მხედრული სალამი ლომებო...
ეხლა ბევრს ვერ დავწერ (მოუცლელობის გამო) და ისე რაც ალგეთზე ცუდი გაგიგონიათ ან გამოასწორეს ან ტყუილი იყო...
უფრო მეორე მგონია ვინაიდან პირადი შემადგენლობის 78% გაუთავებლად წუწუნებდა...
არადა პირობები კარგია...(ყოველ მეორე დღე აბანო, კარგი ნოყიერი კვება ნორმალური სოფლის ტიპის საპირფარეშო და ასე შემდეგ)
ფიზიკური დატვრირთვა ცოტა...(თუმცა უმეტესობა გაუთავებლად ბუზღუნებდა - ბოდიში და ტყვნა და "შიმშილი გვაქვსო"...არ დაიჯეროთ...)
სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად რისი უკმაყოფილოც ვარ ეს დისციპლინის დაბალი დონე და დაუშვებლად ლმობიერი დამოკიდებულებაა ჯარისკაცებისადმი...(აქ უნდა ავღნიშნო რო ჯარისკაცია ის ვისაც ფორმა აცვია და რო გაიხდის მერეა სამოქალაქო პირი - რეზერვისტი...ეს უკანასკნელი სამწუხაროდ არ ესმით ჯარში...არ იციან თასვიანთი უფლება მოვალეობები და ეშინიათ (შესაბამისად ერიდებიან კიდეც) სიტუაციის დაძაბვის და გართულების)
თითქმის ყველას უნდა ეს 18 დღე რამენაირად გადააგოროს - ზარმაცობენ სერჟანტები და აბლატავებენ მოძველბიჭო, "მოსაჩკავე" და ამავე დროს ჩამშვებ (ასეთი საოცარი ნაზავი ადრე იშვიათად შემხვედრია) ტიპებს...
არადა ქართველი კაცის ფსიქოლოგია (მასის) ჯარში საუკეთესოდ ჩანს - ის უნდა ჯარისკაცულ ჟარგონზე რომ ვთქვათ - "დატყნა"...(ამდენი ბილწი სიტყვებისთვის ყველას ბოდიშს გიხდით მაგრამ ბოლო 18 დღეა გინების მეტს არაფერს ვისმენ და ცოტა დრო დამჭირდება უწინდელ "ზრდილობიან კალაპოტში" ჩასაჯდომად)
წინააღმდეგ შემთხვევაში - "გადაიჯვამს" თავზე...
რისი მომსწრეც სამწუხაროდ გავხდი...
ერთი ლირიული გადახვევა - მე "აისის" იდეის (ორგანიზაციისაც ზოგადად) ჩამოყალიბების ეტაპზე მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი...ნუ მერე ცოტა პ[ასიური წევრი გავხდი მიზეზთა გამო მაგრამ ყოველთვის გული შემტკივა მაგ ორგანიზაციაზე და იდეაზე მთლიანობაში...ხოდა სულ ვკითხულობა რა ხდება იქ, როგორ მიდის საქმეები და ასე შემდეგ...
რაც ვიცი (და გარწმუნებთ კარგად ვიცი იქ რაც ხდება) მომზადების დონე აისში უფრო მაღალია ვიდრე ამ "18 დღიან რეზერვში"... (ერთი ეგაა რო სროლის კურსები არაა)
მოკლედ რეკლამად არ ჩამითვალოთ და აისის კურსი ყოველმხრივ უფრო დატვირთული, შინაარსიანი და რთულია ვიდრე ეს 18-დღიანი...ელემენტარულად 18 დღე ყველას ეშინოდა ბოლო დღეს დაგეგმილი მარშის რომელიც აისის სტანდარტებით გასეირნებაც არ იყო...არადა ხალხი გზაში დაეცა და სასწრაფო დახმარების მანქანებით გაყავდათ...
მოკლედ რაა - ქართველი ერი (მასაში) არის მაგარი ზარმაცი და უქნარა, მშიშარა და ბაქიბუქა...მაგრად მიტყდება ამის დაწერა მაგრამ ეგრეა...
მერე აბრალებენ პირობებს, ათას რამეს იმიზეზებენ - არადა "წითელი კნოპკის" სინდრომი და მარტო ქეიფის და დროისტარებისადმი მიდრეკილება აქვთ გამჯდარი მაგრად...
xanga არ ვიცი სადაა...
იქ არ წამიღია და სახლში ვერ მივაგენი ჯერ...
whiteხო, პანამაზე მართალი ხარ, (მეც დავიწვი მაგრად) მაგრამ ბენდენების და პირსახოცების ქუდქვეშ ამოდებამ ეგ პრობლემა პრინციპში მოხსნა უპანამოდაც...
პ.ს. ჩვენი ბატალიონის მეთაური იყო აი 99%-ით კიბორგ მაკლაუდა...(ვინც იცნობს მას რეალში) ფორუმელ კიბორგას ვგულისხმობ ("ქართული სტრაიკის მამას")...

მაგარი "მასტია" - სერ...
This post has been edited by 098 on 1 Jul 2011, 17:26