მე გახლდით ალგეთში ბოლო პრიზივში.... როცა მივდიოდი სავსე ვიყავი დადებითი ემოციებით, მეგონა მართლა რაღაცას ვისწავლიდი,რეჟიმში ჩავდგებოდი (რაც 21ე საუკუნეში ნამდვილად გვაკლია ხალხს) , ვივარჯიშებდი და ა.შ მაგრამ ეს ემოციები და ფიკრები მალე რეალურ კოშმარად იქცნენ.
რეზერვის 2 კვირაზე მხოლოდ 2 დადებითი რამე შემიძლია ვთქვა:
1: სროლა ( სროლის ანიბანი უფრო სწორე იქნება) ასე თუ ისე ისწავლეს იმ ხალხმა ვისაც იარაღთან შეხება არ ქონდა მანამდე
2: შევიძინე ახალი მეგობრები
უარყოფით მხარეებს კი ალბათ მთელი ეს ფორუმი არ ეყოფა რომ ჩამოვთვალო, ძირითადებს მაინც დავწერ რომ ვისაც მომავალში მოუწევს წასვლა გაითვალისწინოს და უფრო ადვილად გადალახოს სირთულეები

თუ გაქვთ აუცილებლად წაიღეთ თქვენი ბათინკები,რამეთუ იქაურმა შეიძლება ფეხის დეფორმაციაც გამოიწვიოს, მინიმუმ მაზოლები. ნასკები და ტრუსიკები იმდენი რამდენსაც მოერევით. დაბადების დღეზე ერთს სუფთა ნასკები Aცუქეს ჩვენთან იმდენად ფასდაუდებელად ითვლება იქ

სველი და მშრალი სალფეთქები, ელექტრო საპარსი, ბარამბოს კანფეტები,ჩაი,ყავა,მინუტკა, რამე შოკოლადები... ალბათ სნიკერსი ყველას აჯობებს,კალორიულია მაინც
ცხელ წყალზე არც იოცნებოთ,იქ ყოფნის დროს ერთხელ თუ გაბანავეს მაგაზეც მადლობა თქვით... ცივი წყალ;იც ხშირად თავდებოდა ავზებში და ხალხი გასაპარსი რჩებოდა. დილის 6 საათზე იმხელა რიგი დადგება ტვალეტთან რომ სანამ მოგიწევთ შეკრულობა დაგემართებათ, და თუ მაინც გაგიმართლათ და შეაღწიეთ შიგნით, მაშინ მოგიწევთ რამდენიმე ათეულ თანამებრძოლთან ერთად ვახტანგურად მოჯმა ხელიხელ გადახვეული და სხვისი ჭინთვების და კუებ ცუების სასიამოვნო ხმების თანხლებით. იმასაც გეტყვით რომ ფეხის წვერებზე ფრთხილად შედით თორემ ვინმეს განავალში მოგიხვდებათ ფეხის გული. ავტომატ მოკიდებული ნუ ჩაიკუზებით თორემ ავტომატის ჩავარდნის შემთხვევაც დაფიქსირდა
ჩვენ ერთ რამეში გაგვიმართლა კიდევ, საკმაოდ ციოდა და გიურზები არ იყვნენ ამოსული მიწიდან,თუმცა 1 მაინც მოკლეს ბიჭებმა. რომ დათბება ძალიან ფრტხილად იყავიტ, მანდ დზალიან ბევრი გველია...
ღამით სასწაულად ცივა,ამიტომ საძილე ტომარა დაგჭირდებათ. ფეჩისთვის შეშა რაც შეიძლება ბევრი დაჩეხეთ და მომიმარაგეთ თორემ 1000 კაცზე 2 ნაჯახია სულ და ბევრი სირბილი მოგიწევთ ხოლმე მის საპოვნელად.
ისე ზუკოს და იუპის ფხვნილის წვენი რა დასალევია მაგრამ იქ ერთმა გააძრო და ხამებივით ვსვავდით სუყველა,ასე რომ მაგასაც თუ ჩაიგდებთ ჩანთაში მემგონი არ ინანებთ

საღეჭი რეზინიც გამოგადგებათ,მე 10 პაჩკა მკონდა წაღებული და ზუსტად მეყო