ალექსანდრე ლებედევი: პუტინი რუსეთს ზიმბაბვედ აქცევს
[ალექსანდრე ლებედევი: პუტინი რუსეთს ზიმბაბვედ აქცევს]
16:28 14.07.2011
[ალექსანდრე აკობია]
ბიზნესმენის თქმით, ამ ზაფხულს პუტინის, მედვედევისა და პარტია ,,ედინაია რასიას“ რეიტინგი ისე დაეცა, რომ სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისას, მათი გამარჯვების შანსი მცირე იქნება.
პუტინის ოპოზიციონერი, რუსი მილიარდერი ალექსანდრე ლებედევი Reuters–სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის პრემიერი, ვლადიმერ პუტინი მომდევნო 20 წელიწადში რუსეთს ზიმბაბვედ აქცევს, საკუთარ თავს კი – რობერტ მუგაბედად, რომელიც ამ აფრიკული ქვეყნის დიქტატორი პრეზიდენტია.
,,20 წელი, რუსეთში ყველაფერი ისევე რომ დავტოვოთ, როგორც დღეს არის, ქვეყანა ზიმბაბვედ გადაიქცევა. მართალია, პუტინი ჯერ რობერტ მუგაბედი არ არის, მაგრამ მალე მის სახეს მიიღებს და დაემსგავსება. ნახეთ, რას დღეშია რუსეთის ზოგიერთი ქალაქი, განა ზიმბაბვეს არ ჰგავს? პუტინი ჭკვიანი და გამჭრიახია და იცის, რომ ქვეყნის კურსი იქითკენ უნდა წაიყვანოს, საითკენაც მისთვის უკეთესია,“– განაცხადა ლებედევმა.
ბიზნესმენის თქმით, ამ ზაფხულს პუტინის, მედვედევისა და პარტია ,,ედინაია რასიას“ რეიტინგი ისე დაეცა, რომ სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისას, მათი გამარჯვების შანსი მცირე იქნება.
,,წლევანდელ ზაფხულს, პუტინის რეიტინგმა საგრძნობლად იკლო, რეიტინგის ასეთი კლება, ექვსი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. დაეცა არა მარტო პუტინის, არამედ მედვედევისა და ,,ედინაია რასიას“ რეიტინგები. თუ ისეთი კანონი გვექნება, რომელიც რუსეთის ყველა მოქალაქეს დაავალდებულებს არჩევნებზე მისვლას, საპარლამენტო არჩევნებში ,,ედინია რასია“ 20 პროცენტსაც ვერ აიღებს. უფრო მეტი პროცენტის აღების შანსი, არც პუტინსა და მედვედევს აქვთ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს,“– განაცხადა Reuters–სთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსანდრე ლებედევმა.
რუსი მილიარდერი და პუტინის ოპოზიციონერი თვლის, რომ პუტინი საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგს სულმოუთქმელად ელოდება. ამ არჩევნების შემდეგ გადაწყდება, მიიღებს თუ არა პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ლებედევი რუსეთის პრემიერს მოუწოდებს, ზიმბაბვეს პრეზიდენტის შეცდომები არ გაიმეოროს და დიქტატორობაზე არც კი იფიქროს.
,,ვურჩევ პუტინს, რომ არც კი იფიქროს ხელისუფლების სათავეში მეორედ მოსვლაზე და დიქტატორობაზე. უმჯობესია, დააბრუნოს გუბერნატორების არჩევის წესი და ის კანონები გააუქმოს, რომლების ოპოზიციის არჩევნებში მოანიწილეობას ზღუდავს,“– განაცხადა ინტერვიუს ბოლოს ალექსანდრე ლებედევმა.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის ალექსანდრე ლებედევი ერთ–ერთი მილიარდერი რუსი ბიზნესმენია. ის ერთადერთი ლონდონური ყოველდღიური ფასიანი გაზეთის Evening Standard–ს მფლობელია.
ლებედევი რუსეთის საიდუმლო სამსახურის ძველი წარმომადგენელია, თუმცა, ,,კაგებეში“ მუშაობას მილიარდერობა და ლონდონური ცხოვრება ამჯობინა. მან 1992 წელს რუსული საინვესტიციო ფინანსური კომპანია დააფუძნა, ხოლო სამი წლის შემდეგ ნაციონალური სარეზერვო ბანკის სათავეში მოექცა, რომელიც ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს ყველაზე აყვავებულ საბანკო ორგანიზაციად გადაიქცა.
ალექსანდრე ლებედევმა, 2000 წელს კრემლის პოლიტიკის წინააღმდე გაილაშქრა და მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ პერიოდში, ის იყო ,,ნოვაია გაზეტას“ თანამფლობელი, რომელმაც მისი კორესპონდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას დაღუპვის (მკვლელობის) შემდეგ, მილიონი დოლარის საჩუქარი დააწესა მათთვის, ვინც ამ მკვლელობის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა.
რუსეთში, პირად საუბრებში ამბობენ, რომ შესაძლოა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლებედევმა მონაწილეობა მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ერთ–ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში, ის რუს ხალხს ,,უკულტურო გაუმაძღართა ბრბოს“ ეძახის.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=7045ვაიმეეეე... ქვემოთ კომენტები ნახეთ რაააა
აი ვინ უნდა ამოვშანთოთ სამუდამოდ