აქ ამ თემაში როგორც ვატყობ ასეთი სიტუაციაა - დაყოფილია ხალხი 2 მხარედ
1. ვინც გაიარა ალგეთზე რეზერვი, მათ შორის არავის არ მოეწონა ამათი ორგანიზეცია და სწავლების პროგრამა, ნუ პირობებზე ხო აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ეგ მეორეხარისხოვანია
2. ვისაც არ გაუვლია ეს რეზერვი, ბრმად მოწონს და თვლის რომ თუ არ მოგვეწონა ე.ი. პატრიოტები არ ვართ
აქ იყო კითხვა - შენ რამდენი ადამიანი გაგიწვრთნიაო...
მე პირადად ლექციებს ვკითხულობდი რამოდენიმე წელი და წელს სავარაუდოდ ხარისხსაც მოვრჩები. ანუ მემგონი მაქვს უფლება შევაფასო მათი წვრთნის დონე
ალგეთში წვრთნის ორგანიზების დონე იყო 0!!! არ მაქვს საუბარი თელავზე და პალდოზე
იმის მაგივრად რომ მოტივაცია აემაღლებინათ ხალხში პირიქით გამოვიდა.... ამათ რომ ვუყურე მშვიდობიანობის დროს, არსად რომ არ ეჩქარებოდათ, ისეთ ცუდი ორგანიზება ქონდათ ყველაფრის რომ ომის დროს რას იზავენ არ ვიცი
ყველაფერს პლიუს ინვალიდი ხალხი იყო წამოყვანილი
არ გეგონით რომ ვხუმრობ, ჩემს ოცეულში იყო - 1 დისკოზიანი, 2 მალის ამოვარდნით, გულის პრობლემები ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, 1 ყრუ! 3 ცუდი მხედველობით, 1 კუჭის წყლულით, 3 კუჭის ეროზიით, 1 ბრტყელტერფიანი, 1 ფსიქიკურად ვერ იყო კარგად, სასროლეთზე არც წამოიყვანეს. ნუ დანარჩენს რა ჭირდა არ ვიცი

ამის გარდა ბატალიონში მე რაც ვიცი იყო 1 ტუბერკულიოზით დაავადებული! და არ გაუშვეს უკან! ჰოსპიტალში მაინც გადაეყვანათ!
ეპილეფსიიანი ძლივს გადარჩა, თუ გადარჩენა ქვია, კბილები არ ჩამოყვა აქამდე ,რადგან ჩაუმტვრიეს რეზერვში რომ ენა დაეჭირათ ცუდად რომ გახდა...
ადამიანს ჩაუწერეს შეცდომით სისხლის ჯგუფი! რამე რომ მოსვლოდა ხო წარმოგიდგენიათ?
აი ვისი ვისაში იყო ვერ გაიგებდი რა...
ხალხნო ერთი გაიგეთ... რეზერვი განა არ უნდა იყოს, უნდა იყოს მაგრამ დაგეგმილი და არა ესეთი ორმოტრიალი. ყველას შთაბეჭდილება გვექმნეებოდა რომ გეგმას ასრულებდნენ ჩვენი რაოდენობით, ამით კიდე მოტივაცია ვისაც ქონდა იმანაც დაკარგა
ჩვენს ოცეულში ადამიანი იყო რომელმაც სვლები ჩაატარა რომ არ დაებრაკათ, სამხედრო ფორმით და ისეთი ეკიპირებით იყო მოსული რომ ძველი ჯარისკაცი გეგონებოდა
ერთი სიტყვით მოტივირებული კიარა რა ვუწოდო არ ვიცი ისეთი შემართებით მოვიდა

მაგრამ სულ სხვანაირი წავიდა
აქ ვინც წერთ ასეთი პათოსით მესმის თქვენი... გიყვართ საქართველო და გინდათ რომ ღირსეული არმია და ამ შემთხვევაში რეზერვი ყავდეს. მაგრამ იმაზე დაფიქრდით რა ხდება სინამდვილეში
განა ჩვენ არ გვინდა რომ რეზერვი არსებობდეს, უბრალოდ უფრო დაგეგმილი და გათვლილი უნდა იყოს ყველაფერი
ვიყავით და ვნახეთ რომ ეს ასე არაა და მწუხარებით დავწერეთ აქ, სამწუხაროდ ხალხისგან ვინც არ ყოფილა ამ რეზერვში ისეთი პოსტებია რომ თავი დეზერტირი მგონია რომ არ მომეწონა ის უმსგავსობა რაც ვნახე
შეიძლება ძალიან დიდი პატრიოტებიც ხართ და ბევრს ნაბრძოლიც აქვს საქართველოსთვის, მაგრამ უშუალოდ იქ ვინც ვიყავით, რაც ვნახეთ ესაა მწარე სიმართლე