#26269501 · 2 Jul 2011, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
098
QUOTE | მაგრამ როგორ გაიგებ ვინაა მოტივირებული და ვინ უბრალოდ სამსახურის გამო მიდის? |
ამას 1 წლიანი სავალდებულო გაწვევა გვაჩვენებს. იქ გამოჩნდება ვის მართლა უძგერს გული და ვის არა, ვინ არის დაინტერესებული სამხედრო საქმით, ვის უნდა რაიმეს რეალურად შესწავლა და ა.შ. აი ამ სავალდებულოს მერე კი უკვე უნდა აირჩეს ჩემი აზრით მომავალი სარეზერვო კონტიგენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოტივირებული ხალხით იყოს დაკომპლექტებული, ხალხით, რომელთაც იმ 1 წლიანი სავალდებულოს დროს დაამტკიცეს თავიანთი მოქმედებებით რომ სურთ ქვეყანას ემსახურონ იარაღით.
QUOTE | ზოგს მოტივაცია ქონდა მარა ცხვენოდა მაგის გამომჟღავნების და ღიად თქმის ვინაიდან ისეთი ატმოსფერო სუფევდა რო - ტეხავს/გოიმი ხარ თუ სახელმწიფოს დაცვა გინდა და გჯერა რო ომს მოვიგებთ ვინმესთან საერთოდ...(მარტო რუსეთზე არაა ბაზარი) |
ზუსტად ამიტომ დავწერე წინა გვერდზე რომ რეზერვში უნდა იყოს მხოდლო ერთი იდეოლოგიის ხალხი, რომელნიც იქნებიან ერთ გუნდათ.
ამერიკელებს აქვთ კარგი მიდგომა ამ მხრივ: The team is the group of people, who are united around one idea, not around relationships between each-other.
QUOTE | ხოდა მასეთ სიტუაციაში ყველა ძალიან მკაცრი დისციპლინის პირობებში უნდა მაქსიმალურად დატვირთული და მძიმე პროგრამით გაატარო და მეორე გაწვევაზე ის არამოტივირებული ამ მოტივირებულს თავადაც ჩამოშორდება ვინაიდან ყველაფერს იზამს რო თავი დაიბრაკოს და აღარ მოხვდეს იმ მისთვის საძულველ სიტუაციაში... |
ამას მოჰყვება გაუმართლებელი ხარჯები როგორც სახელმწიფოს, ასევე იმ "დასაბრაკი" მოქალაქის მიერ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას ვნებს. არ გვაქვს ჩვენ ამის უფლება. უფრო პრაგმატული მიდგომაა საჭირო, რომელიც პირდაპირ ქართულ მენტალიტეტთან იქნება ასოცირებული/დაკავშირებული. ამისათვის კი პროფესიონალი ფსიქოლოგების ჯგუფის მიწვევაა საჭირო, რომელთაც უნდა შეიმუშვონ სპეციალური სამოქმედო გეგმა.
white
QUOTE | არამოტივირებულობა სრულიადაც არ ნიშნავს რომ 85- პროცენტმა არ ისწავლა |
სწავლას გამოყენება უნდა, ისე ისეთ მიღებულ განათლებას ფასი არა აქვს. ეგრე მეც ვისწავლე უნივერსიტეტში, თუმცა მერე მივხვდი რომ ჩემი არ იყო ის ფაკულტეტი და იმ სპეციალობით 1 დღე არ მიმუშავია. შესაბამისად თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ის 4 წელი წყალშია გადაყრილი.
ეგ ნასწავლი არამოტივირებული მოქალაქეები კი ისეთ კონცერტს მოგიწყობენ ბრძოლის ველზე რომ თვითონ შეეცდები მათი გვერდიდან მოშორებას. ადამიანს რომ არ უნდა რაიმეს გაკეთება, ეს მას არ უნდა დააძალო, რადგან ის ამას მაინც ვერ/არ გააკეთებს ისე, როგორც საჭიროა. უნდა ყველას გაატარო სავალდებულო რომ ახალგაზრდამ თავის თავში აღმოაჩინოს, შეუძლია და სურს თუ არა სამშობლოს იარაღით დაცვა. ამის მერე კი გაიწვიო რეზერვში.
QUOTE | მაგრამ რეალურად რამოდენიმე წელიწადში ასე თუ ისე მომზადებული რეზერვი იქნება (თუ არ შეცვალეს რამე კიდე) |
ასე თუ ისე მომზადებული რეზერვი ჩვენ არანაირად არ გვაწყობს! ჩვენი მტერი რუსეთია და ამიტომ მაქსიმალურად ეფექტური, თუმნაც მცირერიცხოვანი რეზერვი გვესაჭიროება, რომელიც რეალურად ბრძოლისუნარიანი და იდეოლოგიურად მედგარი მებრძოლებით იქნება დაკომპლექტებული. ჯობია მილიონად მოამზადო 100 რეალურად ბრძოლისუნარიანი და იდეოლოგიურად მედგარი მებრძოლი, ვიდრე 1000 Хуй знает кто (ბოდიში რუსულისათვის).
--------------------
1918 - ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. თურქეთს გადაეცა ბათუმისა და არდაჰანის რეგიონები. 1921 - საქართველოს ოკუპაცია. 1921 - აფხაზეთის ССР. 1921 - აჭარის АР. 1922 - სამხრეთ ოსეთის АР. იზრაილ გელფანდი; ლეიბა ბრონშტეინი, ადოლფ იოფე, ვლადიმირ ბლანკი, გრიგორი ალფელბაუმი. მოგიტყ........ "მოძმე" ებრაელი ერი!
|