიმი (სხვადასხვა ქალაქებიდან) + ჯანდაცვის კომისია + თავდაცვის კომისია + თავდაცვის მინისტრი, გასაგებია რომ მსგავსი თანხა + ორგანიზაციის უნარი ექნება მოსახლეობის ძალიან მცირე ასე ვთქვათ რამდენიმე ასეულ კაცს და როცა ცნობილი და ფინანსურად ძლიერი ოჯახის შვილი ჯარიდან დაიბრაკება ეს საყოველთაო ფაქტი გახდება რომლის დამალვის კონტროლი შეუძლებელია და თუ პრეზიდენტიც აიღებს ეხლა ქრთამს და დაბრაკავს ეგ აღარ ვიცი smile.gif , მარა დაბალ დონეზე ვერ გარისკავენ
პს.
როგორი უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალებიმართალი ვიყავი როგორც უკრაინამ აჩვენა
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინანდელი პოსტია
ჩვენ მხოლოდ ესეთი არმია გვჭირდება
დანარჩენი არის სისულელე და ფინანსები ენერგიის ტყუილი ხარჯვა
თუ სომალელი გლეხების უსაფრთხოდ მუშაობის შედეგად მიღებულ სიხარულს და სიამაყეს არ გავითვალისწინებეთ
მარა რეალურად, როცა რუსი დაიწყებს შეტევას, გადმოსხდება დესანტი და გრუს სპეცრაზმები ამოქმედდებიან გამოჩნდება რომ რაც აქამდე გვიკეთებია არის სისულელე და სიბრიყვე
ნატო არა შმატო და კატო