davidgureთუმცა აი სხვაგვარი მიზეზი:
რუსული სპეცსამსახურების ვარაუდით, დოკუ უმაროვი საქართველოში ან თურქეთში იმალება
12:14 13-05-2011
რუსული სპეცსამსახურების ვარაუდით, დოკუ უმაროვი საქართველოში ან თურქეთში იმალება ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გადარჩა.
მონაცემები მისი ჩეჩნეთში ან ინგუშეთში ყოფნის შესახებ არ არსებობს. სპეცსამსახურების თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ უმაროვი უცხოეთში გაიქცა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის "ნომერ პირველი ტერორისტის" სავარაუდო ადგილსამყოფელად საქართველოს და თურქეთის ტერიტორიას განიხილავენ.
უმაროვი შესაძლოა, ძმის, ვახას სახლს აფარებდეს თავს სტამბულში. "სავარაუდოდ, უმაროვი ახალ თურქეთში იმყოფება. ცნობილია, რომ სტამბულში ბევრი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი იმალებოდა. მით უმეტეს, რომ იქ მისი ძმა ვახა ცხოვრობს"- განაცხადა ინკოგნიტო წყარომ ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურიდან.
რუსული სპეცსამსახურების აზრით კი, უმაროვი თანამებრძოლების განადგურების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდა და პანკისის ხეობაში იმალება.
"მას სამედიცინო დახმარება სჭირდება: ალბათ, მოყინული ფეხები და დიაბეტი თავს შეახსენებდა. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ მარტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს უმაროვი დაიჭრა, პანკისის ხეობაში კი მას მკურნალობენ", - წერს "კომსომოლსკაია პრავდა" სპეცსამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ტერორისტების მსხვილი დაჯგუფების ლიკვიდაციის ოპერაცია ინგუშეთში მარტში ჩატარდა. თავიდან მიიჩნეოდა, რომ დოკუ უმაროვი სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს, თუმცა ეს ინფორმაცია დნმ-ის ანალიზმა არ დაადასტურა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...hi-imaleba.htmlახალი ნადაგი მზადდება "პროამერიკელი გრუზინების" დასასჯელად..
This post has been edited by root_admin on 13 May 2011, 12:37