ესეიგი მე რაც იქ წავიღე, 95% გამომადგა.
ეხლა დავწერ იმ 5 პროცენტსაც

დავყოფ კატეგორიებად
1)აუცილებელი
2)სასურველი
3)ფუფუნება
1) აუცილებელი:
სველი სალფეტკი , სასურველია 2 შეკვრა. და თან სხვადასხვა. მე პირადად მაგის სუნს ვეღარ ვიტანდი და სხვადასხვაზე უფრო ნაკლებად გამაღიზიანებელი იქნება. რაც მთავარია, უნდა იყოს უალკოჰოლო.
ტუალეტში სასიარულოდ მისწრებაა

ფლოსტები, უმაგისოდ მაგრა ჭირს.
თხევადი საპონი.
ერთჯერადი შამპუნები 5-8 ცალი.
საპარსი ქაფი და ბრიტვა.
ბევრი ტრუსი და ნასკები
2) სასურველი :
კომუფლირებული მაისური 2-ცალი. ბოლოს დავდებ სურათს როგორი. ყავისფერსაყელოიანი,
არაპიქსელი.
ერთჯერადი ყავები
სნიკერსები
კანფეტები
ძეხვი (თუ შანსი იქნა დაითრიეთ, პოლიგონზე მისწრებაა)
ყურის ჩხირები
ფანარი ან სანთებელა რომელიც ანათებს.
საათი წაიღეთ ცალკე, გამოგადგებათ.
3) ფუფუნება:
თქვენივე ბატინკები, შავი ფერი, ჩაგაცმევენ, პრობლემა არაა.
მადუღარა.
mp3 player.
ბოტასები (არის შანსი რო ჩაიცვათ).
რესპირატორი ან სამედიცინო ნიღაბი

დიდი პირსახოცი.(პატარა არ გინდათ, მოგცემენ 2 ცალს) გაჭირვების დროს პატარითაც შეიძლება ტანის გამშრალება.
მგონი სულ ეგაა... ხო მაისური უნდა იყოს დაახლოებით ასეთი, ყურადღება მიაქციეთ საყელოს.
მიმაგრებული სურათი