უდმურტეთში სამხედრო არსენალის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა
უდმურტეტში, ირჟევსკთან ახლოს 102-ე სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალების აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე ფსიქოლოგები მუშაობენ. არსენალიდან 10 კმ-ის რადიუსში ევაკუირებულია 28 000-ზე მეტი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის უახლოეს დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრებათ. ხანძრის ჩაქრობას ჭარბი კვამლი აფერხებს.
102-ე საწყობში საბრძოლო მასალები 2 ივნისის ღამეს ხანძრის გაჩენის შედეგად აფეთქდა. ინციდენტის რაიონში გადაიკეტა რკინიგზის მონაკვეთი და ელაბუგ-პერმის ფედერალური ტრასის ნაწილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, კონაშენკოვის თქმით, ხანძრის წარმოქმნის მიზეზები მხოლოდ მისი ლოკალიზების შემდეგ დადგინდება.
http://www.ambebi.ge/samkhedro/37049-udmur...l#ixzz1OCAoADfb