რა პატარაა საქართველო

ჩვენ ყველანი მაშინ გემით გაგვიყვანეს სოჩაში 28-აგვისტოს
ერთ ქართველს სტუმარი ყავდა ინგლისელი. მერე რაღაცნაირად მარტო დარჩა ეს ტიპი მგონი გვარი ტეილორი იყო.იქაურ სიტუაციას ვინც აკონტროლებდა რემბოს ეძახდნენ,მივიდა ეს ტეილორი და რაღაცეების ახსნა დაუწყო ჩვენ ეგრევე მივხვდით რომ მომენტი იყო იდეალური და გადავუთარგმნეთ იმ იდიოტს რომ ვითომ ეს ინგლისელი სტუმარი ჯურნალისტი იყო და იმუქრებოდა ამ გაუგონარი საქციელის "გაბაზრებას" როცა უბრალო დამსვენებელი ყავდათ ტყვეებად. ყველაზე მაგარი ის იყო რომ ეს ვითომ ჟურნალისტი წაიყვანეს გუდაუთაში და შეახვედრეს არძინბას. მოკლედ მოხდა გაცვლა ტყვეების 28-აგვისტოს შემოვიდა სამხედრო გემი უკრაინიდან და მოხდა მთელი ბიჭვინთის დარჩენილი ტურისტების ევაკუაცია.ინგლისელი მაგარი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და სანამ ბოლო ქართველი არ ავიდა გემზე ელოდებოდა მერე ჩვენთან ერთად წამოვიდა სოჩაში. თურმე ასეტი გარიგება შედგა ბათუმში დააკავეს აფხაზეთის მოცეკვავეთა ანსამბლი და პრაქტიკულად გადაგვცვალეს.
აბა მაგას თუ გაიხსენებენ.და გემზე რომ რუსი გაეძრო ძაღლით რომელიც
ჩვენ გვეკაიფებოდა და გვაშინებდა აფხაზები მხარეს რომ იყო დაქირავებული
ცემა გვინდოდა პალუბაზე და დედამისი ჩაგვივარდა ფეხებში და უბრალოდ დედა რომ იყო
იმიტომ არ გადავუგდეთ გემიდან შვილი.
მაგასაც გაიხსენებენ. სასიამოვნოა ასეთი მეგობრები რომ გყავს
შეხვედრით კიდევ მოვიფიქრებთ რამეს