ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი”ახალი სადაზვერვო მანქანის მაკეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია საერთაშორისო
სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება, აწყობილია საქართველოში,
კერძოდ, კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სატანკო
საწარმოში. შემოწმებულია საერთაშორისო სტანდარტებით.
ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები:
სახელწოდება - “დიდგორი”
დანიშნულება - სადაზვერვო შეჯავშნული საბრძოლო მანქანა
ეკიპაჟი - “დიდგორი 1” - 8+1 (მეტყვიამფრქვევე), “დიდგორი 2” - 6+1
(მეტყვიამფრქვევე) სამხედრო.
ძრავი - 450 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი
სიჩქარე - 100 - 120 კილომეტრი საათში
საწვავის ავზი - იძლევა შესაძლებლობას მანქანამ დაფაროს 500 კილომეტრი
ჯავშანი - იგი მეტად შეჯავშნულია ვიდრე NATO-ს სტანაგის II კლასი
მოითხოვს. ეს კლასი კი ითვალისწინებს 7.62/54 კალიბრის ტყვიისგან
თავდაცვის შესაძლებლობას.
წონა - 7 ტონა
შეიარაღება -“MINIGUN” - ის ტიპის ტყვიამფრქვევი (სწრაფსროლაა 12- დან 15
ათას გასროლამდე წუთში); მეორე ტიპის “დიდგორზე” დამონტაჟებულია 12.7
კალიბრის ტყვიამფრქვევი. ორივე მოდელზე შესაძლებელია სხვა კლასის
შეიარაღების დამონტაჟებაც.
მწარმოებელი -
საქართველო
This post has been edited by დ ა თ ვ ი on 26 May 2011, 04:47